Материалы

დიდი გონდრიო- „სურბ ჰაკობ“ ეკლესია

2 didi gondura-surb hakobisეკლესიის დაარსება: ნინოწმინდიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ში მდებარე სოფ. დიდი გონდრიოს „სურბ ჰაკობ“ ეკლესია მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ეკლესიის სახელი გვხვდება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1839-40-იანი წლების ცნობარში, რომლის თანახმად ეკლესიის მრევლის რიცხვი აღნიშნულ პერიოდში 256-ს შეადგენდა[1]. 1860-იან წლებში ეკლესია ჯერ კიდევ ხის ყოფილა[2]. 1869 წელს ძველი ეკლესიის ადგილას აშენდა ქვის ეკლესია რომელიც დღესაც დგას. ეკლესიის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია აღნიშნული მშენებლობის დამადასტურებელი წარწერა, რომლის თანახმადაც ეკლესია ადგილობრივების მიერ მღვდელ ჰაკობ მიქელიანცის ხელმძღვანელობით აშენდა[3].

1 Didi Gonduri Surb Hakob1905 წლის ეპარქიის ეკლესიების ცნობარში მოხსენებულია ასევე სოფ. დიდი გონდრიოში მდებარე „სურბ ჰამბარძუმ“ სახელობის ეკლესია, რომლის წლიური შემოსავალიც 37 რ. ვერცხლს შეადგენდა[4].

არქიტექტურა: ეკლესია ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნება. აშენებულია თლილი ნაცრისფერი ბაზალტის ქვისგან. ზოგადი ზომებია 18,92x10,85 მ. ეკლესიის წინა ნაწილში დატანილია წითელი ტუფისაგან ამოკვეთილი ხაჩქარი და პატარა წარწერა. შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ მხრიდან აქვს, რომელიც გარშემორტყმულია მართკუთხა სარტყელით. შესასვლელი კარების მარჯვენა და მარცხენა მხარეს თაღოვანი ნიშებია. ეკლესიის სახურავზე მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო. აღმოსავლეთ ნაწილში წმ. საკურთხეველია, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეებში კი საეკლესიო ნივთების საცავებია.

სამრევლო მღვდლები: სოფ. დიდი გონდრიოს „სურბ ჰაკობ“ ეკლესიის მღვდლებს შორის იყო მღვდელი ჰაკობ მიქაელიანცი[5]. მღვდელმსახურობდა 1860-80-იან წლებში[6].

სკოლა: სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლაზე ცნობები გვხვდება ეპარქიის სკოლათა 1869 წლის ცნობარში, რომლის თანახმადაც იგი დაარსდა 1864 წელს, ადგილობრივთა სახსრებით. ამ პერიოდისათვის სკოლის მოსწავლეთა რიცხვი 49-ს შეადგენდა[7]. 1875 წლის ცნობარის თანახმად სოფლის საბავშვო ბაღი მდებარეობდა „სურბ ჰაკობ“ ეკლესიის ეზოში. მასწავლებლად მოხსენებულია ალექსანდრე პეტროსიანი[8].

ეკლესიის განახლება: 2010 წელს განახლდა „სურბ ჰაკობ“ ეკლესიის სახურავი და იგი გადაიხურა თუნუქით. სამუშაოები რუსეთში მცხოვრები სოფლის ქველმოქმედის მნაცაკან არაქელიანის სახსრებით განხორციელდა. შიდა კეთილმოწყობითი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. ეკლესია ჯერ არ არის ხელახლად კურთხეული, ამრიგად ღვთისმსახურება საკურთხევლის ქვასთან (Վեմ քար) აღევლინება.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[3] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 373.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 111-ի շրջ.-112:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 1173, թ. 2; գ. 1177, թ. 2; գ. 1201, թ. 3:

[6] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[7] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 53-ի շրջ.-54:

[8] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 44:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են