Материалы

მოლითი- „სურბ გევორგ“ ეკლესია

1 borjomi-moliti-surb gevorgდაარსდა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში.

ეკლესიის დაარსება: ახლქალაქიდან ჩრდილო- აღმოსავლეთით 27 კმ-ში მდებარე სოფ. მოლითის „სურბ გევორგ“ ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტები. ეკლესია „სურბ გევორგ“ სახელწოდებით იხსენიება ეპარქიის 1867 წლის ეკლესიათა ცნობარში[1]. 1885 წლის მდგომარეობით იგი ყოფილა ქვით აშენებული და ხის სახურავის მქონე ნაგებობა[2].

 „სურბ გევორგ“ ეკლესია დიდწილად დაზიანდა 1899 წლის 19 დეკემბერს მომხდარი ცნობილი მიწისძვრის შედეგად[3]. მისი აღდგენისკენ ნაბიჯები გადაიდგა 1903 წელს[4]. მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში ეკლესიის ძირითადი კაპიტალი  17 რ. 4 კ. ვერცხლი იყო[5], მრევლის რაოდენობა შეადგენდა დაახლ. 368-ს[6].

ამჟამად ეკლესია მდგარია.

„სურბ გევორგ“ ეკლესიის გარდა, სოფელს ჰქონდა კიდევ ერთი სხვა ეკლესია და შუასაუკუნოვანი სამლოცველო. აქედან პირველი მთლიანი თლილი ქვისგან აშენებული, კამაროვანი ჭერის მქონე ერთნავიანი ნაგებობა. სამლოცველო მდებარეობდა სოფლის ჩრდილოეთ მაღლობზე[7].

არქიტექტურა: „სურბ გევორგ“ ეკლესია აშენბულია შერეული ტუფისაგან. მიეკუთვნება დარბაზული ტიპის ეკლესიებს. გარე ზომებია: 14.2×9.38 მ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გამოჭრილია ნახევარწრის ფორმის სარკმლები. შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. კედლები ნაწილობრივ შეღებილია. აღმოსავლეთ მხარეს, ორი საფეხურის სიმაღლეზე საკურთხეველია.

მღვდლები: სოფ. მოლითის „სურბ გევორგ“ ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი ალექსანდრე სიმონიანცი[8], მღვდელი გალუსტ ტერ- გალუსტიანცი[9]. მღვდელმსახურობდნენ მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. ცნობები ამოღებულია ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკიდან.

სკოლა: ეპარქიის სკოლათა 1906 წლის ცნობარში სოფ. მოლითის საეკლესიო-სამრევლო სკოლაზე ცნობებები არ გვხვდება[10].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3851, թ. 12-ի շր.-13:

[2] “არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 43.

[3] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 402.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3423, թթ. 1-3 և շրջ.:

[5] სეა, ֆ. 56, ց. 16, գ. 475, թ. 431-ի շրջ.-432:

[6] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 174, թ. 60:

[7] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4003, թ. 1-ի շրջ.-2:

[9] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 4015, թ. 2-ի շրջ.-3:

[10] სეა, ֆ. 35, ց. 1, იმავე ადცილზე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են