Материалы

ახალციხის რაიონის საზელის სურბ ხაჩ ეკლესია

1 sazeli-surb xachis eklesiaპირველად მოიხსენიება 1839 წელს.

სოფელ საზელის, სურბ ხაჩ ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ეკლესიის შესახებ პირველი მოწმობები ეხება 1839 წელს. იმავე დასახელებით ეკლესიის არსებობა საზელში დამოწმებულია, ასევე 1846 წლის ერთ-ერთ ჩანაწერში.[1]

იგი 1860-იან წლებში იყო ხით ნაშენი, [2] ხოლო, 1855 წლიდან მოიხსენიება, როგორც ქვით ნაშენი ნაგებობა.[3]

ეკლესიის რეაბილიტაცია: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის პირველ ათეულში, სურბ ხაჩ ეკლესია დაექვემდებარა რეკონსტრუქციას და მრავალჯერ რეაბილიტაციას. ეკლესიის რეაბილიტაციის შესახებ მოხსენება არსებობს 1872 წლის თარიღით.[4] 1909 წელს ახალციხის სასულიერო ხელისუფლების განცხადებაში აღინიშნება: „რადგანაც ჩვენი სოფლის სურბ ხაჩ ეკლესიის სახურავი არის მიწის საფარიანი, მორები აქვს დამპალი და ჩატეხილი, ამიტომ მომავალში საფრთხის თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ თუნუქის სახურავი, კედლების ოდნავ აწევით“. 1909 წლის რეაბილიტაციის ხარჯებმა შეადგინა, დაახლოებით, 2238 რ. 80კ.[5]რეაბილიტირებული ეკლესია აკურთხეს 1910 წელს.

არქიტექტურა: ეკლესია სამხრეთის ფასადში გაჭრილი ერთადერთი შესასვლელით, უსვეტო, წყვილი ეგვტერებით, ქვით ნაშენი ნაგებობაა. გარე ზომებია 13,10 x 8,48მ. [6]აშენებულია სხვადასხვა სამშენებლო მასალით. მშენებლობაში გამოყენებულია სალი ქვა, წმინდად გათლილი და დაუმუშავებელი ტუფი. შესასვლელის ზედა მხარეს, 2 Axalcixe Sazeli Surb Xachქვისგან ქვაჯვარია მოქანდაკებული. დასავლეთის ნაწილში, სახურავზე, აგებულია სამრეკლო. სახურავი ორფერდაა, გადახურული თუნუქით. შიდა ტერიტორიის კედლებზე არსებობს ბიბლიური თემატიკის ფრესკები. იატაკი დაგებულია კრამიტის ფილებით. დასავლეთის ნაწილში აშენებულია შუა სართული, ხის ოთხ საყრდენ ძელზე. აღმოსავლეთის ნაწილში, ოთხი ნაბიჯის სიმაღლეზე აგებულია საკურთხეველი. ჩრდილოეთის კედლის უბეში მოთავსებულია ნათლობის აუზი.[7]

სამრევლო მღვდელები. სოფელ საზელის სურბ ხაჩ ეკლესიაში მღვდლად მსახურობდნენ: მარტიროს ტერ-ნაჰაპეტიანცი, [8]ჰოვჰანნეს ტერ-მარტიროსიანი, ჰარუთიუნ ტერ-ჰოვჰანნისიანი, ბარდუღიმეოს ტერ-ჰოვჰანნისიან ტერ ნაჰაპეტიანცი, [9]1990-იან წლებში, გრიგორ ვარდაპეტ ბალასანიანი. [10]ხშირად საზელის მღვდლები ერთდროულად მწყემსავდნენ ასევე ზაკ, ღულალის და ორალ სოფლებს.

ეკლესიური ნივთები და ხელნაწერები. 1826-1841-იან წლებში, მწერალმა, მარტიროს ტერ-ნაჰაპეტიანცმა შეადგინა კრებული. ეკლესიაში დღემდე ინახება ხუთი ლოცვის წიგნი.[11]

სკოლა: 1881 წელს სათემო ხელისუფლებმა შეადგინეს და დაამტკიცეს საზელში გასახსნელი სკოლის წესდება. [12]სკოლა ლეგალურად არ ფუნქციონირებდა. 1908 წელს იგი მოიხსენიება კავკასიური საქველმოქმედო საზოგადოებისგან სუბსიდიის მიმღებ სკოლთა რიცხვში.[13]შემდეგ წლებში, კავკასიის საქველმოქმედო და ბაქოს კულტურული გაერთიანების მიერ გამოყოფილი სუბსიდიებით სოფლებში: საზელსა და პატარა პამაჭში კვლავ იხსნება სამრევლო სკოლები, მაგრამ სახსრების ნაკლებობის გამო 1916 წელს იხურება.[14]

ეკლესია საბჭოურ და პოსტსაბჭოურ წლებში: სურბ ხაჩ ეკლესია იხურება 1936 წელს. როგორც ბევრ ეკლესიას, ასევე, სოფელ საზელის ეკლესიას, ჩამოართვეს მთლიანი ქონება, ხოლო ეკლესია გადააქციეს საწყობად. პოსტსაბჭოურ წლებში ხალხის მიერ რეაბილიტაცია უტარდება და ისევ იხსნება ადგილობრივი სამლოცველოები. 1994 წელს იწყება ეკლესიის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. კურთხევა მოხდა 1996 წლის აპრილის თვეში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ყოვლადუსამღვდელოესობის, ეეპისკოპოსის, ტ. გევორგ სერაიდარიანის ხელმძღვანელობით. ახალციხის რაიონის სულიერი ინსპექტორის, არქიმანდრიტი, ტერ გურგენ აღაბაბიანის და მთავარი საკათედრო ტაძრის ბერი მაღალნიჭიერი დიაკვანის, ჰარუთიუნ ფილავჩიანის მონაწილეობით.[15]

ეკლესია დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, ადგილობრივი მოსახლეობის გაერთიანებით თავის ირგვლივ, მისი სულიერი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ორგანიზებით.

საქართველოს სომხური ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1]სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 457, თ. 48; ფ. 56, ც. 4, გ. 1100, თ. 114 პერ.-115.იხ. ასევე ს. კარაპეტიან,ახალციხე, ერევანი, 2008, გვ 272.

[2]სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3843, თ. 60-ის პერ.-61.

[3] „არძაგანქ“, 1885 (4), გვ 58.

[4] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[5]სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 1295, თ. 17; 20 დაპერ.

[6] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[7]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი,

საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[8] მ. ტერ-ნაჰაპეტაინცის საფლავის ქვა მდებარეობს ეკლესიის სამხრეთ ნაწილის სასაფლაოზე.

[9] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3868, თ. 16; გ. 795, თ. 66

[10] ჰ. ჰაკობიან, იმავე ადგილას, გვ 140.

[11]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[12] „მეღუ ჰაიასტანი“, 1881, N 232, გვ 1.

[13] „ახალი სკოლა“, 1908, N 3, გვ 85:

[14] „ჰამბავაბერ“, 1916, N 24, გვ 746.

[15] „ეჯმიაწინ“, 1996, დ, გვ 108.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են