Материалы

სულდა - სურბ ხაჩ ეკლესია

2 sulda-surb xach-1აშენდა 1830-იან წლებში.

ეკლესიის დაარსება და რესტავრაციები: სოფელ სულდის სურბ ხაჩ ეკლესია აშენდა XIX საუკუნის 30-იან წლებში. ეკლესიის შესახებ ინფორმაცია დაცულია 1839-1840-იანი წლების სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიათა და სასულიერო პირთა ცნობებში. მღვდელმსახურად მოხსენიებულია მღვდელი სიმეონ ტერ-ჰოვჰანნისიანი[1]. ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა და ხელახლა იკურთხა 1853 წელს. მშენებლობაში გამოყენებულია სოფელ ოკამსა და სოფელ კაშს შორის მდებარე ნანგრევებიდან შეგროვებული თლილი ქვები[2]. 1866 წლის მდგომარეობით ეკლესია ხისგან იყო აშენებული[3], ხოლო 1885 წელს ქვისგან ნაგები, ხის სახურავით[4].

არქიტექტურა: ეკლესია შერეული ტიპის ტუფისგანაა ნაგები და მიეკუთვნება ორფერდა სახურავის მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიათა რიგს. საერთო ზომებია 19,01x10,87 მ. ეკლესიის ოთხივე ფასადზე თაღოვანი სარკმლებია. შესასვლელი არის დასავლეთის მხრიდან. დასავლეთ კედელზე ოთხი სვეტისაგან შექმნილი კარიბჭეა, რომელზეც ექვსწახნაგოვანი სამრეკლოა. ეკლესიას აქვს თაღოვანი სახურავი და გადახურულია თუნუქით. შიდა კედლები შელესილია და შეღებილია. დარბაზი თაღოვანი სვეტებით სამ ნავად არის დაყოფილი. საკურთხეველი აღმოსავლეთ ნაწილშია, მის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში კი საეკლესიო ნივთების საცავებია. ნათლობის ემბაზი განთავსებულია ჩრდილოეთ კედელზე[5].

1 Sulda Surb Xachსურბ გევორგ სამლოცველო: სურბ გევორგ სამლოცველო სოფელ სულდის სამხრეთ კალთის მაღლობზე მდებარეობს. სამლოცველო თლილი, დიდი ქვებითა და კირით ნაშენი ერთნავიანი ნაგებობაა. შემორჩენილი სიმაღლე დაახლ. 2 მ-ია, გარე ზომები 6,9x4,8 მ. სამშენებლო ხელოვნება და მისი კონსტრუქციული თავისებურებები ძველი სტილისაა, რომელიც დამახასიათებელია IX-X საუკუნეებისთვის[6].

სამრევლო მღვდლები: სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი მკრტიჩ მალხასიანცი, მღვდელი სარგის ფარმანიანი[7], რომლებიც მღვდელმსახურობდნენ 1860-1880-იან წლებში.

სკოლა: საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1869 წლის სასკოლო ბიულეტენის მონაცემების თანახმად, სოფელ სულდას სკოლისთვის სპეციალური შენობა არ ჰქონია [8]. 1875 წლის ბიულეტენში ნათქვამია, რომ სოფელს ჰქონდა ერთი დაწყებითი სკოლა. მასწავლებლად მოხსენებული იყო მათევოს ჰოვჰანნისიანცი[9]. სოფელი სულდა ახალქალაქის იმ მცირერიცხოვან სოფლებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც სისრულეში მოუყვანია სკოლის შენობის მშენებლობა, რაშიც დიდი ყოფილა ადგილობრივი მკვიდრის, ჰოვჰანნეს მალხასიანცის წვლილი. ახლად აშენებული სკოლა 1917 წელს გახსნილა[10].

სასაფლაო: სოფლის ორი სასაფლაოდან ერთ-ერთი გადაჭიმულია სურბ ხაჩ ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში.

2 Sulda Surb Xach

ეკლესიის ხელახალი კურთხევა: 2016 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ სულდაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით ჩატარდა სურბ ხაჩ ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია. ეკლესიის კურთხევის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და მაღალი თანამდებობის პირები სომხეთიდან და საქართველოდან.

ეკლესია განახლდა წარმოშობით სულდის მკვიდრის, თუმცა ამჟამად რუსეთში მცხოვრები ჰრაზდან არაკელიანის სპონსორობით და თანასოფლელთა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წმინდა მირონით აკურთხა ეკლესიის წმინდა ტრაპეზი, 16 სვეტი, მთავარი კარი და ნათლობის ემბაზი. ეკლესიის ხელახალი კურთხევის წესის დასასრულს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ეკლესიის ქველმოქმედ ჰრაზდან არაკელიანს კურთხევის წერილი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ სულდის სურბ ხაჩ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა ახლად ნაკურთხ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა[11].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 54-ի շրջ.:

[2] სეა, ֆ. 56, ց. 1, գ. 3352, թ. 4-5:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[4] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[5] საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია

[6] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 462:

[7] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 5209, թ. 2; գ. 5235, թ. 3:

[8] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 53-ի շրջ.-54:

[9] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 44:

[10] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 459-460:

[11] http://armenianchurch.ge/hy/lurer?start=235,

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են