Материалы

პატარა პამაჭი„სურბ ხაჩ“ ეკლესია

1 patara pamachi- surb xach მოიხსენიება 1837 წელს.

პატარა პამაჭი ქალაქ ახალციხიდან 6.5 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, სომხებით დასახლებული სოფელია, რომელსაც, როგორც რეგიონის თითქმის ყველა სომხებით დასახლებულ სოფელს, აქვს თავისი ეკლესია.

სოფელ პატარა პამაჭის ეკელსია 1863 წლამდე იყო ხით ნაშენი.[1]საარქივო ჩანაწერები ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდიან 1837 წლიდან.[2]

სომხური სამოციქულო ეკლესის და იმერეთის კონსისტორის საარქივო ჩანაწერებში, სოფელ პატარა პამაჭის ეკლესია მოიხსენიება, სურბ ჰაკობ (1837წ.), წმინდა ღვთისმშობლის (1840წ.), ხოლო დაწყებული 1841 წლიდან, სურბ ხაჩ სახელებით.[3]არსებითად, ეკლესია მრავალჯერ დაექვემდებარა რეაბილიტაციას და ხელახლა კურთხევას.

არქიტექტურა: კაპიტალურად გარემონტებული ეკლესიის გარე ზომებია: 12,85x8,0 მ.მომიჯნავე სამრეკლოს სამხრეთის კედლებზე ამოტვიფრულია ჩანაწერები კაპიტალური რემონტის შესახებ.[4]

სამრევლო მღვდელები: სურბ ხაჩ ეკლესიის მე-19 საუკუნის მღვდელებს შორის არიან, მამა საჰაკი, ჰოვანეს მინასიანი, ღაზაროს ჰოვანისიან ტერ-საჰაკიანცი, [5]კარაპეტ ტერ-მარტიროსიან ტერ-ნაჰაპეტიანცი.[6]1995 წელს მღვდელი, გარეგინ ვარდაპეტ ბალასანიანი პატარა პამაჭის პარალელურად მწყემსავდა ასევე მეზობელი სოფლების: დიდი პამაჭის, საზელის და ორალის სამრევლოებს.

ეკლესიის სახარებები: საქართველოს და იმერეთის თემის ეკლესიების მოძრავი და უძრავი ქონების სიის მიხედვით, სურბ ხაჩ ეკლესიაში შემონახულია 5 რიტუალის წიგნი: ჭაშოც, სახარება ვერცხლის პატარა ჯვრით, საგალობლებლების კრებული, ჟამი, 2 Poqr Pamachსიმეონის სადღესასწაულო კალენდარი.[7]დღემდე ადგილობრივ მოსახლეობასთან ინახება ასევე მე-15 საუკუნის ორი ხელნაწერი სახარება.

სკოლა: 1881 წელს სკოლაში მოქმედებდა კერძო სკოლა.[8]იმავე წელს სათემო ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატარა პამაჭში ცენტრალური სასწავლებლის გახსნის შესახებ.[9]აქ უნდა ესწავლათ ასევე მეზობელი სოფლის ბავშვებს. მიუხედავად სკოლის კანონმდებლობის დამტკიცებისა, პროექტი არ განხორციელდა. შემდეგ, 1908 წელს, მსგავსი ინიციატივა გამოიჩინა ასევე კავკასიური საქველმოქმედო საზოგადოების ახალციხის ადმინისტრაციამ, მაგრამ ამჯერადაც პროექტი არ განხორციელდა.[10]

პოსტსაბჭოური პერიოდი: ეკლესიამ მოქმედების წლებში თავის ირგვლივ შემოიკრიბა ხალხი და სულიერი მსახურების მეშვეობით ზრუნავდა ადგილობრივი მოსახლეობის სწავლასა და სულიერ განათლებაზე, მაგრამ საბჭოურ წლებში ეკლესია დაიხურა და გადაიქცა საწყობად.

შემდგომში, ეკლესიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი მე-20 საუკუნეში. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1965 წელს, მაგრამ ეკლესიას დასრულებული სახე არ მიუღია. 1993 წელს ადგილობრივი მკვიდრის, ჰოვანეს მანუკიანის ძალისხმევით ეკლესიის რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება და იღებს დასრულებულ სახეს,[11]ხოლო 1995 წლიდან იწყებს ფუნქციონირებას.

1996 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ტ. გევორგ სერაიდარიანის ხელით, აკურთხეს სოფლის სამხრეთით მდებარე „კარმირ ბლურ“ (წითელი გორა) წოდებული მაღლობზე აგებული გენოციდის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მემორიალი.[12]

ეკლესიის ხელახალი კურთხევა: წლების განმავლობაში ეკლესიას კვლავ ესაჭიროებოდა კაპიტალური რემონტი და ეს მისია იკისრეს ფესვებით პატარა პამაჭელი ანდრანიკ და ხაჩატურ ბაბოიანები და რუბენ საჰაკიანი.

2011 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი, ბაბგენ სალბიანის ხელით ხელახლა აკურთხეს ახალციხის რაიონის, პატარა პამაჭის მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სურბ ხაჩ ეკლესია. [13]პატარა პამაჭის სურბ ხაჩ ეკლესია გარემონტდა რუბენ საჰაკიანის, ანდრანიკ და ხაჩატურ ბაბოიანების სპონსორობით.

საქართველოს სომხური ეპარქია



[1] სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3843, თ. 60-ის პერ. -61.

[2]სეა, ფ. 56, ც. 6, გ. 39, თ. 134.

[3]სეა, ფ. 56, იმავე ადგილას; ფ. 53, ც. 1, გ. 3800, თ. 4; գ. 3798, თ. 126.

[4] ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ 263.

[5]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 264.

[6]სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 795, თ. 66.

[7]სეა, ფ. 56, იმავე ადგილას.

[8] „მეღუ ჰაიასტანი“, 1881, N 15, გვ 3.

[9] „მეღუ ჰაიასტანი“, 1881, N 232, გვ 1.

[10]სეა, ფ. 28, ც. 1, გ. 300, წწ. 15-16.

[11] ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 263.

[12] „ეჯმიაწინ“, 1996 (დ), გვ 109.

[13]საქართველოს სომხური ეპარქიის პრეს მდივანი, 2011. 11.25.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են