Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მეწ დურნუკის სურბ გევორგის ეკლესია

მეწ დურნუკის სამრევლო სურბ გევორგის ეკლესია დოკუმენტურ წყაროებში 1841 წლიდან იხსენიება.

მეწ დურნუკი — სომხური სოფელია თეთრიწყაროს რაიონში, რაიონული ცენტრიდან 22 კილომეტრით აღმოსავლეთით. სოფლის მცხოვრებნი 1830 წელს გადმოსახლდნენ შულავერიდან, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან. მათ თავად დააარსეს სოფელი გაუკაცრიელებული და დანგრეული დასახლების ადგილზე. მოსახლეობა მისდევს მებაღეობას, მესაქონლეობას, მეფუტკრეობას და მარცვლოვანი კულტურების მოყვანას.

მეწ დურნუკის სამრევლო სურბ გევორგის ეკლესია დოკუმენტურ წყაროებში 1841 წლიდან იხსენიება. ეკლესიის ახალი და საფუძვლიანი რეკონსტრუქცია 1863 წელს განხორციელდა. ამის შესახებ მოგვითხრობს სამხრეთი შესასვლელის თავზე ჩატანებული მარმარილოს ფილა, რომელზეც წერია:

„სურბ გევორგის ეკლესია განახლდა 1863 წელს დურნუკის სოფლის საზოგადოების ძალისხმევით. ეს მარმარილო შესწირა ჰარუთიუნ ჰოვაკიმიანცმა.“

ცნობილია, რომ 1884 წლის 22 ივნისს ეკლესია აკურთხეს მორიგი საფუძვლიანი განახლების დასრულებასთან დაკავშირებით.

ეკლესია წარმოადგენს ერთნავიან, კამარაგადახურულ ნაგებობას, რომელიც მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დასავლეთი ფასადის მწვერვალზე აღმართულია ოთხსვეტიანი სამრეკლო. სახურავი კრამიტით არის გადახურული. ეკლესიის გარე ზომებია 16,32 × 7,12 მეტრი.

სამველ კარაპეტიანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2026 armenianchurch.ge