Материалы

ღულალის - სურბ ხაჩ ეკლესია, დაარსდა 1994 წელს კათოლიკური ეკლესია. სამოციქულო სურბ ასტვაწაწინ სამლოცველო

1 ghulalisi-surb astvatsatsinis samlocveloდაარსდა 2000 წელს.

ღულალისი არის სომხებით დასახლებული სოფელი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ახალციხის რაიონში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ სამხრეთ-დასავლეთით. სოფელში ცხოვრობენ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის, ასევე კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები. ღულალისის სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები წლების განმავლობაში თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დადიოდნენ მეზბელ პატარა პამაჯისა და საზელის ეკლესიებში. ამ სიცარიელის შესავსებად 2000 წელს ღულალისელი რობერტ ანდრანიკის ძე ჰარუთიუნიანის ქველმოქმედებით აშენდა სურბ ასტვაწაწინ სამლოცველო[1].

არქიტექტურა. სურბ ასტვაწაწინ სამლოცველო აშენებულია ტუფის ქვით, აქვს ორფერდა სახურავი. საშენ ხსნარად გამოყენებულია კირი. გეგმის მიხედვით აქვს მოგრძო ოთხკუთხედის ფორმა. საერთო ზომებია 6,77x4,68. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან. შესასვლელის ზედა მხარეს 2 Axalcixe Ghulalisi Surb Astvatsatsinამოტვიფრულია ქვაჯვარი, ხოლო შესასვლელის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სომხური ჩანაწერები. სaმხრეთის კედელზე თაღოვანი ფანჯარაა ამოჭრილი. შიდა ტერიტორიის ჩრდილოეთის კედელზე ნათლობის აუზია[2]. დასავლეთის ფასადზე მიმაგრებულ ფილაზე წერია. „ეს სამლოცველო აშენდა | სოფელ ღულალისის | მკვიდრის, რობერტ| ანდრანიკის ძე | ჰა-რუ-თიუნ-იანის | ქველმოქმედებით | 08.08.2000“[3]:

კალიგრაფია: სოფელ ღულალისში დღემდე ინახება პეტროს პეტროსიანის მიერ ჰინძქიდან ჩამოტანილი ტყავის შეკვრით და ძვირფასი ქვებით მორთული ერთი ხელნაწერი სახარება, რომელიც პეტროსიანების დინასტიის მემკვიდრეების სგავრეულო სიწმინდედ ითვლება.

სასაფლაო: მდებარეობს სოფელში. დღემდე შენარჩუნებული საფლავის ქვებიდან ყველაზე ძველები ეხება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ზოგიერთ საფლავის ქვას აქვს წარწერა და აქვთ მართკუხედის ფორმა[4].

საქართველოს სომხური ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1] http://www.jah.am/%D5%B2%D5%B8%D6%82%D5%AC%D5%A1%D5%AC%D5%AB%D5%BD-2:

იხ. ასევე ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი 2008, გვ. 235.

[2] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

საქართველოს სომხური ეპარქია.

[3] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

[4] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են