სამშვილდე - „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია
დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
ეკლესიის დაარსება: სოფ. სამშვილდეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესის შესახებ ცნობებს გვაწვდის როგორც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტები, ასევე იმ პერიოდის პრესა. კერძოდ, 1845-1846 წლების ეპარქიის ეკლესიათა ცნობარში არსებობს ჩანაწერი სოფელში არსებული ქვისგან აშენებული ეკლესიის შესახებ, რომელის მრევლის რაოდენობაც იმ პერიოდისათვის 219-ს შეადგენდა, ჰყავდა ერთი მღვდელი[1], ხოლო 1857-1860 წლების ცნობარში ნახსენებია ეკლესიის სასაფლაოც[2]. ეკლესიის სამხრეთ კედელთან შემორჩენილ საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერიდან „(ԱՍՏ ԱՄՓՈՓԵԱԼ ԿԱՐ ՀԻՄՆԱԴԻՐ ՍՈՅՆ ԵԿԵՂԵՑՒՈՅ ՊԵՏՐՈՍ ՔԱՀԱՆԱՅ ԱՐԱՐԱՏԵԱՆՑ, Ի 1860 ԱՄԻ, Ի 10-Ն ՄԱՐՏԻ)“ თარგმანი: „აქ განისვენებს ამ ეკლესიის დამაარსებელი მღვდელი პეტროს არარატიანცი, 1860 წელი, 10 მატრი“) ვიგებთ, რომ ეკლესია მღვდლელი პეტროს არარატიანის ძალისხმევით აშენებულა.
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო[3]. „მოგზაურობის მოგონებათა“ მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, 1884 წლის მდგომაეობით, სოფელში მოქმედებდა ერთი ქვისაგან აშენებული ეკლესია. საარქივო დოკუმენტაციაში სოფელ სამშვილდეს ეკლესია „სურბ ასტვაწაწინ“ სახელწოდებით არის მოხსენებული[4].
სამლოცველოები: სოფ. სამშვილდედან 1.5 კმ-ის დაშორებით პატარა ქვისგან აშენებული სამლოცველო ყოფილა, სახელწოდებით- „სურბ ასტვაწაწინ“. სამლოცველოს ცენტრში სომხური წარწერის მქონე ხაჩქარი ყოფილა აღმართული[5]. სამლოცველოს აღმოსავლეთით გადაშლილია ძველი ნაგებობის ნანგრევები, რომლის განაპირა მხარეს აღმართულია სოფელ სამშვილდეს ცნობილი ციხე, კირხსნარით აგებული მყარი ორმაგი გალავნით. სოფლის მეორე მხარეს კიდევ ერთი სხვა სამლოცველო ყოფილა სახელწოდებით- „სურბ გევორგ“. ორივე სამლოცველოდან მიღებული შემოსავალი სოფლის სასწავლებელს ხმარდებოდა[6].
არქიტექტურა: ეკლესია ტუფისაგან არის აშენებული, მიეკუთვნება დარბაზულ ტიპს. ეკლესიის გარე ზომებია: 14,35×7მ. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს გამოჭრილი. შიდა სივრცე დიდ დარბაზს წარმოადგენს. კედლები შელესილი და შეღებილი აქვს.
სამრევლო მღვდლები: სოფ. სამშვილდეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მღდლებს შორის ყოფილან, მღვდელი სარგის ტერ-გრიგორიანი[7], მღვდელი კარაპეტ ტერ- გრიგორიანი[8], მღვდელი ჰოვსეფ არარატიანცი[9]. მღვდელმსახურობდნენ 1860-1880-იან წლებში. ცნობები მოძიებულია ეკლესიის ჩანაწერთა ჯურნალებიდან.
სკოლა: 1878 წელს „მეღუ ჰაიასტანი“ კორესპონდენტი წერს, რომ სომხური სხვა სოფლების მსგავსად, არც სოფ. სამშვილდეს ჰქონია სკოლა[10], 1884 წლის გაზეთ „არძაგანქის“ ცნობებით კი სოფლის „სურბ ასტვაწაწინ“ და „სურბ გევორგ“ სამლოცველოების შემოსავალი გადაეცემოდა სკოლას[11]. ამრიგად, 1880-იან წლებში სოფელს უკვე ჰქონდა სკოლა. შემდგომში სკოლა დაიხურა. ადგილობრივებს სკოლის ხელახლად გასხნის მცდელობები ჰქონდათ 1905-1906 წლებში[12].
ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში: საბჭოთა წლებში „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაც სხვა უამრავი ეკლესიის მსგავსად, დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. სოფლის მოსახლეობის მიერ წლების განმავლობაში გამოჩენილი ყურდღების შედეგად, ეკლესია კვლავ განაგრძობს მდგარ ნაგებობად ყოფნას. შემდგომ პერიოდში „სურბ ასტვაწაწინ ეკლესია“ განახლდა რუსეთში მცხოვრები, სოფ. სამშვილდეს ყოფილი მკვიდრის, გურგენ ჰოვანისიანის ქველმოქმედებით. 2008 წლის 22 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ, ხელახლად იკურთხა სოფელ სამშვილდეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია.
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრ
[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3811, թ. 43-ի շրջ.-44:
[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թթ. 15-ի շրջ.-16:
[3] „მეღუ ჰაიასტანი“, 1878, N 29, გვ. 2.
[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3877, թ. 58-ի շրջ., գ. 3912, մաս 1, թ. 55:
[5] „არძაგანქი“, 1884, N 41, გვ. 601.
[6] იხ. იმავე ადგილას.
[7] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4421, թ. 2:
[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4444, թ. 3:
[9] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4449, թ. 3:
[10] „მეღუ ჰაიასტანი“, იმავე ადგილას.
[11] „არძაგანქი“, იმავე ადგილას.
[12] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 138, թթ. 1-6; գ. 188, թթ. 1-3: