Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

აშკალა- „სურბ მინას“ ეკლესია

1 ashxala-surb minasis eklesiaიხსენიება მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლებიდან.

ეკლესიის დაარსება: აშხალა (აშკალა) სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებული სოფელია საქართველოში, ქვემო ქართლია რეგიონში. 1830-იან წლებში ადგილობრივებმა ეკლესიის არსებობის საკითხი ჭამოჭრეს და საეკლესიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შემოწირეულობების საშუალებით აეშენებინა ის[1]. სოფ. აშკალის „სურბ მინას“ ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტებში ეკლესიის სახელწოდება გვხვდება მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლებიდან. ჩანაწერები ინფორმაციას გვაწვდის ეკლესიის მრევლის რაოდენობაზე, მღვდლისა და მეფსალმუნეთა სახელებზე. კერძოდ, 1840 წლის მდგომარეობით, მრევლის რაოდენობა 770 ყოფილა[2], მღვდლად იხსენიება ხაჩატურ ჰოვჰანისიანი, მეფსალმუნეებად- პეტროს ჰარუთუნიანი, გევორგ პოღოსიანი, ხაჩატურ ჰარუთუნიანი[3].

საარქივო დოკუმენტები ცნობებს გვაწვდის ასევე 1837-1840-იანი წლების მდგომარეობით ეკლესიის უძრავ და მოძრავ ქონებაზე. გარდა საეკლესიო ნივთებისა ეკლესია ფლობდა მის ირგვლივ არსებულ ცარიელ მიწის ნაკვეთებსაც[4].

1860-იან წლებში ეკლესია ხის ნაგებობად იხსენიება [5], ხოლო 1880-იან წლებში თლილი ქვით აშენებულ, ხის სახურავის და მოხატული ჭერის მქონე ძეგლად[6].

სოფელში გარდა „სურბ მინას“ ეკლესიისა შემორჩენილია ასევე რამდენიმე სამლოცველო, სახელწოდებებით- „სურბ ასტვაწაწინ“, „მუღნე“, „სურბ აღბიურ“  [7].

არქიტექტურა: „სურბ მინას“ ეკლესია ბაზილიკური ტიპის, ქვის ნაგებობაა. ზოგადი ზომები: 17,25 x 10,2 მ.

2 Tsalka Ashkala Surb Minasis Eklesiaშესასვლელი დასავლეთის მხირდან აქვს, რომელიც ოთხსართულიან პატარა სამრეკლოს ეყრდნობა. უშუალოდ შესასვლელის ზედა ნაწილის თაღოვან სარტყელში მოთავსებულია ჯვარი. ეკლესიის შიდა დარბაზი გაყოფილია ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი კედლებით. ეკლესიის დასავლეთ მხარეს მდებარეობს სამლოცველო, მის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში კი საეკლესიო ნივთების საცავები[8].

სამრევლო მღვდლები: სოფ. აშკალის „სურბ მინას“ ეკლესიის მღვდლები ყოფილან მღვდელი ხაჩატურ ჰოვჰანისიანი[9], მღვდელი ჰოვსეფ პოღოსიანი[10], მღვდელი ჰოვსეფ მაზმანიანცი, მღვდელი ღაზარ სარგისიანი[11]. მღვდელმსახურობდნენ 1840-1880-იან წლებში.

სკოლა: სოფ. აშკალის საეკლესიო-სამრევლო სკოლის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1907 წლის 8 ოქტომბერს, წინამძღვრის ნაცვლის ვარდაპეტ სიონის ხელმძღვანელობით გამართულ სოფლის სამრევლო კრებაზე. სკოლა ადგილობრივი საზოგადოების სახსრებით უნდა აშენებულიყო და მათივე სახსრებით შენახულიყო[12].

ეკლესია საბჭოთ და პოსტსაბჭოთა წლებში: „სურბ მინას“ ეკლესია მოქმედებდა საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე. ამ დროის მანძილზე კლესია რამდენჯერმე განახლდა, თუმცა 1930 წელს ის დაიხურა და საწყობად გადაკეთდა, ამის შემდეგ კი კინოსტუდიად. გარკვეული პერიოდი ეკლესიის შენობა გამოიყებნებოდა როგორც დაწყებითი, შემდგომში რვა წლიანი სკოლის შენობად, თუმცა შემდგომ პერიოდში ისევ საწყობად გადაკეთდა. ეკლესიის ძირითადი სარესტავრაციო სამუშაოები მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სოფლის ახალგაზრდობისა და ქველმოქმედების ინიციატივით დაიწყო, რომლის შემდეგაც იგი ხელახლად გაიხსნა. „სურბ მინას“ ეკლესია განახლდა 1994 წელს[13].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] ა. ხ. დავთიანი, სომხური და შერეული საცხოვრებელი ადგილები საქართველოში, ერევანი, 1997, გვ. 307-308:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4-ի շրջ.:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 56:

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2589, թ. 121-ի շրջ.-122:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 75

[6]“არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 40:

[7] ა. ხ. დავთიანი, იხ. იმავე ადგილას.

[8] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია

[9] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 652, թ. 2:

[10] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 662, թ. 2:

[11] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 644, թ. 2; գ. 647, թ. 2; գ. 677, թ. 2:

[12] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 305, թթ. 2-4:

[13] დ. ხაჩატრიანი, იმავე ადგილას, გვ. 104:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են