Материалы

ჯიგრაშენი- „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესია

4 jigrasheni-surb hreshtakapetacis eklesiaეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კმ-ში, ნინოწმინდის რაიონში მდებარე სოფ. ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიის შესახებ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის საარქივო დოკუმენტები ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის 40-50-იანი წლებიდან დაწყებული. ამრიგად ეკლესია მოხსენიებულია 1840 წლის ეპარქიის ეკლესიების ცნობარში, „სურბ ჰრეშტაკაპეტაც გაბრიელ და მიქაელ“ სახელით[1], 1857-1860 წლების ცნობრში „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ სახელით[2]. სხვა წყაროში- 1866 წლის ცნობარში ხის შენობად არის მოხსენიებული[3]. 1885 წლის მდგომრეობით ეკლესია ქვით ნაგებ და ხის სახურავის მქონე ნაგებობას წარმოადგენდა[4]. აქვე აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიის კაპიტალი შეადგენდა დაახ. 2989 რ. 31 კ. ვერცხლს[5].

არქიტექტურა: ეკლესიას შესასვლელი დასავლეთ მხრიდან აქვს გახსნილი. სახურავი ოთხ წყვილ ხის ბოძს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში ნათლობის ემბაზია განთავსებული[6].

2 Jigrasheni Surb Hreshtakapetacსამრევლო მღვდლები: სოფ. ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკის თანახმად ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი ავეტიქ ტერ-ჰოვჰანისიანი[7] და მღვდელი მამბრე კარაპეტიანი[8]. მღვდელმსახურობდნენ 1860-80-იან წლებში.

სკოლა: საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1875 წლის სკოლათა ცნობარის თანახმად აღნიშნულ პერიოდში სოფელს ჰქონდა საბავშვო ბაღი- 50 აღსაზრდელით. მასწავლებლად მოხსენიებულია მღვდელი მამბრე მანუკიანცი[9]. 1860-იანი წლების ცნობარში სოფლის სკოლაზე ცნობები არ გვხვდება.

ეკლესიის განახლება და ხელახლად კურთხევა: „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესია დიდი ხნის1 Jigrasheni Surb Hreshtakapetac განმავლობაში ნახევრადდანგრეულ მდგომრეობაში იყო, თუმცა რუსეთშო მცხოვრები წარმოშობით ჯიგრაშენელი ღვთისმოსავის, არსენ ქსპოიანის ქველმოქმედებით 2012 წელს ეკლესიას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ეკლესიის რესტავრაციასთან ერთად კეთილმოეწყო და შემოიღობა მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. 2013 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის და სასულიერო დასის მონაწილებით ხელახლად იკურთხა ნინოწმინდის რაიონის სოფ. ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ რესტავრირებული და კეთილმოწყობილი ეკლესია. ნინოწმინდის სომხური თემის სულიერი მწყემსის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის მიერ ახლადკურთხეულ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურია. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს სოფ. ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიაში ჩატარდა პირველი ნათლობა. ახლადკურთხეულ ეკლესიაში პირველები ქველმოქმედ არსენ ქსპოიანის ოჯახის წევრები (8 ადამიანი) მოინათლნენ[10].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թ. 37-ի շրջ.-38:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74-ի շրջ.-75:

[4] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 111-ի շրջ.-112:

[6] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ.427.

[7] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4722, թ. 2:

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4750, թ. 3:

[9] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 44:

[10] http://haynews.am/hy/1384160634.  ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის პრეს მდივანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են