წირა - სრბოც ჰრეშტაკაპეტაც / სურბ გევორგ/ ეკლესია
სოფელი წირა მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის რაიონში. სოფლის სრბოც ჰრეშტაკაპეტაც ან სურბ გევორგ ეკლესია აგებულია 1860 წელს. კერძოდ, 1860 წელს სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის ერთ-ერთ საარქივო ჩანაწერში წერია: „ნოროგ შინეალ“ სურბ ჰრეშტაკაპეტაც ეკლესია[1]. 1863 წელს ეკლესია მოიხსენიება, როგორც ხით აშენებული ნაგებობა[2].
ეკლესიის სახელის ცვლილება: ეკლესია ‘’სურბ გევორგ’’ სახელით არის მოიხსენიებული ჯერ კიდევ მე-20 წლის დასაწყისში, სოფელ წირას შესახებ საარქივო ჩანაწერებში. (კერძოდ: 1906 და 1912 წლები)[3]
ისტორიული ძეგლების ექსპერტის, სამველ კარაპეტიანის მიხედვით, ეკლესიის სახელის შეცვლა განხორციელდა 1860-1906 -იანი წლების პერიოდში. სახელის ცვლილება განპირობებული იყო შესრულებული კაპიტალური რემონტით. ავტორი დაეყრდნო, როგორც საარქივო ჩანაწერებს, ასევე, ეკლესიის შესასვლელის თავზე გაკეთებულ,1882 წელს სამშენებლო ჩანაწერების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას[4]
არქიტექტურა: ეკლესია ორფერდა სახურავის ქვეშ მოქცეული, წმინდად გათლილი ქვით, კირხსნარით აშენებული მართკუთხა ფორმის საძირკველით ნაგებობაა. დასავლეთის ფასადში, საკურთხეველი არის შენობის ფართობის გარეთ და შემოსაზღვრულია ნახევარწრული შვერილით. ერთადერთი შესასვლელი გაკეთებულია სამხრეთის ფასადიდან. განათება ხორციელდებოდა 9 ფანჯარის მეშვეობით. დასავლეთ ფასადის თავში ჰქონდა პატარა სამრეკლო, რომელიც არ არის შენარჩუნებული[5].
3 საეკლესიო ნივთები: საეკლესიო ნივთებს შორის განსაკუთრებით ღირებული იყო 1786 წელს ს. პეტერბურგში გამოცემული ილუსტრირებული სახარება. ამის შესახებ ცნობებია შემონახული 1908 წელს სოფლის მმართველის არჩევნების შესახებ საარქივო ჩანაწერებში[6], სადაც აღინიშნება მმართველის განკარგულებაში გადაცემული ეკლესიის ქონების 47 დასახელების უამრავი წიგნის, ჭურჭლის, ჯვრების შესახებ[7]։
კაპიტალური რემონტი და ხელახლა კურთხევა: ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაწყებული ეკლესიის სარემონტო სამუშაოების განმავლობაში ჯერ გარემონტებულა ეკლესიის სახურავი. 2007 წლის გაზაფხულიდან, სურბ გევორგ (სურბ ჰრეშტაკაპეტაც) ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ახალი ძალა მიიღო. ყაზახეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ალექსანდრ მათევოსიანის მატერიალური მხარდაჭერით გარემონტდა ეკლესიის იატაკი, ასევე კეთილმოეწყო ეკლესიის ინტერიერი და ექსტერიერი. 2010 წლის 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის , ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს, ვაზგენ მირზახანიანის მეთაურობით ჩატარდა სურბ გევორგ (სურბ ჰრეშტაკაპეტაც) ეკლესიის ხელახლა კურთხევის ცერემონიალი, რომლის შემდეგ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია[8]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] სეა ფ. 53, ც. 1, გ. 3833, წ. 97-ის პერ.
[2] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3843, წ. 60-61.
[3] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3912, წ. 109-ისპერიოდი.-110; გ. 1286, წ. 9:
[4] ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ. 209-210:
[5] იმავე ადგილას, გვ. 210:
[6] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 1286, წ. 5.
[7] ნახე იგივე ადგილას.
[8] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი. იხილეთ ასევე /http://panarmenian>.net/arm/news/45498: