სურბ ეჯმიაწინ ეკელსია
მისამართი: ქ. თბილისი, არმაზის ჩიხი, შესახვევი I (ყოფილი არმაზის ქ. 18)
ეკლესიის აგება: თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია მშვენიერი არქიტექტურული ნაგებობაა, აშენებული ჯერ კიდევ 1805 წელს, ვაღარშაპატელი ოსტატების ხელებით და თბილისელების სახსრებით. ეკლესიის მთელი ისტორია მოწმობს იმაზე, რომ ის ყოველთვის იყო მორწმუნე სომეხთა ყურადღების ცენტრში და მზრუნველობის ქვეშ, რაზეც მოწმობს საკმაოდ ხშირად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები (1845, 1854, 1884, 1898, 1900, 1912, 1944):
თბილისის ცენტრალურ, ავტორიტეტულ და სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში მდებარე ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ ეკლესიის (ამჟამად: სურ ბეჯმიაწინის) აგების და შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ შემონახულია, როგორც საარქივო დოკუმენტები და პირველწყაროები, ასევე ეკლესიის კედლებზე არსებული ჩანაწერები. კერძოდ, ეკლესიის აგების შესახებ, ცნობებს გვაწვდის, 1815 წელს შედგენილი და ნერსეს აშტარაკელისთვის წარდგენილი ტერ-ჰოვჰანეს მღვ. მარტიროსოვის მოხსენება და ეგნატე იოსელიანის მიერ 1837 წელს შედგენილი თბილისის ეკლესიების აღწერა.დაარსების სავარაუდო თარიღად ითვლება 1805/1806 წელი, რომლის შესახებ წერს პროფ. ლ. მელიქსედეკ-ბეკი „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ ნამუშევარში[1]:
არქიტექტურა: ეკლესია აგებულია აგურით, რომლის გუმბათოვანი საბჯენები ცილინდრის ფორმისაა, ხოლო, მართკუთხა ფორმის ეკვდერებიდან ჩრდილოეთით მდებარეს აქვს კარი საკურთხველისკენ, მაგრამ მათი მეორე სართული არ იღება დარბაზისკენ და ფაქტობრივად სამალავია. დასავლეთის კარი (ეკელსიას შესასვლელები აქვს ასევე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან) იღება ერთ მართკუთხა შესასვლელში, რომელიც შენობის საერთო ფართბოს გარეთაა. გრძივი კედლების ფანჯრები საკმაოდ დიდია (სიგანე შიგნიდან 1,5 მ). არის ასევე მრგვალი ფანჯრები და სარკმელები, ხოლო აღმოსავლეთის ფასადი, გაფორმებულია არქიტექტურული გეგმის ნახევარწრის ფორმის წყვილი სარკმელებით[2].
რეაბილიტაციები მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში: ე. იოსელიანის მიერ შედგენილი თბილისის ეკლესიების აღწერის მიხედვით, 1837 წელს ეკლესიის შენობა ხით გადახურული მართკუთხა ნაგებობა იყო, გუმბათის გარეშე და პატარა სამრეკლოთი[3]: მთლიანი რეკონსტრუქციის პროექტი შეადგინეს 1845 წელს.ამ საქმისთვის მოწვეული გამოცდილი ხელოსნების გადმოცემის თანახმად, ძველის ადგილას ასაშენებელი ახალი ეკლესიის ხარჯი შეადგენს,დაახლოებით, 20,000 რუბლს.1846 წლის რეკონსტრუქციის შედეგად, ეკლესიამ მიიღო გუმბათოვანი ტაძრის სახე. ამის შესახებ ჩანაწერები შემონახულია ეკლესიის დასავლეთით, შესასვლელის ზედა მხარეს ამოტვიფრულ სამშენებლო ჩანაწერებში[4]: შემონახულია ასევე 1845-1846 წლების სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ოფიციალური საარქივო დოკუმენტები[5]: სამწუხაროდ, არსებული მასალები არ გვაძლევს ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღის დადგენის შესაძლებლობას, მაგრამ ნათელია, რომ მშენებლობა მიმდიანრეობდა 1850-იანი წლების ბოლოს.
1898 წელს ეკლესიას კვლავ ესაჭიროებოდა რეაბილიტაცია: „ ... ჩვენი ეკლესია დაშლამდე მოძველებულია და მთლიანად დანგრევას, რომ გადავარჩინოთ საჭიროა, მთლიანად გარემონტდეს სახურავი, რომელიც ქმნის ეკლესიის ფასადის დასავლეთის კედლის ჩამონგრევის საფრთხეს...“[6]: 1900 წელს არქიტექტორმა მ. ნ. გრიგორიანმა შეადგინა ეკლესიის რეკონსტრუქციის ხარჯთაღრიცხვა (დაახლოებით 3500 რუბლი).მრევლეის თხოვნით, კონსისტორიამ ნება დართო საკუთარი სახსრებით განეხორციელებინათ რეკონსტრუქცია[7]: სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 1912 წელს.
მე-20 საუკუნის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები: 1944-1945 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა საჭირო სარემონტო სამუშაოები. ეკლესიას ჩაუტარდა ნაწილობრივი რემონტი, ასევე 1983 წელს. ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ ეკლესია ერთია საქართველოში მდებარე, იმ მცირერიცხოვან ეკლესიათაგან, რომელიც აგრძელებდა მუშაობას საბჭოთა პერიოდშიც.მისი უმწეო მდგომარეობა იყო სახიფათო და ემუქრებოდა მოულოდნელად ჩამონგრევის საფრთხე. მდგომარეობა გაუარესდა 2001 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.
2002 წლიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინმაძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, 2004 წელს შექმნეს ეკლესიის რეკონსტრუქციის პროექტი. 2006 წელს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის, „ჰაიასტან“ ყოველთა სომეხთა ფონდისა და არგენტინის სომხების ერთობლივი ძალისხმევით შეადგინეს ახალი პროექტი. დანგრევის საშიშროების წინაშე მდგარი ეკლესია მთლიანად გარემონტდა 2006-2010-იან წლებში, მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის და აშშ სომეხთა დასავლეთის ეპარქიის ღვთისმოსავი სომხების მხარდაჭერით[8]. 2011 წელს საქართველოში შესრულებული საპატრიარქო ვიზიტის დროს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის საპატიო მონაწილეობით შესრულდა აღდგენილი ტაძრის ხელახლა კურთხევის ცერემონიალი.
2011 წლის 12 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდლოესობა, ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მეზობლად გაიხსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროსა და ქველმოქმედთა მატერიალური მხარდჭერით აგებული „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი: 1921-1930-იანი წლებში, ჰოვჰანეს თუმანიანის ხელმძღვანელობის, იგივე დასახელების ორგანიზაციის მაგალითზე.
თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიასთან არსებულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში დღესდღეობით მოქმედებს წმ. ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლა (1997), წმ. გრიგორ ნარეკაცის სახელობის შაბათის სკოლა (2010), „წმ. მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი განათლების ცენტრი (2011), სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები და საქველმოქმედო პროექტები. ზემოთხსენებული სტრუქტურების მიერ განხორციელებული ერისადმი მიძღვნილი საქმიანობისა და ნაყოფიერი მუშაობის დამსახურებით, შესაძლებელი ხდება მშობლიური ენის შენარჩუნება, ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულების და ტრადიციების აღდგენა, სომხურ-ქართული კულტურული კავშირის გამყარება და განვითარება.
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] ლ. მელიქსეთ-ბეკ, ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ, ტომი გ, ერევანი, 1955, გვ. 270.
[2] მ. ჰასრათიან, თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, „ეჯმიაწინ“ 2009(ზ), გვ. 72.
[3] П. М. Мурадян, Армянская эпиграфика Грузии, Тбилиси 1988, с.88.
[4] პ. მურადიან, ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, წმ. ეჯმიაწინ, 2009, გვ. 60.
[5] სეა, ֆ. 56, ց. 1, գ. 1782, թ. 1 ևշրջ., 6 ևշրջ., 10 ևշրջ., 12-13:
[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3362, թ. 3:
[7] Նույնտեղում, թ. 9-11 ևշրջ.:
[8] «ნორაშენ», საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირი, კულტურული, საინფორმაციო ღონიშძიება, ერევანი, Երևան, 2006/2, გვ. 11: