Материалы

დამალა- „სურბ ხაჩ“ ეკლესია

1 aspindza-damala-surb xachაშენდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

სოფ. დამალა სამცხე-ჯავეხეთის რეგიონში ასპინძის რაიონის ყველაზე დიდი სოფელია. მოსახლეობის წინაპრები 1829-1830-იან წლებში ერზურუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხები წარმოადგენენ.

ეკლესიის დაარსება: ასპინძის რაიონის აღმოსავლეთით სამ კილომეტრში მდებარე სოფ. დამალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნობებს გვაწვდის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტები. ეკლესიის სახელი გვხვდება ეპარქიის ტაძართა 1840 წლის ცნობარში [1]. ეკლესია განახლდა 1843 წელს [2]. ეკლესია 1866 წლისთვის ჯერ კიდევ ხის ყოფილა [3]. 1873 წლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ იგი 30 ფეხის ნაბიჯის სიგრძის ქვით ნაგებ ძეგლად არის მოხსენებული [4]. 1905 წლის მდგომარეობით „სურბ ხაჩ“ ეკლესიას ჰქონდა 791 რ. 88 კ. ვერცხლის კაპიტალი, ისევე როგორც ერთი სახლი [5].

„სურბ ხაჩ“ ეკლესიის მიმდებარედ არის სასაფლაო, სადაც ოთხგვერდიანი მონუმენტალური კვარცხლბეკის გარდა შემორჩენილია ასევე ძველი შუასაუკუნოვანი  საფლავები.

სოფლის მახლობლად X-XI საუკუნეების სამლოცველოა სახელწოდებით- „ვანქ“ [6].

არქიტექტირა: „სურბ ხაჩ“ ეკლესია ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნება. გარე ზომებია: 16,80×10,55 მ. [7]. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთ მხრიდანაა. სახურავის დასავლეთ მხარეს აქვს 4 სვეტზე ამაღლებული პატარა სამრეკლო[8].

სამრევლო მღვდელ-მონაზვნები: საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის სასულიერო პირთა 1839-1840 წლების ცნობარში „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მღვდლად პეტროს ტერ- ასტვაწატურიანი არის მოხსენებული, მეფსალმუნეებად კი- ვარდან და ჰაკობ ტერ-პეტროსიანები[9].

სკოლა: სოფ. დამალის საეკლესიო-სამრევლო სკოლაზე ცნობები არსებობს ეპარქიის სკოლათა შესახებ არსებულ 1865 წლის ცნობარში [10]. მე-19 საუკუნის შემდგომ ათწლეულებში სკოლა დაიხურა და შემდგომ პერიოდში კვლავ გაიხსნა. 1915 წელს სოფელში იყო დაწყებითი სკოლა, რომელიც კავკასიის საქველმოქმედო საზოგადოების შემოწირულობებით გადარჩა [11].

2 Aspindza Damala Surb Xachეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში: 1920-იან წლებში ეკლესია დაიკეტა, ხოლო მღვდელი გაძევებულ იქნა. გარკვეული პერიოდის მანძილზე კლესია საწყობად გამოიყენებოდა, მოგვიანებით დაიშალა და ჩამოიქცა ხის სახურავი [12].

ეკლესიის ხელახლად კურთხევა: 2004 წლის მდგომარეობით,  „სურბ ხაჩ“ ეკლესია ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო, თითქმის მთლიანად ჰქონდა ჩამოქცეული ხის სახურავი. „სურბ ხაჩ“ ეკლესიის აღდგენის ინიციატივა გამოიჩინეს წარმოშობით დამალელმა ქველმოქმედებმა. „სურბ ხაჩ“ ეკლესიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო სომხეთში, რუსეთის რესპუბლიკაში, უკრაინასა და ყაზახეთში მცხოვრები წარმოშობით დამალელი ღვთისმოსავი სომხების მატერიალური მხარდაჭერითა და ასპინძის რაიონის საკრებულოს დეპუტატის ემილ ბალოიანის ზედამხედველობით. 2008 წლის პირველ მაისს, საქართელოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ და ეპარქიის სასულიერო დასის მონაწილეობით, ხელახლად იკურთხა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის „სურბ ხაჩ“ ეკლესია. ხელახლად კურთხევის სადღესასწაულო წესის შემდეგ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია ახალციხისა და ასპინძის რაიონების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა აღევლინა [13].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4-ի շրջ.:

[2] ს. კარაპეტიან, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 495:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 75:

[4] „მეღუ ჰაიასტანი“, 1873, № 15, გვ. 2:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 109-ի շրջ.-110:

[6] „ეჯმიაწინ“,2008, V, გვ. 157:

[7] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილად.

[8] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია

[9] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 53 և շրջ.:

[10] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 2-ի շրջ.:

[11] „მშაკ“1915, N 247, გვ. 3:

[12] „ეჯმიაწინ“, იხ. იმავე ადგილას.

[13] „ეჯმიაწინ“,2008, V, გვ. 157-158:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են