Материалы

ტაბაწყური- „სურბ კარაპეტ“ ეკლესია

2 borjomi-tabatsyuri-surb karapetდაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

ეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში მდებარე სოფ. ტაბაწყურის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. 1884 წელს ეკლესია მოხსენებულია ქვისგან აშენებულ, ხის სახურავიან ნაგებობად[1]. სავარაუდოდ აშენდა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. რეგიონის სხვა სოფლების ეკლესიების მსგავსად ისიც დიდად დაზიანდა 1899 წლის 19 დეკემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად[2]. ამჟამად ეკლესია მდგარია.

სხვა ეკლესიები: სოფლიდან ჩრდილოეთით, 2.5 კმ-ში, ძველ ნასოფლარში, შემორჩენილია მთლიანად თლილი ქვისაგან აშენებული, ერთნავიანი, ნახევრადდანგრეული ეკლესიები, რომლების მე-13-14 საუკუნეებით თარიღდება[3].

არქიტექტურა: მიეკუთვნება დარბაზულ ეკლესიათა ტიპს. გარე ზომებია: 16.16×9.10მ. შესასვლელი დასავლეთ მხრიდან აქვს. შესასვლელის წირთხლზე შემდეგი შინაარსის სომხურენოვანი წარწერაა: «ՍՈՒՐԲ ԿԱՐԱՊԵՏ ԵԿԵՂԵՑԻ | ՎԵՐԱԿԱՌՈՒՑՎԵՑ 2007 | ԲԱՐԵՐԱՐ | ՎԱՐԴԱՆ ԱՅՎԱԶՅԱՆ» (თარგმ.: „სურბ კარაპეტ ეკლესია | რესტავრირდა 2007 | ქველმოქმედი | ვარდან აივაზიანი“). შიდა კედლები შელესილი და შეღებილია.

სკოლა: სოფელში სკოლის გახსნის სამუშაოები დაიწყო 1912 წელს. ინიციატივა მასწავლებელ არშაკ გრიგორიანს და მღვდელ არშაკ ტერ-გალსტიანს ეკუთვნოდა[4]. მშენებლობა 1913 წელს დასრულებულა[5].

ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში: საბჭოთა წლებში, კერძოდ 1930-იან წლებში, ეკლესია დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. პოსტსაბჭოთა წლებში სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით ორგანიზდა ეკლესიის გაწმენდის და კეთილმოწყობის სამუშაოები. შემდგომში ქველმოქმედთა მატერიალური მხარდაჭერით ეკლესია სრულიად რესტავრირდა, ხოლო 2007 წელს ეკლესია იკურთხა ადგილობრივი სულიერი მწყემსის მიერ.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] „არძაგანქი“, 1885, N 3, გვ. 43.

[2] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 490.

[3] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას, გვ. 492.

[4] „ჰორიზონი“, 1912, N 190, გვ. 3.

[5] „ჰორიზონი“, 1913, N 187, გვ. 3.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են