Материалы

აბულ - სურბ ასტვაწაწინ ეკლესია

1 balxo-surb harutiunis eklesia

დაარსდა 1830-იან წლებში.

სომხებით დასახლებული სოფელი, აბული მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქისა და აბულის მთას შორის, ანტიკური ციკლოპური ციხით, შუასაუკუნის კედლების ნანგრევებით, კლდოვანი სასაფლაო-აკლდამით და რა თქმა უნდა, ძველი ეკლესიებით (სურბ ჰარუთიუნ: მე-10-11 საუკუნეები, სურბ ასტვაწაწინ მე-19 საუკუნე).[1]

ეკლესიის დაარსება: სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის დაარსებამდე, სოფელში ფუნქციონირებდა მე-10-11 საუკუნეების სამრევლო ეკლესია, სურბ ჰარუთიუნ დასახელებით . [2]1841 წლის მდგომარეობით სურბ ჰარუთიუნ ეკლესია იყო ქვით ნაშენი. [3]ნახსენები ეკლესია ფუნქციონირებდა խորանի մասըbalxo-surb harutyun-1მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებამდე, მაგრამ შემდგომში გაჩნდა ახალი, უფრო დიდი ეკლესიის აშენების საჭიროება, რისი ინიცირებაც მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

სოფელ აბულის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1884 წელს. [4]ახლად დაარსებული ეკლესია ფუნქციონირებდა ჩვულებრივ რიტმში. ეკლესიის შესახებ მოხსენებები შეიძლება შეგვხდეს თემის ეკლესიების ცნობარებში. 1915-1916 წლების მდგომარეობით ეკლესიის მრევლების խորանի մասըbalxo-surb harutyun-2რაოდენობა ასულა 1263-მდე.[5]

არქიტექტურა: სურბ ასტვაწაწინ ეკლესია აშენებულია წმინდად გათლილი ტუფით. გარე ზომებია 20,2x10,4 მ. აქვს სამნავიანი კონსტრუქცია, ეგვტერები, ორი წყვილი სვეტი. სამრეკლო მდებარეობდა აღმოსავლეთის ფრონტონის წვერზე, დაინგრა ელვისგან.[6]

მხატვრულ-სივრცობრივი სტილის დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია კარნიზები და მორთულია კლასიკური პილასტერებით. დასავლეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში ამოტვიფრულია ჯვარი. დასავლეთის მხრიდან ამოჭრილი შესასვლელი მორთულია კარნიზით, ხოლო მის თავზე არსებობს წარწერა სომხურ ენაზე. სახურავი გადახურულია ლითონით, რომლის დასავლეთ ნაწილში აშენებულია სამრეკლო. ეკლესიის შიდა ტერიტორია თაღოვანი სვეტებით დაყოფილია სამ ნავად. კედლები გალესილია და შეღებილი. საკურთხეველი აღმოსავლეთის მხარესაა, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აშენებული ეგვტერებით. ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებულია ნათლობის აუზი.[7]խորանի մասըbalxo-surb harutyun-3

სამრევლო მღვდლები: სოფელ აბულის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მღვდლებიდან იყვნენ მღვდელი, ტერ ჰაკობ მიქაელიანი, რომელიც მღვდლად მსახურობდა 1839-1840-იან წლებში[8]და 1870-იან წლებში მღვდელმსახური ზაქარია.[9]

სკოლა: სოფლის სამრევლო სკოლა დაარსდა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში. 1868 წლის მდგომარეობით მოსწავლეების რაოდენობა აღწევდა 30-ს. [10]1891-1914 წწ. სკოლა არ ფუნქციონირებდა. ისევ გაიხსნა 1914/1915 წლებში. [11]ამ პერიოდში სკოლის საქმიანობას მეტწილად მხარს უჭერდა კავკასიური საქველმოქმედო საზოგადოება.

აკლდამები და ნასოფლარი ხარაბა: სოფლის დასავლეთ მხარეს შენარჩუნებულია აკლდამები, რომლებიც ეხება წინარექრისტიანულ პერიოდს. სოფლის 1 Abuli Surb Astvatsatsinმახლობლად შენარჩუნებულია ასევე ხარაბა დასახელებით ორი ნასოფლარი, რომლებიდანაც ერთ-ერთში არსებობს ნანგრევი ეკლესიის წმინდად გათლილი ქვები, სასაფლაო.[12]

ეკლესიის ხელახალი კურთხევა: 2010 წლის 3 ივლისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელდასმით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხეს ახალქალაქის რაიონის, სოფელ აბულის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია. მეორე დღეს ახალქალაქის სულიერმა ინსპექტორმა, მღვდელმა, ტერ ტათევ მარუქიანმა ახლად ნაკურთხ ეკლესიაში ჩაატარა საღმრთო ლიტურგია და შეასრულა საყოველთაო ნათლობა. ყველა მონათლულს ლამაზი ჯვრები აჩუქა ეკლესიის ქველმოქმედმა, სტეფან ხანჯიანმა.[13]

სურბ ასტვაწაწინ ეკლესია გარემონტდა და ტერიტორია კეთილმოეწყო წარმოშობით აბულელი, სტეფან ხანჯიანის ქველმოქმედებით.

საქართველოს სომხური ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1] ამის შესახებ ნახე: ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006.

[2] ნახე: იმავე ადგილას, გვ 33.

[3] ნახე: სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3802 (1), წ. 63-ის პერ.-64.

[4] ნახე: „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ 43.

[5] ნახე: სეა, ფ. 56, ც. 15, თ. 795( ნაწილი 3), წ. 241 პერ.-242.

[6] ნახე: ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 34.

[7] საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომხური ეპარქია.

[8] სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 457, წ. 58-ის პერ.

[9] სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3868, წ. 17.

[10] ნახე: სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3977, წ. 54-ის პერ.-55.

[11] ნახე: ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 32.

[12] ნახე: იმავე ადგილას, გვ 35-36.

[13] “ეჯმიაწინ“, 2010, (ე), გვ 145.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են