Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

ორალი - სურბ გრიგორ ლუსავორიჩ (განმანათლებელი) ეკლესია

1-2მოიხსენიება 1840 წელს.

ახალციხის სოფელ ორალის ეკლესიის შესახებ, პირველი მოწმობები ეხება 1840 წელს, თუმცა ამის დამადასტურებელ საარქივო ჩანაწერში ეკლესიის სახელი არ არის აღნიშნული.[1]1840-1860-იან წლებში ეკლესია იყო ხით ნაშენი.[2] 1885 წელს მოიხსენიება, როგორც ქვით ნაშენი.[3]

ეკლესიის რეაბილიტაციები: მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეკლესია უკვე მოძველებული იყო და ესაჭიროებოდა რემონტი.[4]ეკლესიის დასავლეთის კედელზე შენარჩუნებული ჩანაწერის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1889 წელს. რეაბილიტაცია განხორციელდა სოფლის მოსახლეობის სახსრებით, მღვდელის, ბარდუღიმეოსის ინიციატივით.[5]

არქიტექტურა: ეკლესია მართკუთხედის ფორმის გეგმით, ხით გადახურული ქვის ნაგებობაა. დასავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში ოთხსვეტიანი სამრეკლოა. აშენებულია სხვადასხვა სამშენებლო მასალით. მშენებლობაში გამოყენებულია ტუფი და სალი ქვა. შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია კირი, რომელიც გარკვეულად ჩანს ფასადის ნაწილებში. სახურავი ოთხფერდაა, გადახურული თუნუქით. შესასვლელი ნახევრაწრიულის ფორმისაა, გაჭრილი ჩრდილოეთის კედელზე. შესასვლელის ზედა მხარეს არის ჩანაწერი. საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარესაა, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ეგვტერებია. ჩრდილოეთის კედლის ყურეში მოთავსებულია ნათლობის აუზი.[6]საერთო ზომებია 11,98x8,06 მ.[7]

სამრევლო მღვდელები: სოფელ ორალის, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ (განმანათლებელი) ეკლესიის მე-19 საუკუნის მღვდლებს შორის იყო ბარდუღიმეოს ტერ-ჰოვჰანისიან1-1 ტერ-ნაჰაპეტიანცი, რომელიც ერთდროულად მწყემსავდა სოფლებს: საზელისა და ღულალისს.[8]1990-იან წლებში სოფელში მღვდლად მსახურობდა გარეგინ ვარდაპეტ ბალასანიანი.[9]

საეკლესიო ნივთები. მე-19 საუკუნის ბოლოს, ეკლესიას შემოსწირეს, მოკლე მემუარებით ზეთის საღებავებიანი ტილოები, რომლებიც დღემდე შემონახული.[10]

სკოლა: 1903 წელს გაიხსნა სოფლის პირველი სამრევლო სკოლა. პირველი მასწავლებელი იყო საზელელი ტერ ბარდუღიმეოსი.[11]

ეკლესიის ხელახლა გახსნა:ეკლესია სხვა ეკლესიების მსგავსად, დაიხურა 1936 წელს და გადაიქცა საწყობად. ხელახლა გაიხსნა 1990-იან წლებში, სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით. მღვდლად მსახურობისთვის მოწვეულ იქნა მამა გარეგინი, რომელსაც ერთდროულად უნდა ემწყემსა როგორც დიდი და პატარა პამაჭები, ასევე საზელი.[12]

სურბ გევორგ სამლოცველოს კურთხევა: 1996 წლის აპრილში, სოფელ ორალის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ (განმანათლებელი) ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის,გევორგ სერაიდარიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ჟამნობა და სულის მოხსენიების რიტუალი, რომლის შემდეგ ჩატარდა სოფლის მიმდებარედ მდებარე, სურბ გევორგ სამლოცველოს კურთხევის ცერემონიალი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა სოფლის მკვიდრის, ხაჩატურ საჰაკიანისა და მისი ოჯახის მიერ.[13]

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1]სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3800, თ. 4.

[2]სეა, ფ. 53, გ. 3843, თ. 60-ის პერ.-61.

[3]„არძაგანქ“, 1885, N 4, გვ 58.

[4] „არძაგანქ“,იმავე ადგილას.

[5]ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ 296.

[6]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

საქართველოს სომეხთა ეპარქია

[7] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[8] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 795, თ. 66.

[9] ჰ. ჰაკობიან, იმავე ადგილას.

[10] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[11] ჰ. ჰაკობიან, იმავე ადგილას, გვ 147:

[12] ჰ. ჰაკობიან,ახალციხე. ერზრუმის გადასახლებიდან დღემდე, ერევანი, 2002, გვ 149.

[13] „ეჯმიაწინ“1996 (დ), გვ 109.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են