Материалы

ახკერპი / აღქიორფი- „სურბ ასტვაწაწინ“ სამლოცველო

2 axqerppi-surb astvatsatsinis samlocveloდაარსდა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ეკლესიის დაარსება: საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონის ქ. მარნეულიდან 60 კმ-ში მდებარე სოფელ ახკერპის / აღქიორფის ორი სომხური ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდის როგორც საარქივო დოკუმენტაცია, ასევე იმ პერიოდის პრესა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტაციის მოწოდებული ცნობების თანახმად 1845-1846 წლებში სოფელს ჰქონია ერთი ხის სამრევლო ეკლესის, სახელწოდებით- „სურბ ასტვაწაწინ“, ჰყოლია ერთი მღვდელი, ისევე როგორც ჰქონია ერთი სასაფლაო. მრევლის რაოდენობად მითითებულია 135[1]. 1866-1867 წლების ცნობარში ნახსენებია ორი ეკლესია, ორი მღვდელი[2]. 1857-1860 და 1911-1913 წლების ცნობარებში სოფლის სამრევლო ეკლესია მოხსენებულია „სურბ გევორგ“ სახელწოდებით[3]. 1912 წელს „სურბ გევორგ“ ეკლესია უნუგეშო მდგომარეობაში იყო, ამრიგად ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სახსრებით იწყებს ეკლესიის სრულიად განახლებას[4]. სრულიად განახლებული ეკლესია 1913 წელს იკურთხა და იწოდა „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ სახელწოდებით[5].

1884 წელს გაზეთ „არძაგანქში“ გამოქვეყნებულ „მოგზაურობის მოგონება“-ში სოფლის სამრევლო ტაძარი ხასიათდება, როგორც ჩვეულებრივ, ქვისგან აშენებულ და ჩაბნელებულ ეკლესიად (ეკლესიის სახელი არ არის მითითებული). სტატიის ავტორი დასძენს, რომ სოფლიდან 3 კმ-ში ტყიან ხეობაში მდებარეობს დიდებული მონასტერი, რომლის შენობაც ჯვარისებრია, აქვს ოთხი სვეტი, გარედან შემოსილია თლილი ქვით, შიდა მხრიდან აგურით არის ნაგები. ტაძრის კარების და სარკმლების გარე ჩარჩოები მოკაზმულია ნახატებით, ხოლო არსებული სომხურენოვანი წარწერები დაზიანებულია, ამდენად გარჩევა ძნელია. დაზიანებიდან ირკვევა ასევე, რომ 1884 წლის მდგამარეობით ივანე მელიქოვის მამულებში შედიოდა. ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს ყოფილა ასევე ორი სამლოცველოს ნანგრევები[6].

არქიტექტურა: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია-სამლოცველო მცირე ზომის სამლოცველოა, აშენებული ღორღისა და აგურისაგან. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვები. აგურები გამოყენებულია სამხრეთ სარკმელის, დასავლეთ შესასვლელის ფასადსა და იმავე ფრონტორის ზედა რიგებში. ზოგადი ზომებია: 9,0x5,5 მ. შესასვლელი სამხრეთის მხარეს აქვს. ორმხრივი სახურავი გადახურულია თუნუქით (ხის სახურვი 2005 წელს განახლდა წარმოშობით ახკერპელი, ამჟამად ინგლისში მცხოვრები ანაჰიტ ავაგიანის სახსრებით). შიდა კედლები შელესილი და შეთეთრებულია. საკურთხეველი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია ნათლობის ემბაზი, რომლის ზედა ნაწილშიც სომხურებოვანი წარწერა არის შესრულებული: «ԱՇԽԱՏԱՍԻՐՈՒԹԵԱՄԲ ՇԻՆՎԷՑԱՒ ԶԱՅՍ ԽՈՐԱՆՍ ՄՕՍԷՍ ԱԹԱԲԷԳԵԱՆՑՍ». აღმოსავლეთ კედელში გამოჭრილია მართკუთხა სარკმელი, ხოლო კიდევ სხვა სარკმელი სამხრეთ კედელში. მონასტრის შესასვლელთან წარწერებიანი ორი საფლავის ქვაა: „მოვსეს ათაბეგიანცი და მისი მეუღლე- მარიამ სიმონიან-ათაბეგიანცი“[7].

1 Marneuli Axqerpi Surb Astvatsatsinსამრევლო მღვდლები: საქართველოს და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდში ინახება სოფელ ახკერპის, როგორც „სურბ ასტვაწაწინ“ ასევე „სურბ გევორგ“ სახელობის ეკლესიების საეკლესიო ჩანაწერთა ჟურნალები. „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი მკრტიჩ ტერ- ვარდანიანი[8], მღვდელი გრიგორ მისკარიანცი[9].

ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში: საბჭოთა წლებში „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, სხვა უმრავი ეკლესიის მსგავსად დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. სოფლის მოსახლეობის მიერ გამოჩენილი ყურადღების და გულმოდგინე მზრუნველობის შედეგად ეკლესია მდგარ მდგომარეობაში შემორჩა. შემდგომ პერიოდში ეკლესია განახლდა და კარები გაუღო მორწმუნე ხალხს. ეკლესია ნაწილობრივ განახლდა ასევე 2005 წელს და იკურთხა ადგილობრივი სულიერი მსახურის მიერ.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3811, թ. 43-ի շրջ.-44:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 84:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թ. 21-ի շրջ.-22; ֆ. 56, ց. 16, գ. 475, թ. 409-ի շրջ.-410:

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3449, թթ. 1-3 և շրջ.:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3440, թ. 4:

[6] „არძაგანქი“, 1884, N 42, გვ. 613.

[7] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 453, թ. 1-ի շրջ.-2; գ. 458, թ. 1-ի շրջ.-2; գ. 464, թ. 1-ի շրջ.-2:

[9] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 480, թ. 1-ի շրջ.-2:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են