მამზარა- „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესია
ნინოწმინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კმ-ში მდებარეობს სოფ. ნამზარის (მამზარის)- „სურბ მესროპ მაშტოც“-ის სახელობის ერთადერთი ეკლესია ჯავახეთში.
„სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესია 2013 წელს აშენდა. ეკლესია აშენდა და მისი მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ჰაკობ ხაჩატრიანის ქველმოქმედებით.
იმავე წლის 16 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის და მღვდელი ტათევ მარუქიანის მონაწილეობით ჩატარდა „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესიის კურთხევა. ეკლესიის კურთხევის წესი დაიწყო საღამოს შესრულებული სადღესასწაულო- კარების გახსნის რიტუალით. იკურთხა ეკლესიის 16 სვეტი, ნათლობის ემბაზი, ხატები. ეკლესიის კურთხევის წესის შემდეგ მღვდელ არმაშ პოღოსიანის მიერ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ეკლესიის ეზოში განთავსებულია გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი[1].
არქიტექტურა: ეკლესია ბაზალტისგან არის აშენებული. ზოგადი ზომებია 12,05 x 7,55 მ. შესასვლელი დასავლეთ მხრიდან აქვს, რომლის ზედა ნაწილში დატანილია ხაჩქარი, ხოლო ქვედა ნაწილში არის ეკლესიის აშენებასთან დკავშირებით შესრულებული 8 ხაზიანი ეპიგრაფიკული წარწერა.
ԿԱՄՕՔՆ ԱՍՏՈՒԾՈՅ ԿԱՌՈՒՑԱՒ | ՍՈՒՐԲ ՄԵՍՐՈՊ ՄԱՇՏՈՑ ԵԿԵՂԵՑԻՍ՝ | ԲԱՐԵՐԱՐՈՒԹՅԱՄԲ ՏԻԱՐ ՀԱԿՈԲ | ԽԱՉԱՏՐՅԱՆԻ ՅԱՐԵՒՇԱՏՈՒԹՅՈՒՆ ԻՒՐ | ԾՆՈՂԱՑՆ ՄՆԱՑԱԿԱՆ ԵՒ ԾՈՒԻՆԱՐ | ԽԱՉԱՏՐՅԱՆՆԵՐԻ | Ի ԹՈՒԻՆ ՀԱՅՈՑ ՌՆԿԲ ԵՒ Ի | ՓՐԿՉԱԿԱՆ 2013 Թ. ։
უფლის ნებით აშენდა |სურბ მესროპ მაშტოც ეკლესია | ქველმოქმედებით ჰაკობისა | დღეგრძელობა ხაჩატურიანთ მის | მშობლებსა მნაცაკანისა და წუვინარ | ხაჩატურიანებსა| 1462 წელს და მაცხოვრისა 2013 წ.
შესასვლელის ზედა ნაწილში, სახურავზე, აშენებულია პატარა სამრეკლო. ეკლესია ნათდება მის დასავლეთ, ისევე როგორც მარჯვენა და მარცხენა კედლებში გამოჭრილი თაღოვანი სარკმელებით. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს წმ. საკურთხეველი, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არსებული საეკლესიო ნივთების საცავებითან ერთად. ეკლესიას ხის თაღოვანი ჭერი აქვს [2].
„სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია
ეკლესიის დაარსება: სოფ. ნამზარაში/მამზარაში მდებარეობს ასევე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია, რომლის შესახებაც საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის საარქივო დოკუმენტები ცნობებს გვაწვდის 1830-იანი წლებიდან დაწყებული. 1840 წლის ეპარქიის ეკლესიების ცნობარის თანახმად ეკლესიის მრევლის რაოდენობა 113-ს შეადგენდა[3]. 1860-იან წლებში ეკლესია ჯერ კიდევ ხის ყოფილა[4], 1880-იან წლებში ქვის ნაგებობად არის მოხსენებული, რომელსაც ხის სახურავი ჰქონდა[5]. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ეკლესიის წლიური შემოსავალი 171 რ. 40 კ. ვერცხლის კაპიტალს შეადგენდა[6]. “სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მიმდებარედ გადაშლილია მე-19 საუკუნის სომხური სასაფლაო.
არქიტეტურა: „სურბ ლუსავორიჩ“ ეკლესიის გარე ზომებია 17,25x7,10 მ. ეკლესიას აქვს ნახევარწრის ფორმის საკურთხეველი[7].
სამრევლო მღვდლები: „სურბ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მღვდლად მოხსენებულია მღვდელი ჰოვჰანეს ჰოვჰანისიანი[8].
სკოლა: საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის სკოლათა ცნობარის თანახმად სოფ. მამზარას საეკლესიო-სამრევლო სკოლა ადგილობრივების სახსრებით 1864 წელს დაარსდა. 1869 წლის მდგომარეობით ჰყავდა 25 მოსწავლე და 1 მასწავლებელი[9]. მასწავლებელთაგან მოხსენებულია გალუსტ ჰამბარძუმიანცი[10].
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] http://armenianchurch.ge/hy/lurer?start=815: საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი
[2] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია.
[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:
[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:
[5] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:
[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 111-ի շրջ.-112:
[7] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 412.
[8] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 60:
[9] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ.-55:
[10] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 44: