Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

სოფელ კულიკამის სურბ იერორდუთიან (წმინდა სამების) ეკლესია

 MG 9428ეკლესიის

სოფელ კულიკამის სურბ იერორდუთიან (წმინდა სამების) ეკლესია

მშენებლობა: ახალქალაქიდან 2 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კულიკამის ეკლესიის შესახებ საარქივო დოკუმენტებში უძველესი ინფორმაცია 1840-იანი წლებიდან ფიქსირდება. კერძოდ, 1840 წლის ეპარქიის ეკლესიების საინფორმაციო ცნობარის თანახმად, ეკლესიაში მრევლის რაოდენობა 210 იყო [1].

1870-იან წლებში სოფელ კულიკამის რეპატრიანტებმა ძველი ეკლესიის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ სამუშაოები შეწყდა ფინანსური დეფიციტის გამო: „...არის ძველი დანგრეული ეკლესია, რომელიც სოფლის მოსახლეობის ბედნიერ დროს ნახევრად გარემონტდა, მაგრამ როდესაც მათზე მიწის მესაკუთრეთა ზეწოლა გაიზარდა, მათ აღარ ჰქონდათ ძალა, გაეგრძელებინათ თავიანთი ტაძრის სარემონტო სამუშაოები...“[2].

 Mgეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა მხოლოდ 1980-იან წლებში. 1884 წლიდან ქვით ნაშენი, ხის სახურავიანი ეკლესია რეგულარულად ფუნქციონირებს [3]. 1905 წლის ეპარქიის ეკლესიების საინფორმაციო ცნობარის მიხედვით, წმინდა სამების/ სურბ იერორდუთიან/  ეკლესიის ძირითადი თანხა შეადგინა 919 რ.ი 7 კ. ვერცხლით [4], ხოლო 1915 წელს - 791 რ. 41კ.[5].

არქიტექტურა: ეკლესიის დასავლეთ ფასადის თავზე აშენებულია ექვს ერთნავ სვეტზე აღმართული სამრეკლო. ერთადერთი შესასვლელი Mg დასავლეთ მხრიდანაა გახსნილი. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდა სოფლის სომხურ სასაფლაოდან გადმოტანილი ხაჩქარი წარწერით: „ჯვარი იხსენებს | (ჰა)ირნ /მამა/ მურადბ... მშობელს...“. სოფლის ეკლესიის ამჟამინდელ შესასვლელ კედელზე წერია: „კულიკამი  სურბ იერორდუთიუნ ეკლესია აშენ...1865 წ. რეკონსტრ...2000წ.“. [6]: ეკლესია იმ ეპოქაში ჯავახეთში დამახასიათებელ  აშენებული მრავალი ეკლესიების მსგავსად, არის ერთნავიანი ბაზილიკა. 

სამრევლო მღვდლები: 1860-იან და 1880-იან წლებში სურბ იერორდუთიუნ ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა მღვდელი თოროს ტერ-თოროსიან გაბრიელიანცი. [7]:

ეკლესიის რემონტი და ხელახალი კურთხევა. ეკლესია ასევე გარემონტდა 1990-იანი წლების ბოლოს, ადგილობრივი სტეფან უზუნიანის ქველმოქმედებით. წლების შემდეგ, სოფლის მოსახლეობამ, საკმარისად ვერ ჩათვალა ჩატარებული რემონტი, გაერთიანდა და ქველმოქმედების- სტეფან უზუნიანის, ღაზარ მირანიანის და საზოგადოების ძალისხმევით  მთლიანად განაახლა ტაძარი, გააუმჯობესა, მოაწესრიგა ეკლესიის შემოგარენი და მოამზადა სომხური ორნამენტებით მდიდარი წმინდა ტრაპეზი. 2018 წლის 1 ივლისს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის და ადგილობრივი სასულიერო პირების მონაწილეობით, სურბ იერორდუთიან ეკლესია ხელახლა აკურთხეს.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, წმინდა ტრაპეზი, ნათლობის აუზი და წმინდა სამების ეკლესიის 16 სვეტი წმინდა მირონით სცხეს.

ახლად გახსნილ და ხელახლა კურთხეულ ეკლესიაში პირველი საღმრთო  ლიტურგია აღავლინა ღირს.მღვდელმა ტათევ  მარუქიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს აღსარების ცერემონია გაიმართა და მორწმუნეებმა ზიარება მიიღეს [8].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1]  ს.ე.ა. ფ. 53, ს. 1, წ. 3800, ნ. 4:

[2] „მშაკ“ /მუშა,,/ 1877, N 11, გვ. 2:

[3] „არძაგანქ“/ ,,ექო,,/  1885, N 3, გვ. 43:

[4] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3912, ნ. 112 ირგ..-113:

[5] ს.ე.ა, ფ. 56, ს. 15,წ. 795 (ნაწილი 3), ნ. 316 ირგ.-317:

[6] ს. კარაპეტიან, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 310-311:

[7] ს.ე.ა, ფ. 53, ს. 2, წ. 3338, ნ. 2; წ. 3344, ნ. 2; წ. 3363, ნ. 3; წ. 3368, ტ. 3:

[8] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge