ღადოლარი - „სურბ გრიგორ ნარეკაცი“
სურბ გრიგორ ნარეკაცი ეკლესია: აშენდა 1868 წ. ეკლესია ქვით ნაგები და ფიცრით გადახურული ყოფილა49.
დაზიანდა 1899 წ. 19 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად50. 1903 წ. ეკლესია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სოფელი ეპარქიის ეკლესიების არმქონე დასახლებების სიაში შედიოდა51. ეკლესია ამჟამად მდგარია. გარე ზომებია 17,35 x 10,18 მ.
ამოკვეთილი კატრენი ეკლესიის შესასვლელი კარის წირთხლზე:
„Յ(Ե)Կ(Ե)Ղ(ԵՑ)ԻՆ ՂԱՏՈԼԱՐ / 1868 ՇԻՆԵՑ(Ա)Ի ԱՅՍ ԵԿԷՂԵՑԻՍ ԱՆՎԱ(ՆԵԱ)Ց ԳՐԻԳՈՐ Ս(ՈՒՐ)Բ ՆԱ(Ր)ԵԿ(Ա)ՑԻ:“.
„ღადოლარის ეკლესია / 1868 ავაშენე ეს ეკლესია „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სახელზე“.
პირველი გამოცემა.
სოფ. ღადოლარის ჩრ. მხარეს შემორჩენილია შუა საუკუნეების ადგილობრივი სოფლის და ეკლესიის (გარზე ზომები: 6,81 x 4,36 მ.) ნაშთები. უკანასკნელ წლებში ადგილობრივების ძალებით განხორციელდა აღნიშნულის ნაწილობრივი თვითნებური აღდგენა.
49 «Արձագանք», 1885, № 3, էջ 43:
50 Мушкетов И. Նշվ. Աշխ. Էջ 25-26:
51 «Արարատ», 1903, էջ 436: