Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

მერენია - (ღვთისმშობლის) სურბ ასტვაწაწინ ეკლესია

3 merenia surb astvatsatsin 13 მერენია სურბ ასტვაწაწინ 1დაარსდა 1830 წელს.

მერენია, ახალქალაქიდან 15 კმ-ში მდებარე, სომხებით დასახლებული სოფელია.  სოფლის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში [1]. სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის სახელი 1839-1840 წლებში გვხვდება სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიებისა და სასულიერო პირების საინფორმაციო ცნობარში. სტიქაროსნებად მოხსენიებულნი არიან ჰაკობ სარგსიანი, ხაჩატურ ჰოვანისიანი, გალუსტ მაკარიანი[2]. 1866 წლის მდგომარეობით, ის ჯერ კიდევ ხის მასალით იყო აშენებული[3], ხოლო 1885 წელს ქვით ნაშენი, ხის სახურავით[4]. 1899 წლის 19 დეკემბერს, ახალქალაქის რიგი სოფლის ეკლესიების მსგავსად, სურბ ასტვაწაწინის ეკლესიაც მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ხელახლა აშენდა[5].2 მერენია სურბ ასტვაწაწინ 2 / 2 merenia surb astvatsatsin 2/                 

არქიტექტურა: მერენიას სურბ ასტვაწაწინ  ეკლესია ტუფითაა ნაგები. იგი ერთნავიანი დარბაზის ტიპს მიეკუთვნება. საერთო ზომებია 16 x 11 მ. შესასვლელი დასავლეთ მხარესაა, რომლის ზემოთაც ერთსტრიქონიანი სომხური წარწერაა. სამრეკლო აგებულია შესასვლელის ზემოთ. სახურავი თუნუქითაა მოპირკეთებული. კედლები შელესილი და თეთრი საღებავით არის  შეღებილი. საკურთხეველი შენობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი სამლოცველოებია. ნათლობის აუზი ჩრდილოეთ კედელზეა[6].           

2 merenia surb astvatsatsin 2სამრევლო მღვდლები. სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ ჰოვაკიმ  ბაღდასარიანი[7], ისაჰაკ ასლანიანცი[8]. ისინი მღვდლად მსახურობდნენ 1850-1880-იან წლებში.                                                                                  

სკოლა. ეკლესიის ეზოში იყო ქვითა და  კირით ნაშენი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, სადაც კერძო კითხვას ასწავლიდნენ.[9] 1869 წლის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიების სკოლების საინფორმაციო ცნობარის თანახმად, საეკლესიო-სამრევლო სკოლა 1863 წელს დაარსდა საზოგადოების სახსრებით. 1869 წელს მას 43 მოსწავლე და 1 მასწავლებელი ჰყავდა.[10] მასწავლებლებს შორის მოხსენიებულია ჰარუთიუნ ასლანიანცი.[11]     

ეკლესიის ხელახალი კურთხევა. 2010 წელს, სოფლის მოსახლეობის ინიციატივით, (1 Merenia Surb Astvatsatsin) სურბ1 Merenia Surb Astvatsatsin ასტვაწაწინის ეკლესიაში არსებული ხის ორსართულიანი ბეღლები, რომლებიც საბჭოთა წლებში საწყობად იყო გადაკეთებული, დაანგრიეს და ეკლესიის რემონტი დაიწყო. 2013 წლის 7 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარის, მისი ყოვლისშემძლეობის, არქიმანდრიდი  ბაბგენ  სალბიანისა და ადგილობრივი სასულიერო პირების მონაწილეობით, ჯავახქის სოფელ მერენიას სურბ ასტვაწაწინ  ეკლესია ხელახლა აკურთხეს. სომხური ეკლესიის კურთხევის პროცედურის შესაბამისად, 6 აპრილის საღამოს გაიმართა ნავაკატიკი - კარის გაღების ცერემონია. საქართველოს სომეხთა  ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, ეკლესიის 16 სვეტი, ნათლობის აუზი და ხატები წმინდა მირონით სცხეს.

 სურბ ასტვაწაწინ  ეკლესია გარემონტდა და ტერიტორია კეთილმოეწყო მერენიას ყოფილი მაცხოვრებლების (მასის ამირხანიანის, არარატ ღუშჩიანის, არარატ ავაგიანის, აჰარონ ავაგიანის, ჰამლეტ ჰარუთუნიანისა და ზავენ ფოჩიკიანის)  ქველმოქმედობით [12].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] ს. კარაპეტიანი, ჯავახქი, ერევანი, 2006, გვ. 393.

[2] ს.ე.ა., ფონდი. 53, სარჩევი. 1, წარწერა. 457, ნომერი. 50 და ირგ.:

[3] ს.ე.ა.,ფ.53,  წ.1, ს. 3848, ნ. 74 -ის ირგ.:

[4] „არძაგანქ“/,,ექო,,/, 1885, N 3, გვ. 43:

[5] ს. კარაპეტიანი, ჯავახქი, იქვე:

[6] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოში სომეხთა ეპარქია.

[7] ს. ე. ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3985, ნ. 2:

[8] ს, ე. ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3969, ნ. 2; წ. 3974, ნ1. 2; წ.3999, ნ. 2:

[9] „არძაგანქ“, იქვე:

[10] ს. ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3977, ნ. 55-56 ირგ.:

[11] ს. კარაპეტიანი, იქვე.  

 fond, cank, grutun,  tiv, 

[12] http://hetq.am/arm/news/25211/veraotsvec-javakhqi-merenia-gyuxi-surb-astvatsatsin-ekexecin.html./(კვალი, ხელახლა აკურთხეს ჯავახქის სოფელი მერანიას  სურბ ასტვაწაწინ ეკლესია )

ჯავახქის საერთო  საწინამძღვრო  ვიკარიატის პრესსამსახური:

საკონტაქტო ინფორმაცია

სამღებროს ქ. 5, 0105 – თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995322724111

ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge