ახალციხის რაიონის საზელის სურბ ჰრიფსიმე ეკლესია
ეკლესიის მშენებლობა. სოფელ საზელის სურბ ხაჩ ეკლესიისაგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს სამლოცველო, რომელზეც აშენებულია სამლოცველოს ტიპის მარტივი ნაგებობა. 1990-იან წლებში, საზელის ტერიტორიაზე, „ფოს არტერ“ წოდებულ ადგილას აღმოჩენილ წმინდა ქვაზე, შემდგომში აშენდა სამლოცველო, დასახელებით ,,‘სურბ ჰრიფსიმე“. [1]იგი აშენდა და იკურთხა 1998 წლის 2 აპრილს, მარლენ ჰოვჰანნესის ძე ჰამბარძუმიანის ინიციატივით.[2]
არქიტექტურა. სამლოცველო აშენებულია წმინდად გათლილი ტუფით: წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმით. საერთო ზომებია 5 x 3,98 მ. ფასადის ნაწილები არ არის გაფორმებული. თაღოვანი შესასვლელი ამოჭრილია დასავლეთის კედელზე, რომელიც შემოსაზღვრულია სომხური ჩანაწერების მქონე სამი ფილით. დასავლეთის კედლის მომიჯნავედ არის ოთხსვეტა ნაგებობა, რომელიც საფარის როლს ასრულებს. საფარი არის თაღოვანი, გადახურული თუნუქით. შიდა ტერიტორიაზე კედლები მოლესილია.[3]
სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი. 2017 წლის 23 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით, ახალციხის რაიონის სოფელ საზელის სურბ ჰრეფსიმე სამოლცველოს ეზოში, ახალციხის სულიერი ინსპექტორის, არქიმადრიტი, ტერ ჰაკობ საჰაკიანისა და ახალციხის რაიონის სულიერი მწყემსის, ღირსი ბერის, ტერ თორგომ ვარდანიანის ხელდასმით, ჩატარდა ქვაჯვარის კურთხევის ცერემონიალი. ქვაჯვარი დაიდგა სოფლის მკვიდრის, ქველმოქედ, მარტიროს სოღომონიანის სპონსორობით, მიძღვნილი, 1915 წლის სომეხთა დიდი გენოციდის მსხვერპლებისადმი. მოქანდაკე: ჰამლეტ მანასიან.[4]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1]ჰ. ჰაკობიან, ახალციხე, ერზრუმის გადასახლებიდან დღემდე, ერევანი 2002, გვ 139-140;
ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008 გვ. 274.
[3] საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
საქართველოს სომეხთა ეპარქია