Материалы

ბეჟანოს წმინდა მინასის ეკლესია

დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში2 bezhano-surb minasis eklesia

ბეჟანო არის სომხური სოფელი ახალქალაქის რაიონში. ცნობილია, რომ ახალი ეკლესიის აშენებამდე სოფლის მოსახლეობა, საეკლესიო ღონისძიებებს სახელწოდებით „წითელი ეკლესია“ ტაძარში ატარებდნენ, რომელიც წითელი ქვით იყო აშენებული. დღემდე ეკლესია წმინდა ადგილად არის ცნობილი. დღეს, მოქმედ ეკლესია ატარებს წმინდა მინას ეგვიპტელის სახელს, რომლის შესახებაც წერია „ვარქ სრბოც“ წიგნში. [1]

ეკლესიის მშენებლობა - ბეჟანოს წმინდა მინასის ეკლესია აშენდა 1830 წლებში. სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიების 1840 წლის ანგარიშის თანახმად, ეკლესიის მრევლთა რაოდენობა დაახლოებით 196-ს აღწევდა. [2] ჯერ კიდევ 1840 წლებში ეკლესია ხისგან იყო აშენებული.[3] 1899 წელს ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. 1906 წელს ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომელსაც ეკლესიის სამხრეთ შასასვლელთან არსებული წარწერა ადასტურებს. [4]

არქიტექტურა - ეკლესია ნაცრისფერი ტუფისგან არის აშენებული. იგი დარბაზის ტიპის ეკლესიას მიეკუთვნება: საერთო ზომებია 18,72x10,64მ. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე გახსნილია ნახევარწრიული ფანჯრები. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის შესასვლელზე გამოსახულია ჯვარი, ხოლო დასავლეთის შესასვლელზე ეკლესიის ქანდაკება. შესასვლელის მარჯვენა მხარეს სომხური წარწერაა: წმიდა მინასის ეკლესია 1906წ. /რესტავრაცია გაუკეთდა 2007 წელს / ფილანთროპები - ვასილი და ვიკტორ სარგისიანები. სახურავის დასავლეთ ნაწილში სამრეკლოა. ეკლესიის მრუდი სახურავი დაფარულია კალის ფირფიტებით. შიდა სივრცეში კედლები გალესილი და მოხატულია. აღმოსავლეთ მხარეს აშენებულია საკურთხეველი, ჩრდილოეთ კედელზე კი ემბაზი. [5]

მღვდლები - წმინდა მინასის ეკლესიის მღვდლები იყვნენ გრიგორ ტერ ქერობიანცი, [6] გრიგორ სარგისიანი, ჰაკობ ქერობიანცი, [7] რომლებიც მოღვაწეობდნენ 1860-1870 წლებში.

1 առաջինը bezhano-surb minasis eklesia-

სკოლა - სოფლის საეკლესიო სკოლის შესახებ ინფორმაციას იძლევიან 1860-იანი წლების არქივულ დოკუმენტები. კერძოდ, 1869 წლის საქართველოსა და იმერეთის თემის სკოლების დოკუმენტების თანახმად, იგი დაარსდა 1863 წელს, ადგილობრივი საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნულ დროს მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 54 [8](1865-წელს - 47). [9]

ეკლესია 21-ე საუკუნეში - ეკლესიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მხოლოდ 2006-2007 წლებში, ვასილი და ვანიკ სარგისიანების ფინანსური მხარდაჭერით. 2007 წლის 17 აგვისტოს, ეკლესია აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრმა ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა, სამცხე ჯავახეთისა და წალკის საერთო წინამძღვრის მოადგილეს ტ. ბაბკენ სალბიანის თანხლებით. [10]პირველი წმინდა წირვა ახალქალაქის რაიონის სომეხთა სასულიერო წინამძღვარმა ტ. სამველ თოროსიანმა აღავლინა. წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლებს და ქველმოქმედებს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. [11]

სოფელ ბეჟანოდან 0.5 კმ აღმოსავლეთით, კათნაღბიურ ეკლესიის ნარგრევები. არქიტექტურული თავისებურებების მიხედვით, ეკლესია მიეკუთვნება ԺԲ-ԺԳ საუკუნეებს. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით შენარჩუნებულია „ვანქის“ ეკლესიის ნანგრევენი. სოფელში არის სხვა სიწმინეები, რომლები ინახება ხალხის სახლებში. [12]

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი

[1] „ნორაშენი“, 2007, /4/(10), გვ. 6

[2] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ.4-ի շրջ.

[3] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3802 (1), թ. 63-ի շրջ.-64:

[4] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 113.

[5] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია

[6] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 944, թ. 2; գ. 947, թ. 2.

[7] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 953, թ. 2; 4:

[8] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 55-ի շրջ.-56:

[9] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 2-ի շրջ.:

[10] „ეჯმიაწინ“, 2007, გვ. 144.

[11] საქართველოში სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი. "ეჯმიაწინ".

[12] ს. კარაპეტიან, იგივე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են