Материалы

დიდი პამაჭი - სურბ ხაჩ ეკლესია

1didi pamachi-surb xach

მოიხსენიება 1837 წელს.

დიდი პამაჭი მდებარეობს ქალაქ ახალციხიდან სწორხაზოვნად, 7,5 კმ სამხრეთ-დასავლeთით. იგი სომხებით დასახლებული სოფელია ეკლესიით და წმინდა ადგილებით.

სოფელ დიდი პამაჭის შესახებ მოხსენება შემონახულია 1837 წლის სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოსა და იმერეთის კონსისტორიის საარქივო ჩანაწერებში. კერძოდ,თემის ეკლესიების 1837 წელს შედგენილი უძრავი და მოძრავი ქონების სიებში არსებობს ასევე სოფელ დიდი პამაჭის, სურბ ხაჩ ეკლესია, რომლის სახელი აღნიშნული არ არის. [1]1863 წლის მდგომარეობით, სოფლის ეკლესია, ჯერ კიდევ ხით ნაშენი იყო. [2]იმის შესახებ, რომ იგი იყო ქვითნაშენი მოწმობები არის 1885 წლიდან.[3]

ეკლესიის სახელის ცვლილება და რეაბილიტაციები: სოფელ დიდი პამაჭის სურბ ხაჩ ეკლესია მრავალჯერ დაექვემდებარა კაპიტალურ რემონტსა და ხელახლა კურთხევას, ამიტომაც შემთხვევითი არაა ეკლესიის ხშირი სახელის ცვლილება. 1840 წლის საარქივო ჩანაწერებში მოიხსენიება სურბ ფრკიჩ სახელით, [4]1841 და 1846 წლების ჩანაწერებში, სურბ სტეფანოსის 2 Didi Pamachi Surb Xach სახელით. [5]ისტორიული ძეგლების ექსპერტის, სამველ კარაპეტიანის მიხედვით, ეკლესიის სახელის ცვლილება მოხდა 1843-1863 წლების პერიოდში. სავარაუდოდ ამის შემდეგ მიიღო სურბ ხაჩ სახელი, თუმცა 1863 წლის აღნიშნულ დოკუმენტებში იგი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც ხით ნაშენი ეკლესია.[6]

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა სამუშაოები კაპიტალური რემონტის მიმართულებით. დასავლეთის შესასვლელის კარებზე შემონახული ჩანაწერების მიხედვით, ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1908 წელს.[7]

სომხეთის ეროვნულ არქივში ინახება ასევე 1903-1911-იანი წლების ეკლესიის რეაბილიტაციის და ეკონომიკური ხარჯების შესახებ საარქივო ჩანაწერები[8], რაც ასევე 2 didi მოწმობს ეკლესიის საქმიანობისა და გაწეული სულიერი სამსახურის შესახებ.

არქიტექტურა: ეკლესია აგებულია წმინდად გათლილი ქვით, შიგნით არ არის სვეტები, ხოლო დასავლეთის ფასადზე ამოჭრილი ერთადერთი შესასვლელის მომიჯნავედ აშენებულია სამსართულიანი სამრეკლო. ეკლესია წარმოადგენს დიდ და ფართო ნაგებობას.[9]

სამრევლო მღვდელები. სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელებს შორის იყვნენ კარაპეტ ტერ-მარტიროსიანცი, [10]ღაზაროს სიმონიანცი.[11]

საეკლესო ნივთები და სახარებები: დღემდე, ეკლესიაში ინახება მოკლე მემუარებით, ზეთის საღებავებიანი ხატები, 1723 წელს კ. პოლისში გამოცემული ნაბეჭდი ჭაშოცი (ლექციონარი). ერთ-ერთი მაცხოვრებლის, არშაკ მამიკონის ძე გიმიშიანის სახლში ინახება ტყავისყდიანი პერგამენტის ხელნაწერი.[12]

სკოლა: საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხებულა. მოქმედებდა 1880-იანი წლების Didi Pamachi Surb Xachდასაწყისიდან, თუმცა ეკონომიკური სიძნელეები ხშირი შეფერხებების მიზეზი გამხდარა. 1891 წელს, საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ თვითმხილველი აღნიშნავს: „წინათ ჰქონდათ სასწავლებელი, მაგრამ იმ დროს, როდესაც მე დავდიოდი არ ჰქონდათ“. 1909 წელს ბაქოს სომხური კულტურული გაერთიანების ფულადი მხარდაჭერით დიდ პამაჭში კვლავ გაიხსნა სკოლა, ხოლო 1917 წელს იგება სკოლის ახალი შენობა. ამას მოწმობს სკოლის კაპიტალის პროცენტებიდან სკოლების მშენებელი კომისიისთვის ერთჯერადად, 300 რუბლის გაცემის შესახებ სინოდისადმი მიმართული კათოლიკოსის, 1917 წლის განკარგულება.[13]

ეკლესიის ხელახლა კურთხევა. ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ პირველის კურთხევით, სურბ ხაჩ ეკლესია 70 წლის პაუზის შემდეგ კვლავ გაიხსნა და აკურთხეს 1996 წლის 23 აპრილს. სოფელ დიდი პამაჭის მოსახლეობა პირველად დაესწრო ეკლესიის ხელახლა კურთხევის სულის მაცხონებელ ცერემონიალს. კურთხევის ცერემონიალი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, გევორგ სერაიდარიანის მიერ. ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე ახალციხის რაიონის სულიერი ინსპექტორი არქიმადრიტი ტერ გურგენ აღაბაბიანი და მთავარი საკათედრო ტაძრის ბერი, მაღალნიჭიერი დიაკვანი, ჰარუთიუნ ფილავჩიანი. ცერემონიალის დასასრულს, უწმინდესმა მამამ, მადლობა გადაიხადა უნეტარესი კათოლიკოსის სახელით.თავის მხრივ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვეს ინტელიგენტებმა და საჯარო მოხელეებმა.[14]

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1] სეა, ფ. 56, ც. 6, თ. 39, წ. 134

[2]სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3843, წ. 60-ს პერ.-61.

[3] „არძაგანქ“ 1885, N 4, გვ 58

[4] სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3800, წ. 4.

[5] სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3798, წ. 125-ის პერ. ფ. 56, ც. 4, თ.1100, წ. 114-ის პერ.

[6] სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3843, იმავე ადგილას.

[7] ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ 256.

[8]სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3424, წწ. 1-20 პერ.

[9]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 257.

[10]სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 3868, წ. 16.

[11] სეა, ფ. 53, ց. 1, თ. 795, წ. 66.

[12] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[13] ლ. მათევოსიან, ახალციცის სომხური სკოლა, ერევანი, 2007, გვ 124, 144.

[14] „ეჯმიაწინ“ 1996 (დ), გვ 108.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են