Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

მაჯადია –სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია

2 axalqalaqi-majadia-surb grigor lusavorich-21840-იანი წლებიდან წმინდა ჰარუთიუნის სახელით აღინიშნება

ახალი ეკლესია აშენდა 1867 წელს

ეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან 5 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ მაჯადიაში მდებარე სურბ გრიგორ ლუსავორიჩ /განმანათლებლის/ ეკლესია დაარსდა 1867 წელს, რასაც ადასტურებს ეკლესიის შესასვლელის ზემოთ  გაკეთებული სამშენებლო ჩანაწერი. ჩანაწერის თანახმად, ეკლესია სოფლის თემის სახსრებით აშენდა, ხოლო  ეკლესიის მშენებლობის ოსტატი იყო კარაპეტ კოწმანიანი. სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია ეპისკოპოსმა გრიგორ საქინიანცმა აკურთხა[1]. იგი მოხსენიებულია როგორც ქვით ნაშენი, თაღოვანი ნაგებობა [2]. ზემოხსენებული ეკლესიის აშენებამდე, სოფელში მოქმედებდა სურბ ჰარუთიუნის სახელობის ეკლესია, რომლის შესახებაც 1840-1850-იანი წლების სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის საარქივო დოკუმენტებშია მოხსენიებული. კერძოდ, ეკლესია სურბ ჰარუთიუნის სახელით მოხსენიებულია ეპარქიის ეკლესიების შესახებ[1840  წლის 2 /Axalqalaqi Majadia Surb Grigor Lusavorich/ აქალქალაქი მაჯადია სურბ გრიგორ ლუსავორიჩის საინფორმაციო ცნობარში 3].

2 Axalqalaqi Majadia Surb Grigor Lusavorichარქიტექტურა. სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია შერეული ტუფით არის ნაგები და მიეკუთვნება ორფერდა დარბაზის ტიპს. საერთო ზომებია 18.34x10.15 მ. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე თაღოვანი სარკმელებია გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. ეკლესიის ფასადზე სომხური წარწერაა ამოტვიფრული. შესასვლელის ზემოთ ტუფისგან ამოტვიფრულია ჯვრის ფორმის ორნამენტი. სახურავის დასავლეთ მხარეს პატარა ორსართულიანი სამრეკლოა აგებული. ეკლესიის ორფერდა სახურავი ტუფის კრამიტით არის მოპირკეთებული. ინტერიერის კედლები შელესილი და შეღებილია. დარბაზი სვეტებით სამ ნავად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხეველია, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სამლოცველოებია. ჩრდილოეთ  კედელზე ნათლობის აუზია.

სამრევლო მღვდლები. სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ მამა სარგის მღვდელი მელიქიანცი[4], მამა კარაპეტ მაჰტესის ჰარუთიუნიანი[5]:

სასაფლაო: სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიიდან არც ისე შორს არის სასაფლაო, სადაც შემორჩენილია მე- 6, მე-7 საუკუნეებისთვის1 Axalqalaqi Majadia Surb Grigor Lusavorich დამახასიათებელი ოთხკუთხა ძეგლების ფრაგმენტები, XV-XVI საუკუნეებით 1 Axalqalaqi Majadia Surb Grigor Lusavorich დათარიღებული  ხაჩკარი.[6]:

ეკლესიის რესტავრაცია: საბჭოთა ათეიზმის წლების შემდეგ, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიასაც სჭირდებოდა კურთხევა და რესტავრაცია. 2013 წელს, სამარაში მცხოვრები ყოფილი მაჯადიელების მიერ რესტავრაცია ჩაუტარდა  მაჯადიას სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიას. 2017 წელს ჩატარდა ეკლესიის სახურავის, შიდა მოპირკეთებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.

2017 წლის 28 მაისს, ეკლესიის აშენებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის   ვიკარიუსის მეუფე  ბაბგენ არქიმანდრიდ  სალბიანის ხელმძღვანელობით, წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინა. საღვთო ლიტურგიის დროს, მეუფემ და  მღვდელმა  მაჯადიას მოსახლეობას  მილოცვის სიტყვებით მიმართეს ეკლესიის 150 წლის იუბილეს, მათი საკუთარი ძალისხმევით ეკლესიის  შეკეთებასა და შენარჩუნებასთან  დაკავშირებით[7].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] ს. კარაპეტიან, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 363:

[2] „არძაგანქ“/,,ექო,,/, 1885, N 3, გვ. 43:

[3] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3800, ნ.4:

[4] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3832, ნ. 3:

[5] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3817, ნ. 3:

[6] ს. კარაპეტიან, იქვე, გვ. 364.

[7] ჯავახეთის წინამძღვრის ვიკარიის პრესსამსახური.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge