ახალქალაქის რაიონის ალათუმანის სბ. ერორდუტყუნ ეკლესია
სოფელ ალათუმანის ამჟამინდელი წმინდა სამების ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში. ეკლესიის შესახებ მოხსენებები არსებობს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიების 1839-1840-იანი წლების ბიულეტენში. [1]მე-20 საუკუნის პირველ ათეულში ეკლესიის მრევლების რიცხვი აღწევდა 684-ს .[2]
რეაბილიტაციები: მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ეკლესია საჭიროებდა რეაბილიტაციას. სოფლის საზოგადოების სახსრებით სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 1856-1857-იან წლებში. ასევე შენარჩუნებულია ამის დამადასტურებუელი სამშენებლო ჩანაწერები: „ԱՐԴԵԱՄԲ ՀԱՍԱՐԱԿ ԺՈՂՈՎՐԴՈՑ ԳԼԽ(ԱՒՈՐ)Ք (Յ)ԱՆՈՒՆ Ս(ՈՒՐ)Բ ՅԵՐՐ(ՈՐԴՈՒԹ)Ե(ԱՆ) ԱԼ(Ա)Թ(Ո)ՒՄ(Ա)Ն ԳԵՂՋ. 1857 ՇԻՆԵՑԱՒ Ս(ՈՒՐ)Բ ՅԵԿԵՂԵՑԻՍ”. [3]1885 წლის მდგომარეობით ეკლესია იყო ქვით ნაშენი. [4]1899 წელს ეკლესიის შენობა დაზიანდა მიწისძვრის შედეგად.[5]
არქიტექტურა: ეკლესია არის ქვით ნაშენი, გადახურული ხით. სახურავის სამი ფერდი გადახურულია თუნუქით. მიეკუთვნება სამნავიანი დარბაზის ტიპს. საერთო ზომებია 15.75x9,2. დასავლეთის შესასვლელის ზედა მხარეს ზედა დარაბაა, ხოლო მარცხენა მხარეს არის სომხური წარწერა. შიდა ტერიტორიაზე კედლები გალესილა და შეღებილი, ალაგ-ალაგ ჩანს ფრესკები. ფრესკებით მორთული საკურთხეველი მდებარეობს აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილი არიან ხის ძელებით. საკურთხეველის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ეგვტერებია. ჭერი მოწყობილია ფიცრებით. ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებულია ნათლობის აუზი. [6]შესასვლელი ამოჭრილია დასავლეთის კედელზე. დასავლეთის ფრონტონის თავზე აშენებულია სამრეკლო. ეკლესიის ძირითადი ნაწილები აშენებულია დაუმუშავებელი ქვით.[7]
სამრევლო მღვდელები: სოფელ ალათუმანის მღვდლები იყვნენ მღვდელი გრიგორ ქერობიანცი, [8]მღვდელი ბარსეღ ნიკოღოსიანი[9] (მღვდლად მსახურობდნენ მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში).
სკოლა: ეკლესიის მომიჯნავედ სამრევლო სკოლის შესახებ საარქივო ჩანაწერები ცნობებს გვაწვდიან დაწყებული მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან. [10]1868-1869-იან წლებში სკოლის მოსწავლეების რიცხვი ასულა 30-მდე. იგი ძირითადად ფუნქციონირებდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაცემული სახსრებით.[11]
ელესიის ხელახალი კურთხევა: მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია მყარად იდგა, როგორც მრავალი სომხური ეკლესა, საბჭოთა წლებში იგი დაიხურა და აღმოჩნდა უმწეო მდგომარეობაში. ეკლესიის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის ინიცირება და განხორციელება ხდება წარმოშობით ჯავახელი, ალიკ მაკარიანის ქველმოქმედებით. ქველმოქმედის მამის სამახსოვროდ, ეკლესიის ეზოში დაიდგა ქვაჯვარი.
2013 წლის ნოემბერში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელდასმით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტი, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხეს წმინდა სამების ეკლესია. ეკლესიის კურთხევის შემდეგ ჩატარდა წმინდა და უკვდავი ლიტურგია.[12]
საქართველოს სომხური ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1]სეა, ფ. 53, ც.1, თ. 457, წ. 52.
[2]სეა, ფ. 56, ც. 15, თ. 795(ნაწილი3), წწ. 243 პერ.-244.
[3]ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 45.
[4]„არძაგანქ“, 1885, N 3, გვ 43.
[5]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.
[6]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრისაქართველოს სომხური ეპარქია
[7]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.
[8]სეა, ფ. 53, ც. 2, თ. 34, წ. 2.
[9]სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3868, წ.17.
[10]სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3848, թ. 2-ის პერ.
[11]სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3977, წ. 55 პერ.-56.
[12]საქართველოს სომხური ეპარქიის პრეს მდივანი.