Материалы

ახალციხე - სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია

1 axalcixe surb grigor lusavorich დაარსდა 1837 წელს

მისამართი: ხმალაძის ქ. 7 (II გურამიშვილის ქ. 7)

ეკლესიის მშენებლობა და რეაბილიტაციები. ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია მდებარეობს ახალციხეში, რაბათის უბანში. საარქივო ჩანაწერები, ახალციხეში, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ დასახელებით, ეკლესიის შესახებ, ცნობებს გვაწვდიან დაწყებული 1837 წლიდან. კერძოდ, აღნიშნული ეკლესიის სახელი გხვდება 1837 წელს შედგენილი სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიალური ეკლესიების მოძრავი და უძრავი ქონების სიებში[1]. შენარჩუნებულია ასევე სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის, 1839 წელს გარდაცვლილების მეტრიკული ჟურნალი[2]. ეკლესიის დასავლეთ კედელზე არსებული ორი ეპიგრაფიკული წარწერიდან ერთ-ერთის მიხედვით, 1837 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები (სხვა ჩანაწერები ეხება 1878 წელს სამრეკლოს მშენებლობას)[3].

საინტერესოდ არის წარმოდგენილი ასევე გაზეთ „არძაგანქ“-ის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი სტადია, რომლის მიხედვით, ხრიმიან ჰაირიკი 1895 წელს ეწვია ახალციხის სურბ ფრკიჩ და სურბ ლუსავორიჩ ეკლესიებს. უკანასკნელთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია მნიშვნელოვანია, როგორც, კარნოს დევნილების პირველი სამლოცველო[4]. ჟურნალ „ფორძ“-ში დაბეჭდილი სხვა სტატიის მიხედვით, 1832 წელს ახალციხეში ყოფილა სურბ გრიგორ ლუსავორიჩ დასახელებით ეკლესია, რომელიც, 1876 წლის მდგომარეობით, სიძველის გამო არ იყო მოქმედი[5].

კიდევ სხვა საარქივო ჩანაწერების თანახმად, 1840 წელს ეპარქიალურმა წინამძღავრმა, კარაპეტ ბაგრატუნიმ მიმართა ეჯმიაწნის სინოდს: ახალციხეში სურბ გრიგორ ლუსავორიჩ დასახელებით 1 მონასტრის აშენების ნებართვის თხოვნით. განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ ახალციხეს არ აქვს ერთი ისეთი სამლოცველო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება: არსებობს მხოლოდ ნანგრევები, სადაც ჩანს ჯვრის კვალი. განცხადების ბოლოში ეპარქიალური წინამძღვარი ამატებს, რომ მონასტრისთვის „მოსახერხებელი“ ადგილი შეისყიდა საკუთარი სახსრებით. აშენებისთვის ელოდება სინოდის ნებართვას. 1841 წლის მდგომარეობით, ეკლესიის აშენების შესახებ მიმოწერა კვლავ გრძელდება[6].

ს. ეფრიკიანის მიხედვით, კარაპეტ ბაგრატუნის ეპარქიის წინამძღვრობის პერიოდში, ახალციხეში აშენდა სურბ ფრკიჩ, სურბ სტეფანოს და სურბ ლუსავორიჩ ეკლესიები. უკანასკნელი, ადრე იყო მეჩეთი, სადაც კარაპეტიანის სასწავლებლის დაარსებამდე, იკრიბებოდნენ სომეხი ყმაწვილები ეროვნული ენისა და რელიგიის სასწავლებლად[7].

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1830-იანი წლებში ახალციხეში, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ დასახელებით, ეკლესია ან სამლოცველო არსებობდა. სხვა საკითხია ეკლესიის კეთილმოწყობილი ან დანგრეული იერსახით არსებობა, რომლის ადგილას (შესაძლებელია ასევე კიდევ ერთ სხვა ადგილას) შემდგომში კარაპეტ ბაგრატუნუს ინიციატივით 2 axalcixe surb grigor lusavorich 1აშენდა ახლანდელი სურბ გრუგორ ლუსავორიჩ ეკლესია.

არქიტექტურა: ეკლესიის გარე ზომებია: 13,30x17,05მ. სამრეკლო აშენებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. კედლების და ჭერის შუა ნაწილი მორთულია შვერილით. შესასვლელი გაკეთებულია დასავლეთის კედლიდან. დარბაზი თაღოვანი სვეტებით. სამრეკლო აშენებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. შესასვლელი გაკეთებულია დასავლეთ კედელზე. დარბაზი თაღოვანი სვეტებით დაყოფილია სამ ნავად.ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია საკურთხველი, რომლის მარჯვენა და მარცხენა ეგვტერებია.ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში აშენებულია პატარა შუა სართული. ჩრდილოეთ კედელზე განთავსებულია ნათლობის აუზი[8].

რეაბილიტაციები მე-20 საუკუნეში: ეპისკოპოსის, მამა სერაიდარიანის წინამძღვრობის პერიოდში, 1997 წელს ეპარქიის რამდენიმე ეკლესიას, მათ შორის, ასევე, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიას ჩაუტარდა ინტერიერის და ექსტერიერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ეკლესიის ხარჯებით განხორციელდა ასევე ეკლესიის გზის ტროტუარის მოწყობა[9].

საეკლესიო ნივთებაი: 1837 წლის ეპარქიის უძრავი და მოძრავი ქონების ზემოთ აღნიშნული სიის მიხედვით, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიას ჰქონია ერთი კონდაკი, ერთი სახარება, ერთი დღესასწაულების წიგნი და სხვა სარიტუალო წიგნები, რომელშიც ვერცხლეულობა არ იყო აღრიცხული[10].

სამრევლო მღვდელები: 1837 წლებში მღვდელობდა ტერ-მარტიროს მნაცაკანიანცი[11], 1843 მღვდლად აღიკვეცა ღაზაროს გევორგიანი[12], 1870-80-იან წლებში, მღვ. ჰარუთიუნ ეფრიკიანი[13]. საბჭოთა პერიოდის მღვდლებიდან იყო ტერ-ჰამბარძუმ მელქონიანი (1967წ-ს აკურთხა არქეპის. ტერ-კომიტას ტერ სტეფანიანმა[14].

ხელახალი კურთხევა: 2009 წლის აპრილში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანის ხელით ხელახლა აკურთხეს ახალციხის, სომხური, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია[15].

სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესია დღემდე მოქმედია (იყო მოქმედი ასევე საბჭოთა კავშირის პერიოდში). ეკლესიის მომიჯნავედ ფუნქციონირებს ყოველკვირეული სასულიერო კურსები, ეროვნული ცეკვების წრე და ქალთა კავშირი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1]სეა, ფ. 56, ც. 6, გ. 39, წ. 109 პერ.-110.[1]

[2]სეა, ფ.53, ც.2, გ. 151, წწ. 1-11 პერ.

[3]ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ. 141-142.

[4]„არძაგანქ“, 1895, N 78, გვ. 1:

[5]„ფორძ“ 1876, N 1, გვ. 443:

[6]სეა, ფ. 56, ც. 1,გ. 732, თ. 1, 5:

[7]ს. ეფრიკიან, მოხტული მშობლიური ლექსიკონი, ვენეცია, 1902, ტ. 1,გვ 58.

[8]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი საქართველოს სომეხთა ეპარქია

[9]„ეჯმიაწინ“, 1978, (გ), გვ. 62:

[10]სეა, ფ. 56, ც. 6, გ. 39, იმავე ადგილას.

[11]სეა, ფ. 56, ც. 1, გ. 215, თ.1:

[12]სეა, ფ. 56, ც. 1, გ.1158, წ. 14-ის პერ.

[13]სეა, ფ. 53, ც. 2, გ. 171, წ. 2; გ.177,წ. 3.

[14]საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი არქეპისკოპოს გევორგ მერაიდარიანის პირადი არქივი. მიმოქცევაში შედის პირველად.

[15] armenpress.am/arm/print/464763/.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են