Материалы

შაუმიანი, დიდ შულავერი- „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია

4 shaumiani-surb astvatsatsinis eklesiaდაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევრში

ეკლესიის პირველი კურთხევა ჩატარდა 1844 წ.

ეკლესიის დაარსება და განახლებები: ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის სოფ. დიდი შულავერდის ზაგამეცოცად წოდებულ რაიონში მდებარე „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სახელწოდების ეკლესიის ადგილას არსებობდა შუასაუკუნეებიდან გადმონაშთი ნახევრადდანგრეული ეკლესია[1]. 1841-1842 წლების მდგომარეობით მზად იყო ახალი ასაშენებელი ეკლესიის პროექტი და ფასადი[2], ხოლო უკვე 1844 წელს, ეპარქიის წინამძღვრის არქეპისკოპოს სარგის ზალალიანცის მიერ ჩატარდა ახლადაშენებული ეკლესიის პირველი კურთხევა[3].

3 Shaumiani Surb Astvatsatsinშემდგომში ეკლესიას მრავალჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია. კერძოდ, საფუძვლიანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1862-1864 წლებში. ამის დამადასტურებელი წარწერები შემორჩენილია ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელის წირთხლზე. 1879 წლის მდგომარეობით, საავარიო მდგომარეობაში იყო ჩრდილოეთ შესასვლელთან არსებული სამრეკლო[4], რომლის მშენებლობაც 1887 წლამდე მიმდინარეობდა[5]. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ასევე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები[6]. 1913 წელს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია კვლავ რესტავრაციას საჭიროებდა, ამრიგად ადგილობრივთა და სასულიერო მსახურთა მხარდაჭერით ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. 1916 წელს წარმატებით განახლდა ეკლესიის სახურავი და შიდა კედლები[7].

ეკლესია საბჭოთა წლებში: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია მოქმედებდა 1920-იან წლებამდე. 1923 წელს დამტკიცდა ეკლესიის ახლადარჩეული სამეურვეო საბჭო[8]. ამის შემდეგ ის დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. 1989-1990 წლებში შულავერდელებმა ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს. 1998 წელს ეპარქიის წინამძღვრის არქეპისკოპოსმა გევორგ სერაიდარიანმა ეკლესიის სულიერ მსახურად ვაჰან ასლამაზიანი დანიშნა[9].

არქიტექტურა: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია დაუმუშავებელი ქვისგან, ქვითკირით აშენებული, სამ 2 Shahumiani Surb Astvatsatsinწყვილ სვეტზე მდგარი ნაგებობაა. თანამედროვეების მიერ იგი აღწერილია ძველ, თაღოვან ნაგებობად[10]. სვეტები და თაღის მატარებელი კამარები წმინდად არის ნათალი. აქვს ორი შესასვლელი- ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. რესტავრაციების შედეგად დაემატა ასევე წითელი ტუფის ბარტყულა (კუნკული). დასავლეთ ფრონტონის წვეროზე სამრეკლოა. გარე ზომებია 18,30 × 11,00 მ.[11]

ეკლესიის ეკონომიკური მდგომარეობა: 1857-1860 წლების ეპარქიის ეკლესიათა ცნობარის თანახმად, „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის ძირითადი კაპიტალი შეადგენდა 551 რ. 89 კ. ვერცხლს[12]. სომეხთა სამოციქულო მართლმდიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდში ინახება ასევე „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობის სხვა საარქივო დოკუმენტებიც. მათ თანახმად, ეკლესია 1886 წლის მდგომარეობით, სხვადასხვა საეკლესიო ნივთის გარდა ფლობდა ასევე ორი მაღაზიას და სასწავლებლის შენობისათვის განკუთბვნილ მიმდებარე მიწის ნაკვეთს[13].

1 Shahumiani Surb Astvatsatsinსამრევლო მღვდლები: სხვა სოფლებისაგან განსხვავებით, დიდ შულავერდში, სოფლის სიდიდის გამო ერთდროულად რამდენიმე მღვდელი მსახურობდა. სოფლის სამრევლო მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი მოვსეს ტერ-გრიგორიანი, დეკანოზი პოღოს ისაჰაკიანი, მღვდელი ჰოვანეს მარტიროსიანი, მღვდელი ისაჰაკ ავეტისიანი, მღვდელი მკრტიჩ ტერ- ეღიაზარიანცი[14].

სკოლა: სოფელს ჰქონდა როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა სამრევლო სასწავლებელი. 1890-იან წლებში ეკლესიასთან არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა ორსართულიანი სასწავლებელი[15]. 1893 წელს ადგილობრივი მკვიდრის სიმეონ პარავიანის სახსრებით აშენდა ასევე გაიანიან-პარავიან გოგონათა სასწავლებელი[16].

სხვა ეკლესიები და სამლოცველოები: სოფლის კიდევ ერთი- „სურბ პოღოს-პეტროს“ (მესროპ) ეკლესია, ღარამურადის უბანში მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა 1839 წელს დაიწყო, თუმცა შეჩერდა[17]. აღნიშნული სამუშაოები განახლდა 1844 წელს. 1885 წლის მდგომარეობით ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები, საჭირო სამშენებლო სახსრების უქონლობის გამო, ჯერ კიდევ არ ყოფილა დასრულებული[18]. ეკლესიის მშენებლობა 1887 წელს დასრულებულა.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკზე, ყოფილა ასევე „სურბ სარგის“ სახელწოდების სამლოცველო და „სურბ კირაკი“-ს სახელობის მონასტერი. სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარეობდა სიპტაკშენ სახელწოდებით ძველი ნასახლარი, რომლის მახლობლათაც ყოფილა ერთი სამლოცველო და სასაფლაო. საფლავის ქვებზე ყოფილა ასევე წარწერები[19].

ეკლესიის ხელახლად კურთხევა: 2013 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სასულიერო დასის წარმომადგენელთა მონაწილეობით, იკურთხა მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. წლების მანძილზე უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩენილი ეკლესიის რესტავრაციის ინიციატივა გამოთქვეს და აღნიშნული სამუშაოები ითავეს საქართველოს სომეხთა ეპარქიამ- ჰრაჩ და ვიტალი მანასიანების და მიქაელ არაბაჯიანის ქველმოქმედებებით. ეკლესიის კურთხევის შემდეგ მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანის მიერ ტაძარში პირველი საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

დაბა შაუმიანში სომეხი ეროვნების მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ ასევე ეროვნებით აზერბაიჯანელები, ქართველები, რუსები, ბერძნები ამრიგად ადგილობრივი სომხებისათვის საჭირო იყო არა მხოლოდ საკუთარი სამლოცველოს ქონა, არამედ  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის წესების თანახმად ნათლობის და ჯვრისწერის რიტუალების ჩატარება და ასევე ეროვნული ტრადიციებით ცხოვრების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა[20].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] ს. ასლანიანი, ს. კარაპეტიანი „შულავერი“, ერევანი, 2002, გვ. 34.

[2] სეა, ֆ. 56, ց. 1, գ. 1055, թ. 1 և շրջ., 4.

[3] იხ. იმავე ადგილას, გვ. 35.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2906, թ. 5 և շրջ.:

[5] სეა, ֆ. 53, նույն տեղում, թ. 22 և շրջ.:

[6] იხ. იმავე ადგილას, გვ. 37.

[7] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3452, թ. 1, 9

[8] სეა, ֆ. 53, նույն տեղում, թ. 24-25 և շրջ.:

[9] „ვრასტან“, 1998, N 81-82, 10 ოქტომბერი, გვ. 8:

[10] „არძაგანქი“, 1884, N 42, გვ. 612.

[11] იხ. ივავე ადგილას, გვ. 38:

[12] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թ. 21-ի շրջ.-22:

[13] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2906, թ. 18:

[14] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3850, թթ. 5-ի շրջ.-14:

[15] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3452, թ. 53:

[16] სეა, ֆ. 53, նույն տեղում, թ. 102:

[17] იხ. იმავე ადგილას, გვ. 39.

[18] „არძაგანქი“, 1884, N 42, გვ. 612-613.

[19] „არძაგანქი“, იმავე ადგილას.

[20] http://armenianchurch.ge/hy/news/34-news/602-shaumyan-surb-astvacacin

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են