Материалы

პატარა დაღეთი / დაღეთ-ხაჩენი- „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია

2 tetri tysaro-patara dagheti-surb astvatsatsin დაარსდა 1863 წ.

ეკლესიის დაარსება: პატარა დაღეთი ან დაღეთ-ხაჩენი სომხებით  დასახლებული სოფელია საქართველოში, თეთრიწყაროს რაიონში, რაიონული ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში. სოფლის მოსახლეობა დაკავებულია მარცვლოვანი კულტურების მოყვანით და მებაღეობით, ასევე მისდევს მესაქონლეობას. სოფელი ყარაბაღის ხაჩენის პროვინციიდან ჩამოსულმა სომხებმა- 1789 წელს დააარსეს. სოფლის სიახლოვეს ნასოფლარებია, სამლოცველოები, სასაფლაოები, ისევე როგორც „სურბ ასტვაწაწინ“ სახელობის ქვისაგან აშენებული ეკლესია[1], რომელიც 1863 წელს მემამულე ქანანიანცის სახსრებით დაარსდა. ამის დამადასტურებელი სამშენებლო წარწერის შინაარსი შემდეგნაირია: («Ի ՀԻՄԱՆԷ ՇԻՆԵԱՑ ԶՏԱՃԱՐՍ ԶԱՅՍ ԱՍՏՈՒԾՈՅ ՏԵՂՈՅՍ ԿԱԼՈՒԱԾԱՏԷՐ ԱԶՆՈՒԱԶԱՐՄ, ԿՈԼԼԷԺՍԿԻ ԱՍՍԵՍՈՐ ԶՕՀՐԱԲ ՅՈՎՍԷՓԱՅ ՈՐԴԻ ՔԱՆԱՆԵԱՆՑ Ի ԲԱՐԵՈՂՋՈՒԹԻՒՆ ԻՒՐ ԸՆՏԱՆԵԱՑ ԻՒՐՈՑ, ի 1863 ԱՄԻ Ի ԹԱԳԱՒՈՐՈՒԹԵԱՆ ԱՂԷՔՍԱՆԴՐԻ Բ-ի ԵՒ Ի ՀԱՅՐԱՊԵՏՈՒԹԵԱՆ ԿԱԹՈՂԻԿՈՍԻ ԱՄԵՆԱՅՆ ՀԱՅՈՑ ՄԱՏԹԷՈՍԻ ԱՌԱՋԻՆԻ»[2]).

„სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია მოხსენებულია ასევე საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტაციაში. კერძოდ, ეკლესია ნახსენებია ეკლესიათა როგორც 1885-1886 წლების[3], ასევე 1907 წლების ცნობარებში[4].

აქვე დავძენთ, რომ ეკლესიას ასევე ჰქონდა სასულიერო სკოლა და მეურვეობა. 

არქიტექტურა: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია აშენებულია ტუფისაგან, მიეკუთვნება ორფერდა სახურავის მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიათა რიგს. ზოგადი ზოემბია: 9,5x6,68 მ. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს, რომლის ზემოთ მოთავსებულ ტუფზე ამოკვეთილია ჯვარი, ხოლო კედელზე- ნიშა. ორფერდა სახურავს აქვს თუნუქის გადახურვა. შიდა კედლები შელესილი და შეღებილია. აქვს თაღოვანი ჭერი. აღმოსავლეთ ნაწილში წმინდა საკურთხეველია, რომლის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში საეკლესიო ნივთების საცავებია. ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია ნათლობის ემბაზი[5].

1 Tetri Tysaro Patara Dagheti Surb Astvatsatsinეკლესია საბჭოთა წლებში: „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია საბჭოთა წლებში დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში წმინდავდა და უვლიდა, რის შედეგადაც ეკლესია მდგარ მდგომარეობაში შემოგვრჩა, შემდგომ პერიოდში კი სულიად აღდგა.

ეკლესიის ხელახლად კურთხევა: 2013 წლის 8 სექტემბერს, ყოვლადმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ხელახლად იკურთხა საქართველოში, თეთრიწყაროს რაიონის პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. იგი განახლდა და სულიერი მსახურებისათვის მომზადდა წარმოშობით დაღეთელი, რუსეთში მცხოვრები არსენ აღამირიანის, სეირან ფერიხანიანის, არტიომ არუშანიანის და ლევონ კარახანიანის ქველმოქმედებით[6].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ის

 

[1] http://armenianchurch.ge/hy/lurer/34-news/537-phoqr-daghet-surb-astvacacin. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

[2] „არძაგანქი“, 1884, N 41, გვ. 602.

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3877, թ. 58-ի շրջ.:

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 38-ի շրջ.-39:

[5] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[6] იმავე ადგილას. http://armenianchurch.ge/hy/lurer/34-news/537-phoqr-daghet-surb-astvacacin.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են