კიზილქილისია- „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია
დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
ეკლესიის დაარსება: სოფ. კიზილქილისა ერთ-ერთი სომხური სოფელია წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც რაიონული ცენტრიდან 27კმ-ით არის დაშორებული. სოფლის სახელწოდება თუქულიდან ითარგმნება- „წითელი მონასტერი“ [1]. სოფ. კიზილქილისას „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის შესახებ საარქივო დოკუმენტები ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლებიდან დაწყებული. კერძოდ, მათ თანახმად, ეკლესიის მრევლის რაოდენობა 296 შეადგენდა[2]. მღვდლად ნახსენებია კიურეღ ჰარუთუმიანი, მეფსალმუნეებად- ვაჰან ვარდანიანი, დინკიანოს თოროსიანი, სარგის რაფაელიანი და მიქაელ ბაღდასარიანი [3]. 1837-1840 წლებში ეპარქიის ეკლესიების უძრავი და მოძრავი ქონაბის სიაში შედიოდა ასევე „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, რომელსაც სხვადასხვა საეკლესიო ნივთი ჰქონდა[4].
1860-იან წლებში „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია ხის შენობად არის ნახსენები[5], ხოლო 1880-იან წლებში აღწერილია ქვით ნაგებ, ხის სახურავის მქონე და შიდა მხრიდან თეთრად შელესილ ნაგებობად[6].
არქიტექტურა: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია ტუფით ნაგები, ბაზილიკური ტიპის, მოგრძო ღერძზე აშენებული მართკუთხა ნაგებობაა. ზოგადი ზომები: 16,84x10 მ. ნაგებობის შიდა ფართობი დაყოფილია თაღოვანი ბოძებით. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს, რომლის ზედა ნაწილში დატანილია სხივებიანი ჯვარი, დათარიღებული 1874 წლით. შესასვლელთან აშენებულია ორსართულიანი სამრეკლო. აღმოსავლეთ ნაწილში ნათლობის ემბაზია, რომლის თაღის ზედა ნაწილში გვხვდება სომხური წარწერა, წმ. ემბაზის მშობელთა სახელზე ჩამდგმელი ქველმოქმედის შესახებ: „ՅԻՇԱՏԱԿ Է ԱՎԱԶԱՆՍ | 'Ի ԴՈՒՌՆ ՂԶԼԱԿԱՆԼԻՍՈՒ | ԱՍՏՈՒԱԾԱԾՆԱՅ ԵԿԵՂԵՑՒՈՅ ԳԷՈՐԳԱՅ ՏԷՐ ԱԲՐԱՄԵԱՆ ՏԷՐ ՊՕՂՕՍԵԱՆՑԻ ԵՒ ԾՆՈՂԱՑՆ ԻՒՐՈՑ Ի-Ն ՆՈՅԵՄԲՐԻ 1876 ԱՄԻ“[7].
„ვუსახსოვრებთ ემბაზს| ... კიზილქილისას | ღვთისმშობლის ეკლესიას ტერ- გევორგ, ტერ- აბრაამ პოღოსიანების და მათი მშობლების სახელით 20 ნოემბერი, 1876 წ. [7].
სამრევლო მღვდლები: სოფ. კიზილქილისას „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მღვდლებს შორის იყო მღვდელი ჰოვანეს ტერ-ხაჩატრიანი[8]. მღვდელმსახურობდა 1860-1880-იან წლებში.
სკოლა: ახალქალაქისა და წალკის ვიკარიატის 1906 წლის ცნობარის თანახმად, წალკის რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, აღნიშნულ პერიოდში სოფ. კიზილქილისასაც სკოლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა [9]. 1907-1908 წლებიდან დაწყებული სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და ეპარქიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ნაბიჯები გადაიდგა საეკლესიო-სამრევლო სკოლის გახსნის მიმარტულებით.
ეკლესიის განახლება და ხელახლად კურთხევა: 2001 წლის პირველ დეკემბერს, წმინდა მოციქულების- თადეოზის და ბართლომეს ხსენების დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეპარქიის ვიკარიუსის, მღვდელლმონაზვნის ბაბგენ სალბიანის და სასულიერო დასის მონაწილეობით ხელახლად იკურთხა არამიანის ოჯახის ქველმოქმედებით რესტავრირებული სოფ. კიზილქილისას „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. მირონი ეცხო ეკლესიის ოთხივე კუთხეს, სვეტებს, ტრაპეზს, საკურთხეველს და ნათლობის ემბაზს. კურთხევის რიტუალის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა სასწაულმოქლედ ტაძარში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომლის შემდეგაც ეკლესიაში ჩატარდა ნათლობა, ამის შემდეგ იკურთხა შესაწირი და ეროვნული სიმღერის და ცეკვის ფონზე გაიმართა სიყვარულის სადილი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] ა. ხ. დავთიანი, სომხური და შერეული საცხოვრებელი ადგილები საქართველოში, ერევანი, 1997, გვ. 372.
[2] სეა, ֆ. 53, ց.1, գ. 3800, թ.4-ի շրջ.:
[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 55 և շրջ.:
[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2589, թ. 124:
[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 75:
[6] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 40:
[7] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია.
[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 3650, թ. 2; գ. 3655, թ. 2, գ. 3681, թ. 3:
[9] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 174, թ. 61:
[10] „ეჯმიაწინ“, 2001, XII, გვ. 126: