ჩამდურა - სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია
ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩამდურაში ყოფილი ეკლესიის არსებობაზე მოხსენიებული არის 1830-იანი წლების დოკუმენტებში სურბ ჰარუთიუნის სახელით.
დაწყებული 1852 წლიდან ეკლესია მთლიანად აღადგინეს, რის შემდეგაც ეს წელი ჩაითვალა როგორც მშენებლობის წელი. ცნობილია, რომ 1897 წელს გათვალისწინებული იყო ეკლესიის ხის სამრეკლოს ქვის მასალით ჩანაცვლება.
პერიოდულად ჩატარებული საჭირო რემონტის წყალობით, სურბ ჰარუთიუნის ეკლესია დღემდე შემორჩა, თუმცა, 1933 წ. ეკლესიის ადგილას მხოლოდ 3 წყვილი ქვაკუთხედი იყო შემორჩენილი.
2002 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩამდურაში სურბ ჰარუთიუნის ეკლესიის ადგილას, სოფლის მაცხოვრებლების ინიციატივითა და ძალისხმევით, ედუარდ მიქაელიანის ხარჯებით, აშენდა ახალი ეკლესია და ეწოდა სურბ გრიგორ ლუსავორიჩ სახელით.