დიდი სამსარი - სურბ ასტვაწაწინ / წმინდა ღვთისმშობლის/ ეკლესია
{modal url="https://armenianchurch.ge/images/stories/ekegheciner/Akhalqalaq/mets_samsari-surb_astvatsatsin/3_axalqalaqi-didi_samsari-surb_astvatsatsin-1.jpg"}ახალქალაქი-დიდი სამსარი-სურბ ასტვაწაწინ-/1დაარსდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
ზოგიერთი ისტორიული ინფორმაციის თანახმად, სოფელი დაარსდა დანგრეული ქალაქ სამსარის ადგილას. ზოგიერთი მეცნიერი ქალაქ სამსარს აიგივებს სამოსატთან [1].
ეკლესიის მშენებლობა. სოფელ დიდ სამსარში დღემდე შემორჩენილი სურბ ასტვაწაწინის სახელობის ეკლესია დაარსდა 1848 წელს [2]. 1866 წლის მდგომარეობით, ეკლესია ხის იყო[3], ხოლო 1885 წელს ქვით ნაგები, ხის მასალით გადახურული [4]. 1899 წლის 19 დეკემბრის მიწისძვრის გამო ეკლესია მთლიანად დაინგრა, 1902 წელს 2 საკურთხევლის ნაწილი აღადგინეს. ეკლესიის ჩანაწერებში არსებული წარწერა ინფორმაციას გვაწვდის როგორც მიწისძვრის, ასევე რეკონსტრუქციის შესახებ[5].
არქიტექტურა. ეკლესიის გარე ზომებია 16.25x8.15მ[6]. შესასვლელი გახსნილია დასავლეთ მხრიდან. იგი ნაგებია შერეული ტუფით და მიეკუთვნება ორფერდა დარბაზის ტიპს. მშენებლობის დროს საკინძ მასალად გამოყენებული იყო კირი. შესასვლელი დასავლეთ მხარესაა, რომლის მარჯვენა და ზედა ნაწილებში სომხური წარწერებია. სახურავის დასავლეთ ნაწილზეა აგებული ოთხსვეტიანი სამრეკლო. სახურავი მოპირკეთებულია თუნუქით. შიდა კედლები შელესილი და შეღებილია. დარბაზი სვეტებით ნავებად არის დაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხეველია, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სამლოცველოებია. ჩრდილოეთ კედელზე ნათლობის აუზია[7].
სამრევლო მღვდლები. სურბ ასტვაწაწინის ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელი იყო მამა ჰარუთიუნ კარაპეტიანი. იგი მღვდლად აკურთხეს 1860-1880-იან წლებში[8].
სკოლა. სამრევლო სკოლის შესახებ საარქივო დოკუმენტები ინფორმაციას გვაწვდის დაწყებული 1870-იანი წლებიდან. მასწავლებლებს შორის მოიხსენიება ხაჩატურ ტერ-აზარიანცი[9].3 ახალქალაქი დიდი სამსარი სურბ ასტვაწაწინ/ 3.
ეკლესიის ხელახალი კურთხევა. პოსტსაბჭოთა წლებში სოფელ დიდ სამსარში მდებარე სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომლის რემონტიც ყოფილმა სამსარის მაცხოვრებლებმა წამოიწყეს. 2004 წლის ოქტომბერში ეკლესიის რემონტი დასრულდა და 2005 წლის აგვისტოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა სურბ ასტვაწაწინ ეკლესია. სამლოცველო გარემონტდა სოფლის დამაარსებლის, მამა ბარსეღის ერთ-ერთი შვილიშვილის, რუსეთში მცხოვრები სამველ ბარსეღიანის სახსრებით[10].
წმინდა ადგილები. დღემდე დიდი სამსარის ტერიტორიაზე შემორჩენილია XI-XII საუკუნეების ხაჩ მაღალის კლდეში ნაკვეთი ეკლესია და XI-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამი ეკლესია და ერთი სამლოცველო. ასევე არსებობს ხსენებული ეპოქის ხაჩქარები. ეს ყველაფერი ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მიერ საგულდაგულოდ არის დაცული და შენახული. სოფელ დიდი სამსარის განაპირას ასევე შემორჩენილია კარმრავორ სახელწოდებით ერთი წმინდა ადგილიც [11].
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] „ეჯმიაწინი“, 2005, 7-8, გვ. 171.
[2] ს. კარაპეტიანი, ჯავახქი, ერევანი, 2006, გვ. 379.
[3] ს.ე.ა, ფ. 53, ს. 1, წ. 3848, 1874 წლის გამოცემა.
[4] „არძაგანქ“/ ,,ექო,,/, 1885, N3, გვ. 43:
[5] ს. კარაპეტიანი, იქვე,
[6] ს. კარაპეტიანი, იქვე,
[7] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოში სომეხთა ეპარქია:
[8] სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ტ. 53, ტ. 2, ტ. 2629, ტ. 2; ტ. 2633, ტ. 2; ტ. 2657, ტ. 3, ტ. 2662, ტ. 3:
[9] სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ტ. 56, ტ. 15, ტ. 52, ტ. 43:
[10] ეჯმიაწინი, იქვე,
[11] ს. კარაპეტიანი, იქვე.
საკონტაქტო ინფორმაცია
სამღებროს ქ. 5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.