Материалы

პატარა ხანჩალი- „სურბ ჰაკობ“ ეკლესია

2 patara xanchali-surb hakobis eklesiaიხსენიება 1850-იანი წლებიდან.

სრულიად განახლდა 1875 წელს.

ეკლესიის დაარსება: ნინოწმინდიდან სამხრეთ-დასავლეთით 5.5 კმ-ში მდებარე სოფ. პატარა ხანჩალის ეკლესია მოხსენიებულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის ეპარქიის 1840 წლის ცნობარში. თუმცა ცნობარში ეკლესიის სახელწოდება არ არის მითითებული. მრევლის რაოდენობა 189 შეადგენდა[1]. 1860-იან წლებში იხსენიება, ქვის შენობად[2]. ეკლესია სრულიად განახლდა 1875 წელს. ამას მოწმობს ეკლესიის წირთხლსა და შესასვლელის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილი სამშენებლო წარწერები. ეკლესიის კურთხევა იმავე წლის სექტემბრის თვეში არქიეპისკოპოს გრიგორ საქინიანცის მიერ ჩატარებულა[3]. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიის კაპიტალი 257 რ. 69 კ. ვერცხლს შეადგენდა[4]. ეკლესიის მიმდებარედ სასაფლაოა გადაშლილი.

არქიტექტურა: ეკლესია მთელი, თლილი ქვისგან არის აშენებული. აქვს ორფერდა სახურავი, რომელსაც ორი მრგვალი სვეტი აკავებს. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. გარე ზომებია: 16,80×10,33 მ. ნათლობის ემბაზი განთავსებულია ჩრდილოეთ კედელში[5].

1 Ninotsminda Patara Xanchali Surb Hakob სამრევლო მღვდლები: სოფ. პატარა ხანჩალის „სურბ ჰაკობ“ ეკლესიის მღვდლება შორის ყოფილა მღვდელი ვარდან მოვსისიანი[6]. მღვდელმსახურობდა 1860-80-იან წლებში.

სკოლა: სოფ. პატარა ხანჩალის საეკლესიო-სამრევლო სკოლა გაიხსნა 1864 წელს, საზოგადოების სახსრებით[7]. 1870-იან წლებში მასწავლებლად მოხსენიებულია კარაპეტ ხოპერიანცი[8].

ეკლესიის განახლება: საბჭოთა წლებში სხვა ეკლესიების მსგავსად დაიხურა ასევე სოფ. პატარა ხანჩალის „სურბ ჰაკობ“ ეკლესიაც, და მთელი იმ წლების მანძილზე უნუგეშო მდგომარეობაში იყო. პოსტსაბჭოთა წლებში ეკლესიას ადგილობრივების მიერ პერიოდულად უტარდებოდა აღდგენითი სამუშაოები. თუმცა ეკლესიის სრული რესტავრაცია 2015 წელს ძმების არტაკ და ბაბკენ ისპირიანების სახსრებით დაიწყო. აღდგა ეკლესიის დაქცეული გუმბათი, სახურავი, გასუფთავდა და კეთილმოეწყო ეკლესიის დარბაზი, მოშორდა ძველი ნალესი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებითი სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამიტომაც საღმრთო ლიტურგია საკურთხევლის ქვასთან (Վեմ քար)აღევლინება.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[3] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 531-532.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1,գ. 3912, մաս 1, թ. 111-ի շրջ.-112:

[5] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[6] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 2868, թ. 3; գ. 2873, թ. 2; գ. 2897, թ. 3:

[7] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ. -55:

[8] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 44:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են