Материалы

სურბ გევორგ საკათედრო ტაძარი

Tbilisi meidani surb gevorg

დაარსდა 1251წ.

მისამართი: ქ. თბილისი, სამღებროს ქ. 5

მეიდნის „სურბ გევორგი“ თბილისის უძველესი სომხური ეკლესიებიდან ერთ-ერთია[1], რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქალაქის სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო, და ამჟამადაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. შუა საუკუნეების პირველ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც კათოლიკე სურბ ასტვაწაწინ და გევორგ ზორავარი. მოგვიანებით, ადგილმდებარეობის გამო, ცნობილ მოედანზე მდებარეობის გარემოების გათვალისწინებით, მას ეწოდებოდა მეიდნის სურბ გევორგი ანბერდი მეწ ეკეღეცი [2].

ეკლესიის დაფუძნების თარიღად აღინიშნება 631 წელი[3], მაგრამ ასევე არსებობს 1251 წელს დაარსების ვერსია[4]. მე-13 საუკუნეში აგების ვერსია მკვლევარებმა მიმოქცევაში შემოიტანეს ეკლესიის კედელზე ძველად არსებული, მაგრამ რომელიც ამჟამად არ არის შემონახული, სმაშენებლო ჩანაწერისა და ჰოვჰანეს ერზენკაცუს გადმოცემული ცნობების საფუძველზე. ამათ თანახმად იგი ააგო უმექ იშხანმა [5] 1251 წელს.

პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეკი გულისხმობს ასევე იმ ფაქტს, რომ 1284 წელს ცნობილმა მწაერალმა, ფილოსოფოსმა ვარდაპეტ ერზნკაციმ (პლუზმა) თავისი ცნობილი სიტყვა «Յաղագս երկնային շարժմանց» წარმოთქვა ზუსტად სურბ გევორგ ეკლესიაში და დიდი მოწონება დაიმსახურა უმექ იშხანის უმცროსი შვილის, ვახტანგის მხრიდან, და მისივე თხოვნით დაწერა ეს სიტყვით გამოსვლა, რომლის შესავალში ერზნკაცი ამბობს: .«Ի թվին ՉԼԳ պատահեաց գալ ի կողմանս աստուածապահ թագաւորութեանս աշխարհիս վրաց, ի հռչակաւոր և ի մեծ ի մայրաքաղաքն ի Տփխիս, Փայտակարան կոչեցեալ ի գիրս պատմողաց: Եւ հանդիպեցաւ խօսել մեզ բանս քարոզութեան ի դուռն եկեղեցւոյն մեծապատիւ և խոհեմամիտ և մեծ իշխան հայոց՝ պարոն Քարիմատինին: Զոր շինեալ էր աստուածասէր և բարի հոգի հայր նորա պարոն Ումեկն»:

ნათელია, რომ ჩვენს მეცნიერებს აქვთ საფუძველი დაეყრდნონ გავლენიან ეზრნკაცის ნათქვამს, რადგანა ეზრნკაცი თვითონ იყო მომსწრე უმექ იშხანის მემკვიდრეებს, რომლებსაც შეეძლოთ სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ეკლესიის „აგების“ შესახებ.

არსებითად ეკლესიის დაარსების თარიღი მერყეობს მე-7-მე-13 საუკუნეების საზღვრებში:

არქიტექტურა: ეკლესია მიეკუთვნება სომხეთში მე-7 საუკუნიდან გავრცელებულ (ზოვუნი, პტღნი, არუჭ) გუმბათიანი დარბაზის ტიპს, რომლის გუმბათი ოთხ მყარ საბჯენზე დგას.

მეიდნის, სურბ გევორგის ეკლესია, მთლიანად აგურისგანაა ნაგები, მაგრამ მისი საძირკველი და კედლების პირველი მწკრივი დიდი პოლირებული ქვებითაა ნაშენები. ეკლესიის მთავარი საკურთხევლის ორ მხარეს ორსართულიანი წყვილი ეკვდერია, რომელთა ზედა სართულების შესასვლელები საკურთხეველშია განლაგებული. შენობასTbilisi meidani surb gevorg 1 ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან[6] ფრესკები: სურბ გევორქ ეკლესია გამოირჩევა თავისი ფრესკებით, რომელთაგან უძველესები მიეკუთვნებიან მე-14-მე-15 საუკუნეებს. ტაძრის კედლები მოხატულია ძველი აღთქმის ისტორიით, რომლებიც მიეკუთვნება ჰოვნათანიან მხტვრების ტომს. უფრო გვიანი პერიოდის ფრესკები დახატა მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილმა მხატვარმა გევორგ ბაშინჯაღიანმა.

ფრესკებისა და იკონოსტასის (კანკელი) აღდგენას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურბ გევორქ ეკლესიის 2013-2015 წლების მთლიანი რეაბილიტაციის დროს[7]:

კალიგრაფია: შუა საუკუნეების სომხურ მონასტრებთან და მთელ რიგ ეკლესიებთან მოქმედებდა კალიგრაფიული სკოლები. მათ შორის იყო, აგრეთვე, თბილისის სურბ გევორგის ეკლესია, რომლის შესახებ უამრავი ცნობაა დაცული მრავალი ხელნაწერის ანდერძებში. სურბ გევორგის კალიგრაფიული სკოლის პირველი ცნობილი ხელნაწერი მე-14 საუკუნის სახარებაა (ვენეცია, მხითარიანთა წიგნთსაცავი, ხელნ. 109) [8].

ეკლესიის ეზოში არსებული საფლავები: წმ. გევორგის ეკლესია ცნობილია აგრეთვე იმით, რომ მის ეზოში დასაფლავებულნი არიან სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ შუა საუკუნეების საფლავები დღემდე არ არის შემონახული.

უახლოეს პერიოდში აქ დაკრძალულთაგან ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე არა მხოლოდ სომხურ, არამედ, ქართულ საზოგადოებაში დიდად აღიარებული, ცნობილი აშუღი-პოეტი, რომელიც წერდა სამ ენაზე (სომხურად, ქართულად, სპარსულად), ერეკლე მეფის კარის მომღერალი, საიათ-ნოვაა (1722-1795). საიათ-ნოვას საფლავის გვერდზე განისვენებს, ცნობილი მხატვარის, გევორგ ბაშინჯაღიანის [9] ცხედარი.თბილისის სომხური, ყოფილი ვანქის საკათედრო ტაძრის ეზოდან (განადგურებულ იქნა 1930-იანი წლების ბოლოს) წმ. გევორგის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს და აქ დაკრძალეს რუსული არმიის ცნობილი სომეხი მეთაურების - კომსი მიქაელ ლორის-მელიქოვის (1824-1888), ჰოვანეს (ივან) ლაზარევის (1820-1879), არშაკ ტერ-ღუკასოვის (1819-1881) და ბეჰბუთ შელკოვნიკოვის (1837-1878) ნეშტები. აქ არიან დაკრძალულნი, აგრეთვე, დიდებულთა გვარის წარმომადგენლები და სასულიერო და კულტურის სფეროში ღვაწლის მქონე პირები.

უკანასკნელ პერიოდში ეკლესიის ეზოში დაკრძალულ იქნა საქართველოში 1972-2002 წწ. სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქეპისკოპოსი, გევორგ სეირადარიანი.

კაპიტალური რემონტი: თბილისის წმინდა გევორგმა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია, არამედ ამ ქალაქში სომეხი ერის საუკუნოვანი ცხოვრების მრავლისმთქმელი მოწმე, 21-ე საუკუნემდე მრავალი განსაცდელის გავლით მოაღწია. წლების განმავლობაში შენობა საგრძნობლად დაზიანებული იყო, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზემოდან ქვემოთ გაბზარული კედლებით, ჩამოშლილი სახურავით და ა.შ.

2012-2015–იან წლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს, ვაზგენ მირზახანიანის და ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, რუბენ ვარდანიანის ინიციატივით შეიქმნა, სურბ გევორგის ეკლესიის რესტავრაციის ფონდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქველმოქმედმა.ფონდის სახსრებით განხორციელდა Tbilisi meidani surb gevorg 2ეკლესიის რეაბილიტაცია და მისი ფრესკების აღდგენა.

ჯერ შესწავლილ იქნა ეკლესიის ფრესკები, სომხეთის ფრესკების სარესტავრაციო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ხელმძღვანელი - არჟანიკ ჰოვანისიანი) და იტალიელი რესტავრატორის, ფროფესორ ფაბრიციო იაკობინის მიერ. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულ იქნა სპეციალიზირებული ქართული ორგანიზაციის მიერ (შპს მღვიმე). სამშენებლო სამუშაოების პარალელურად შესრულებულ იქნა აგრეთვე ფრესკების ფართომასშტაბიანი რესტავრაცია, რომლის განმავლობაშიც აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალი გამოსახულებები.გარემონტდა აგრეთვე იკონოსტასი (კანკელი).ამ ფრესკის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მე-17 საუკუნიდან დაწყებული იგი რამდენიმეჯერ მოიხატა, ზოგჯერ კი იფარებოდა ბათქაშის ახალი ფენებით[10]. ფრესკების გაწმენდის შედეგად, გამოჩნდა ახალი სურათები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო: მამა ღმერთი, თორმეტი მოციქული, ოთხი მხარობელი, რომლებიც გუმბათის ქვედა ნაწილშია[11].

ამით, შესაძლებელი გახდა ერთიანობაში და ნათლად აღიქვას ეკლესიის შიდა ინტერიერის საერთო სისტემა.

ხელახლა კურთხევა: ეკლესიას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 2013-2015-იან წლებში, სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდლოესობა ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, ცნობილი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და სხვების მხარდაჭერით [12].

2015 წლის 31 ოქტომბერს, შესრულებული საპატრიარქო ვიზიტის დროს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის საპატიო მონაწილეობით და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანდასწრებით შესრულდა თბილისის, სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის ხელახლა კურთხევის ცერემონიალი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი



[1] Ш.Амиранашвили,Древности Тифлиса, Тифлис и его окрестности. Путеводитель, Тифлис, 1925, с. 185-186;Լ. მელიქსეთ-ბეკ, ძველი თბილისის და სომხურ-ქართული კულტურული კავშირების ისტორიიდან, „ისტორიულ-ფილოლოგიური ღონისძიება“ 1958, N 3, გვ. 155-156; М. Асратян, Памятники средневековой армянской архитектуры в Тбилиси, Ереван, 1978, с. 353-395 (სომხურ ხელოვნებას მიძღვნილი საერთაშორისო მეორე სიმპოზიუმის ანგარიშების კრებული, ტ. 2, ერევანი, 1978); პ. მურადიან, ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, ს. ეჯმიაწინ, 2009, გვ. 35-38, 157-172, 259-285։

[2] კ. მათევოსიანი, SURB GEVORG CATHEDRAL, Фрески ფრესკები, The frescoes, ერევანი, 2015:

[3] Տե´սԱշխարհագրութիւն չորից մասանց աշխարհի, աշխատասի­րութեամբ հայր Ղուկասվրդ. Ինճիճեան, մասն Ա, Վենետիկ, 1806, էջ 277; Ալ.Երիցեան, Թիֆլիսի հայք և նոցա վիճակագրութիւնը; Ս. Ավչյան, Թբիլիսիի Մեյդանի Սուրբ Գևորգ Կաթողիկ ե Սուրբ Աստվածածին կամ ԲերդիՄեծ եկեղեցին, «Էջմիածին», 1959, Բ, էջ 47-50:

[4] ნახე „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის ცნობარი“ 1925 წ., გვ 58-59:

[5] უმექ იშხანი კირაკოს განძაკეცუს მიხედვით („შეძლებული ვაჭრი უმექი“) 1242 წელს გადმოსახლდა კარინიდან თბილისში და ქართულ სამეფოში დიდი გავლენა მოიპოვა.

[6] კ. მათევოსიანი, აღნიშნული გამომცემლობა, ერავანი, 2015.

[7] ნახე კ. მათევოსიანი, აღნიშნული გამომცემლობა, ერავანი, 2015.

[8] ნახე იგივე ადგილას.

[9] ნახე იგივე ადგილას (გევორგ ბაშინჯაღიანი 1922-1923 წლებში სურბ გევორგ ეკლესიაში მუშაობდა როგორც მხატვარი. ეკლესიის შიდა კედლებზე, საკურთხევლის თავზე და მათ მოპირდაპირე კედლებზე, ცნობილმა მხატვარმა დახატა ოთხი ნახატი: 1)„იესო გეთსიმანიის ბაღში“, 2) „იუდას სინანული“ ,3) „იესო და მეზღვაურები“, 4) „თავთავების კრეფა“):

[10] ნახე კ. მათევოსიანი, აღნიშნული გამომცემლობა, ერავანი, 2015.

[12] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են