ჩეჩერექ - სურბ ავეტარან( წმიდა სახარება)
სოფელი ჩეჩერექი (ჭალა) მდებარეობს ახალციხიდან 4კმ-ით აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან 300 მ-ის დაშორებით. ჩეჩერექი დღემდე ცნობილია სოფლის შუაგულში არსებული წმინდა სახარებად წოდებული სამლოცველოთი და იქ შენახული ილუსტრირებული ხელნაწერი სახარებით.[1]
წმინდა სახარების სამლოცველო:როგორც იუწყება ძეგლის სპეციალისტი ს. კარაპეტიანი, ეკლესიის შემცვლელი შენობა წარმოადგენდა ერდოს ფორმის საცხოვრებელ სახლს. [2]წმინდა სახარების სამლოცველომ, სამლოცველოს სახელი მოიპოვა აქ შენახული,1745 წლით დათარიღებული ხელნაწერი სახარების არსებობის გამო. 2005 წელს სოფლის მცხოვრები, ედგარ ჰაკობიანის ინიციატივით და სახსრებით აღდგენილ იქნა წმინდა სამლოცველო.[3]
არქიტექტურა: სამლოცველოს აქვს ოთხკუთხედის ფორმა. საერთო ზომებია 5,7x4,6 მ. ფასადის კედლები გალესილია ცემენტის ნარევით. კედლები არ არის ორნამეტირებული. შიდა ტერიტორიაზე კედლები გალესილია და შეღებილი. შესასვლელი ამოჭრილია დასავლეთის კედელზე, რომლის ზემოთ მოთავსებულია გადასაფარებელი. დასავლეთის კედლის მარჯვენა მხარეს არის სომხური ჩანაწერით წითელი ტუფის ქვაჯვარი. ორფერდა სახურავი გადახურულია თუნუქით. სამლოცველოს მოჩოქურთმებული კარებიდან მარცხენა კედელში, მოთავსებული ქვაჯვარი, რომლის მომიჯნავედ გაკეთებულია სამხაზიანი სომხური ჩანაწერი: „რებილიტატორი | ედვარდ | ჰაკობიან 2005“ .[4]
სამრევლო მღვდელები: ჩეჩერექში, როგორც წესი სულიერ მსახურებას ეწეოდნენ ქალაქ ახალციხის სასულიერო პირები. ამგვარად, 1885 წლის მდგომარეობით სოფელს ეკლესია არ ჰქონდა, ჰქონდა 9 სამრევლო, რომლებსაც მწყემსავდა ახალციხის მღვდელი.[5]
სასაფლაო მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ძველ საფლავის ქვებს არ აქვთ წარწერები და ეხება IX-Xსაუკუნის ნახევარს.[6]
საქართველოს სომხური ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი