Материалы

ბათუმი- „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია

q. batumi surb prkich 3დაარსდა 1879 წელს ფიცრით ნაგები ეკლესიის საძირკველზე

აშენდა 1895- 1899 წწ.

მისამართი: ქ. ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა, 39

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ სომხური სამოციქულო ეკლესია აშენდა 1879 წელს, მღვდლის კოსტანდინ ტერ-სტეფანიანის ძალისხმევით. ეკლესია თავდაპირველად ხის იყო [1], თუმცა იგი მალევე დაიშალა და 1887 წელს ახალი ეკლესიის აშენება გახდა საჭირო. ადგილობრივი მღვდლის, კოსტანდინ ტერ- სტეფანიანის ხელმძღვანელობით საზოგადოების რამდენიმე გამოჩენილი პიროვნება თავის თავზე იღებს ეკლესიის აშენებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიების პასუხისმგებლობას. არშაკ წატურიანის, ვასილ ფარემუზიანის, ღაზარ ტერ-ღაზარიანის და არშაკ შხიანცის ძალისხმევით შეგროვდა დაახლ. 400 რუბლი [2], თუმცა არასაკმარისი მატერიალური საშუალებების გამო სამშენებლო სამუშაოები დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა [3]  და თითქმის საუკუნის მეოთხედი ნაწილი მოიცვა.

1891 წლის მდგომარეობით ახალი ეკლესიის შენობა კვლავ ნახევრად აგებულ მდგომარეობაში იყო და მრევლი სამლოცველოდ მოწყობილ ჩვეულებრივ სახლში დადიოდა სალოცავად[4]. იმავე წელს სამშენებლო სამუშაოების დიდი გულმოდგინებით განახლების ინიციატივა გამოიჩინა პოლკოვნიკმა გასპარ სტეფანიანმა[5]. 1895 წელს გამოქვეყნებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ბათუმის სომხური ეკლესია ნახევრად აგებულ მდგომარეობაში იყო: „...ახალ დიდებულ ეკლესიას საძირკველი დიდი ხანია ჩაეყარა, კედლები დაახლ. ერთი არშინის სიმაღლისაა, მაგრამ ვინ იცის რამდენი წელია ამშენებელი არ ჰყავს...[6]“. 1898 წელს ნახევრად აშენებული ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებიის იმედი ბაქოში მცხოვრები მდიდარი სომხების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. ბათუმს უკანასკნელთან მყარი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა, ამრიგად შესაბამისი სახსრების მოძიების მიზნით სამრევლო მღვდლის მესროპ მელიანის ბაქოში გამგზავრება გადაწყდა[7]. ეკლესიის მშენებლობისათვის დიდი დახმარება გაიღო ასევე ცნობილმა შეძლებულმა და ეროვნულმა ქველმოქმედმა ალექსანდრე მანთაშიანცმა. საბოლოოდ 1899 წელს ეკლესიის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა, რომელზეც 25 000 რუბლი დაიხარჯა[8]. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ეკლსიის პროექტი ავსტიელმა არქიტექტორმა რობერტ მარფელდმა შეადგინა. 

1900 წლის 12 დეკემბერს, ნომერ 1330-ე კონდაკით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი თავის კურთხევას აძლევს ახლად აშენებულ ეკლესიას [9]. იმავე წლის 17 დეკემბერს ჩასატარებელ ეკლესიის კურთხევის რიტუალთან დაკავშირებით მოწვევა გაეგზავნა მკრტიჩ ხრიმიან კათოლიკოსს[10].

Batumi Surb Prkichარქიტექტურა: „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია აშენებულია გამომწვარი აგურისაგან და მიეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვან სტილს. გარე ზომებია- 9,61x6,5 მ. ეკლესიის მოხატულობა და სივრცული სტილი ჯვარისებრია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები ნახევარწრის ფორმის დეკორებით არის მორთული. შენობის კუთხეებში დეკორატიული ბოძებია აღმართული, დასავლეთ მხარის წინა ნაწილი ოვალური ფორმისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს- სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხარეებიდან. ცენტრალური გუმბათი აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. შიდა კედლები შელესილი და შეღებილია. მარცხენა მხარეს მოთავსებულია ემბაზი. 

ეკლესია საბჭოთა წლებში: ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია დაიხურა 1923 წლის 26 აპრილს, „... დრეს, 26 რიცხვში, დაახლ. დილის 10 სთ-ზე საბჭოთა მთავრობამ დალუქა სომხური „სურბ ფრკიჩ“ეკლესია. მიზეზი საბჭოსათვის უცნობია“ [11].

1930-1958-იან წლებში ეკლესიის შენობა კინოგაქირავების საწყობად გამოიყენებოდა. 1959 წელსQ. Batumi Surb Prkich საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ქალაქის იერსახის ე.წ. კეთილმოწყობის მიზნით ეკლესიის შენობის დანგრევა. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა ორგანიზებას უწევს ხელმოწერების შეგროვებას და განცხადების წერილს უგზავნის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს ვაზგენ პირველს თხოვნით, რომ ჩაერიოს და ხელი შეუშალოს ეკლესიის დანგრევას. მთავარი საკათედროდან ბათუმში ჩამოდიან სასულიერო პირები ეპისკოპოსი ვაჰან ქალანთარიანი და დიაკვანი ჰოვანესი, რათა წმინდა ეჯმიაწინის წერილობითი თხოვნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალექსანდრე თხილიაშვილს გააცნონ. ეკლესია დაილუქა, ხოლო ქალაქის ხელისუფლება ეკლესიის რკინის გალავნის დანგრევას დასჯერდა. ეკლესიის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მაღალსართულიანი შენობები აშენდა, ხოლო ეკლესიამ მათ ფონზე უკანა პლანზე გადაიწია. მოგვიანებით, 1959-1991 წწ. ეკლესია ობსერვატორიის ფუნქციას ასრულებდა.

Q. Batumi Surb Prkichპოსტსაბჭოთა პერიოდი: 1992 წლის 3 მარტს პოლიტიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ეკლესიის შენობა გადაეცა აჭარის ხომეხი საზოგადოების „ვერაწნუნდ“ საქველმოქმედო კავშირს. იმავე წლიდან ადგილობრივი სომხების მატერიალური სახსრებით იწყება ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები, რომელიც 1996-2000-იან წლებში უფრო დაჩქარდა. ეკლესიის რესტავრაციას მისი ხელახლად გახსნა და მთლიანი საქმიანობის განახლება მოჰყვა [12].

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია თავის აქტიურ საქმიანობას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღვრობის პირველივე წლებიდან წარმართავს. 2007 წელს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან გაიხსნა „სურბ მესროპ მაშტოც“ საკვირაო სკოლა. 2009 წელს ეკლესიასთან დაარსდა ახალგაზრდული გაერთიანება „ჩვენი მომავალი“, ხოლო 2012 წელს- „ქალთა კავშირი“.

2015 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამზღვრის ხელმძღვანელობით, სრ დიასპორისBatumi Surb Prkich სამინისტროს, ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მრევლის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მატერიალური ხელშეწყობბით, ბათუმში საქმიანობას იწყებს „ალექსანდრ მანთაშიანც“-ს სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი. აღნიშნული ცენტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიას ეკუთვნის და აჭარაში მცხოვრებ სომხებს შორის ეროვნული კულტურის განვითარებას და სომხური იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] იხ. ს. კაპაპეტიანი, სომხური ეკლესიები საქართველოში, ნორაშენი, 2006/6, გვ. 6-7.

[2]იხ. „მშაკ“,1887, N 6, გვ. 1.

[3]იხ. „ნორ-დარ“,1889, N 150, გვ. 3;1890, N 153, გვ. 3.

[4]იხ. ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[5]იხ. „ნორ-დარ“,1891, N 84, გვ. 3:

[6]იხ. „ნორ-დარ“,1895,N 151, გვ. 3:

[7]იხ. სეა, ֆ. 56, ց. 1, գ. 9472, թ. 2.

[8]იხ. „ტარაზ“, 14 ნოემბერი, 1899, N 43, გვ. 1004.

[9]იხ. სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3024, թ. 9.

[10]იხ. სეა, ֆ. 56, ց. 18, գ. 264 թ. 142.

[11]იხ. სეა, ֆ. 57, ց. 3, գ. 525, թ. 30.

[12]იხ. ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[13]საქართვეოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են