არაკოვა - სურბ გევორგის ეკლესია
დაარსდა 19-ე საუკუნის I ნახევარში
ეკლესიის აშენება: სოფელი არაკოვა ჯავახეთის ერთერთი ცენტრალური დასახლებათაგანია. იგი მდებარეობს ახალქალაქიდან სწორხაზოვნად 7 კმ ჩრდილოეთით. სოფლის სურბ გევორგ ეკლესია თავის დროზე ერთერთი გამოირჩეული ნაგებობათაგანი იყო. რომელიც დაარსდა 1830-იან წლებში. ეკლესიის შესახებ პირველი მოხსენიებები ეხება 1840[1]-1841 წლებს. [2]მღვდლად არის მოხსენიებული ტერ გრიგორი. [3]სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიების იმავე წლის სხვა ცნობების მიხედვით, იმ დროისთვის სოფელს ჰქონია ერთი ხით ნაშენი სამრევლო ეკლესია, 354 მრევლი .[4]
რეაბილიტაციები: ეკლესიას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მღვდლის, გრიგორ ტერ-ავეტისიანის სახსრებით, კარინიდან აბასთუმანში ჩამოსახლებული არქიტექტორის, გრიგორ კირაკოსიანის პროექტით. [5]მაგრამ 1890-იან წლებში ეკლესია სიძველის გამო იხურება, რასაც ადასტურებს იმ დროინდელი პრეს გამოცემები. [6]ეკლესიის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ხორციელდებოდა 1903-1905წწ, ხოლო საზეიმო კურთხევა, 1909 წელს.[7]
არქიტექტურა: აშენებულია ნაცრისფერი ბაზალტით და ეკუთვნის ჯვრის ფორმის - გუმბათოვან ტიპს. საერთო ზომებია 24,21x13,44 მ. მხატვრულ-სივცობრივი სტილში გამოყენებულია გოთიკური, დამახასიათებელი ჰორიზონტალურ პოზიციაში წაგრძელებული ელემენტები, მოგრძო ფორმის სამკუთხედი ფანჯრები. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომლებიც ამოჭრილია სამი საფეხურის სიმაღლეზე. წითელი და შავი ტუფის რვაწახნაგოვანი გუმბათი სახურავის აღმოსავლეთის ნაწილშია. სამრეკლო აშენებულია ეკლესიის დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის სახურავი გადახურყლია თუნუქით. შიდა ტერიტორიაზე კედლები გალესილია და შეღებილი. შენობის აღმოსავლეთის ნაწილში მდებარეობს წმინდა საკურთხეველი მარჯვენა და მარცხენა ეგვტერებით. დარბაზი გაყოფილა სამ ნავად. ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებულია ნათლობის აუზი.
მღვდელები: სოფელ არაკოვას სურბ გევორგ ეკლესიაში მღვდლად მსახურობდნენ, მღვდელი გრიგორ ტერ-ავეტისიანი, მღვდელი კარაპეტ დავთიანი, [8]მღვდელი გრიგორ კარაპეტიანი[9]და სხვები.
სკოლა: 1860-იანი წლების მდგომარეობით სკოლას ჰქონია საეკლესიო-სამრევლო სკოლა: საქართველოსა და იმერეთის 1869 წლის სკოლების შესახებ ცნობების მიხედვით, სკოლა დაარსა მღვდელმა, გრიგორ ტერ-ავეტისიანმა ეკლესიის გავითში. [10]1885 წელს სკოლა დაიხურა, გადაიქცა საწყობად. სოფელში აგრძელებდა ფუნქციონირებას რუსული სამეფო სკოლა.[11]
სასაფლაო: მდებარეობს ეკლესიის ეზოში: ადგილზე შენარჩუებულია მე-19 საუკუნის საფლავის ქვები.[12]
ძველი ეკლესია: ახალი ეკლესიის ჩრდილოეთით შენარჩუნებულია ასევე ადრეული შუასაუკუნეების დანგრეული ეკლესიის ნანგრევები.[13]
ეკლესია საბჭოურ და პოსტსაბჭოურ წლებში: 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეკლესია დაიხურა და გადაიქცა საწყობად, ხოლო მღვდელი გაასამართლეს და გადაასახლეს.
ეკლესია და ხელახლა კურთხევა: 2000 წელს, დაბადებით არაკოველი, მოსკოვში მცხოვრები თანასოფლელებისა და მერუჟან თუთანჯიანის ქველმოქმედებით და მოსახლეობის სახსრებით აღდგენილ იქნა დანგრეული გუმბათი, საძირკვლიანად კეთილმოწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
2006 წლის 28 ოქტომბერს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით , საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელდასმით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტი, ბაბგენ სალბიანისა და ადგილობრივი სასულიერო დასის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხეს და მორწმუნეთა წინაშე თავისი კარები გააღო სურბ გევორგ ეკლესიამ.[14]
2017 წლის 10 ივნისს აკურთხეს სურბ გევორგ ეკლესიის ახლად აშენებული საკურთხეველი, რომელიც აშენდა არაკოვას ყოფილი მკვიდრის, არმენ იაილახანიანის სახსრებით.
სურბ გევორგ ეკლესიის მომიჯნავედ დღეს ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლა „ხრიმიან ჰაირიკ“, საიდანაც თავიანთ სულიერ აღზრდას იღებენ არაკოვასა და მეზობელი სოფლების ბავშვები.[15]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3800, წ. 4-ი პერ.
[2] სეა, ფ. 56, ც. 1, თ. 1005, წ. 1.
[3] იმავე ადგილას, წ. 22.
[4] სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3802 (ნაწილი 1), წ. 63-ის პერ.-64.
[5] ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ 86.
[6] „ახალი საუკუნე“ 1896, N 201, გვ 3; „მშაკ“, 1901, N 98, გვ 3.
[7] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.
[8] სეა, ფ. 53, ც. 2, თ. 715, წ. 2.
[9] სეა, ფ. 53, ც. 2, თ. 743, წ. 3.
[10] სეა, ფ. 53, ც. 1, თ. 3977, წ. 55-ის პერ-56.
[11] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 85-86.
[12] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 88.
[13] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.
[14] „ეჯმიაწინ“, 2006, ჟ-ჟა, გვ 144.
[15] საქართველოს სომეხთა ეპარქია.