Материалы

წითელსოფელი- „სურბ ავეტარანჩაც“ სამლოცველო

1 tsiteli sopeli karmir gyugh - srboc avetaranchacis samlocveloაშენდა 2012 წელს.

სამლოცველოს მშენებლობა: საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონში მდებარე სოფელ წითელსოფელს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. იგი სომხებით არის დასახლებული. აქ ძირთადად სახლობენ დასავლეთ სომხეთიდან იძულებით გადმოსახლებულთა და გადარჩენილთა შთამომავლები. აქ მცხოვრებ სომხებს შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა, სარწმუნოება და ეროვნული ფასეულობები. საბჭოთა პერიოდის ათეისტურ პერიოდში ცხოვრების გამო ადგილობრივებს არ ჰქონდათ საკუთარი სამლოცველო ადგილი და ეკლესია, თუმცა 2012 წელს თემის მკვიდრის- ვილიხან (ვილიკ) ხაჩატურიანის ინიციატივით, თემის სხვა წევრების და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარაჭერით აშენდა სოფელ წითელსოფლის „სურბ ავეტარანჩაც“ სამლოცველო. 2012 წლის 2 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ, შესრულდა ახლადაშენებული სამლოცველოს კურთხევის წესი. სამლოცველოს კურთხევის წმინდა რიტუალის შემდეგ პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა მარნეულის რაიონის სომხების სულიერმა მწყემსმა, მღვდელმა მოვსეს აშურიანმა[1].

2 Marneuli Tsiteli Sopeli Srboc Avetaranchacსამლოცველოს მოკლე აღწერა: „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველო მართკუთხა სამლოცველოა. ზოგადი ზომებია: 6.17x4.43მ. ფასადის კედლები შელესილია ცემენტის ხსნარით. ნახევაწრის ფორმის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს, რომლის ზედა ნაწილიც გადახურულია. ორმხრივი სახურავი გადახურულია თუნუქით. შინდა სივრცის კედლები შელესილია. დასავლეთ ნაწილში, ერთი საფეხურის სიმაღლეზე, ტრაპეზია, რომელშიც ტუფის ხაჩქარია ამოქანდაკებული. ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია ნათლობის ემბაზი[2].

 „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველო მარნეულის რაიონის სომხური რვა თემის ერთადერთი მოქმედი სამლოცველოა[3]. 2015 წელს, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავზე, სოფელ წითელსოფელში დაიდგა სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი.

მონუმენტი დაიდგა წარმოშობით ადგილობრივი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები დავით დავთიანის, გრიგორი ელოიანის ინიციატივითა და ქველმოქმედებით. მათ შეუერთდნენ ასევე რფ გადასული წითელსოდლელები. მემორიალის საზეიმო კურთხევა გაიმართა 2015 წლის 26 ივნისს.

სოფელ წითელსოფელში დადგმული სომეხთა გენოციდის წმინდანებად შერაცხულ მსხვერპლთა სხოვნის ხაჩქარი პირველია ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონში მცხოვრებ სომხურ სოფლებს შორის[4].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] „ეჯმიაწინი“, 2012, (6), გვ. 140.

[2] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[3] http://www.slaq.am/arm/news/61838/https://news.am/arm/news/108009.html

[4] http://armenianchurch.ge/hy/news/34-news/959-karmir-gyugh. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են