ბარალეთი - წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი
დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
ბარალეთი იყო ჯავახეთის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამ სოფელში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სომხები და ქართველები. 1873 წლის მონაცემებით, სოფლის 80 სახლიდან 2/3 სომხებით იყო დასახლებული, ხოლო 1/3 ქართველებით.[1] სომხური ეკლესიის აშენებამდე სომხები და ქართველები ლოცულობდნენ მეცამეტე საუკუნეში თამარ მეფის შვილის, ლაშა-გიორგის მიერ აშენებულ ეკლესიაში. დღეს სოფელში მოქმედებს სომხური წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და ქართული წმინდა სტეფანეს ეკლესია. მრავალი წლის განმავლობაში, ბარალეთი იყო 23 სოფლის მსახურობის ცენტრი. სოფელი მდიდარია ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში დღემდე შენარჩუნებულია შუასაუკუნეებში აშენებული სომხური ეკლესიის სასაფლაოსა და ციხესიმაგრის ნანგრევები.
ეკლესიის მშენებლობა - ეკლესია აშენდა ჯერ კიდევ 1855 წელს, ხისგან, სომეხი მოსახლეობის მიერ.[2] ეკლესია ცნობილია ორი სახელით: წმინდა ჯვრის ეკლესია და წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია. წმინდა ჯვრის სახელით ცნობილი იყო 1840 წლებში,[3] ეხლა კი ცნობილია წმინდა ღვთისმშობლის სახელით. თავის მხრივ წმინდა ღვთისმშობლის ძველი ეკლესიის ადგილზე 1869 წელს აშედა ახალი ეკლესია, იგივე სახელწოდებით.[4] შენარჩუნდა ასევე ამ ფაქტის დამადასტურებელი სამშენებლო ოქმი. [5] ეკლესიის სამხრეთით იშლება სასაფლაო. შენარჩუნებული საფლავებიდან 2 ბარალეთის წმინდა ღვთისმშობლიდან 1 მე-19 საუკუნის პირველ ნახევარს მიეწერებიან. [6]
არქიტექტურა - ეკლესია აშენებულია ტუფისგან. დარბაზის ტიპის ეკლესიაა. გარე ზომებია 18,00x9,86 მ. ეკლესია გარშემორტყმულია კედლებით. [7] ფასადები არ არის გაფორმებული. კედლებსა და სახურავს შორის მოთავსებულია დეკორატიული კარნიკი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გახსნილია ოთხკუთხედი ფანჯრები. დასავლეთ კედელზე გახსნილია ერთადერთი გაფორმებული შესასვლელი, რომელზეც სომხური წარწერაა. სახურავი დაფარულია ფირფიტით. შიდა სივრცეში კედლები გალესილი და შეღებილია. დასავლეთით რვა სვეტებიანი სამრეკლოა. საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარესაა. ემბაზი კი ჩრდილოეთ კედელზე. ჭერი დაფარულია პლასტმასის მოდულებით, შიგნიდან კი დახრილია. [8]
მღვდლები - 1850-იან წლებში ეკლესიის მღვდელი იყო კარაპეტ ტერ მარტიროსიანი, [9] 1860-იან წლებში ჰაკობ ტერ-კარაპეტიანი,[10] 1870-80-იან წლებში კარაპეტ ტერ-კარაპეტიანი,[11] 1900-იან წლებში ენოვქ სეფერიანი. [12]
სკოლა - 1860-1870-იან წლებში სოფელში ფუნქციონირებდა საეკლესიო სკოლა, რომელიც 1880-იან წლებში სახელმწიფო სკოლის გახსნის გამო დაიხურა. 1895 წელს სკოლაში გაიხსნა ბიბლიოთეკა სამკითხველო. [13]
ეკლესიის რესტავრაცია და კურთხევა - 1930-იან წლებში ეკლესია დაიხურა და მარცვლეულის შენახვისთვის გამოიყენებოდა. დანგრეული წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მდგომარეობა წლების მანძილზე არ ასვენებდა მოსახლეობას. საბოლოოდ, 2004 წელს ბარალეთის მოსახლეობის ინიციატივით, რუსეთსა და სომხეთში მცხოვრები სოფლის ყოფილი მოსახლეობის მხარდაჭერით, ეკლესია მთლიანად გარემონტდა.
2005 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა ახალქალაქის რაიონის სოფელი ბარალეთის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია აკურთხა.
ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა ჩვენი სამოციქულო ეკლესიის წესების შესაბამისად შეასრულა კურთხევის პროცედურა, რომელსაც მოჰყვა წმინდა წირვა. [14]
ეკლესიის ეზოში, პეტროსიანების დინასტიის მიერ მოთავსებულია ღვთისშობისადმი მიძღვნილი ხაჩქარი. ტერიტორიაზე ასევე ინახება სხვადასხვა ეპოქის სომხური საფლავები. [15]
[1] წ. კარაპეტიანი, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ.102.
[2] „ეჯმიაწინი“, 2005, გვ.157.
[3] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3802 (1), թ. 63-ի շրջ.-64:
[4] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, გვ. 3.
[5] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, გვ. 105.
[6] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, გვ. 105-106.
[7] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი.
[8] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი.
[9] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 888, թ. 2:
[10] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 869, թ. 2:
[11] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 873, թ. 2; գ. 906, թ. 3:
[12] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 878, թ. 2:
[13] მურჭი, 1896, N 12, გვ. 1642.
[14] “ეჯმიაწინ“, 2005, Ժ-ԺԱ, გვ 156.
[15] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი
საქართველოს სომეხთა ეპარქია