Материалы

ახალი ამბები

თბილისში საზოგადოებრივი ინიციატივის- „მომავალი სომხური“, ხედვები განიხილეს

2021 წლის 22 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოებრივი ინიციატივის- „მომავალი სომხური“ (The FUTURE ARMENIAN) ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა პროექტის თანადამფინანსებელ, ფონდ IdeA-ს და „ავრორა“ საქველმოქმედო პროექტის თანათავმჯდომარე რუბენ ვარდანიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

შეხვედრის მიზანი პროექტის- „მომავალი სომხური“, თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებთან განხილვა იყო. პროექტი იმ 15 პუნქტს მოიცავს, რომელიც განსაზღვრავს 2041 წლამდე სომხეთი-არცახი-დიასპორა სამეულის განვითარების და სომხეთის და სომხურის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების ორიენტირებს.

ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა რუბენ ვარდანიანის და მისი თანამშრომლების მიმართ გამოხატული მადლიერების სიტყვით დაიწყო, ვისი დაფინანსებითაც თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.

ამის შემდეგ პროგრამის- „მომავალი სომხური“,  თანადამფინანსებელმა დამსწრეების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა სომხეთის რესპუბლიკაში ახლად ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არცახის ომს, დედა სამშობლოს ეკონომიკის, კულტურის, განათლების სისტემის და სხვა სფეროების განვითარების პერსპექტივებს და პროექტის განხორციელებაში თითოეული სომეხის პოტენციალის გათვალისწინებას.

რუბენ ვარდანიანმა ახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლის და თბილისის სომხურ თემთან შეხვედრის პირობა დადო. ონლაინ შეხვედრას საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა გაუწია მოდერაცია.

204105113 4280019588711190 2768381292215665676 N

საიათნოვას "ვარდატონის" ზეიმის სული სუფევდა თბილისში

მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსულმა პანდემიამ ცვლილებები შეიტანა თბილისში ტრადიციად დამკვიდრებულ, საიათნოვას „ვარდატონის“ დღესასწაულის აღნიშვნის ფორმატში, რომელსაც სადღესასწაულო ხიბლი და სილამაზე უწინდებულად აქვს შენარჩუნებული. საიათნოვას სომხური აშუღური ხელოვნების პატივისცემის ლამაზი ტრადიციებით დამკვიდრებულმა ზეიმმა მულტიეთნიკური, კოლორიტული თბილისის მოსახლეობასა და ქალაქის ჟამთაღწერაში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი, და უკვე 100 წელზე მეტია მაისის თვის ბოლო კვირა დღეს აერთიანებს აშუღული სიმღერის მოყვარულებს, საიათნოვას ხელოვნების თაყვანისმცემლებს, რომლებიც „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში წითელი ვარდებით ამკობენ დიდებული სომეხი აშუღისა და ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის- საიათნოვას საფლავს, თაობებს ახსენებენ და გადასცემენ მის სიდიადეს, მისი სამუსიკო ხელოვნების და აშუღური სიტყვის განუმეორებელ აქტუალობას და უკვდავებას.

2021 წლის 30 მაისს, საიათნოვას „ვარდატონ“-ის ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ინიციატივით (ხელმძღვანელი- გისანე ჰოვსეფიან) ამაღლების ქუჩის 18 ნომერში მდებარე, ყოველთა სომეხთა პოეტის ყოფილი საცხოვრებელი ბინიდან დაიწყო, სადაც სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები წითელი ვარდებით ხელდამშვენებულნი იყვნენ შეკრებილნი. ყოველთა სომეხთა პოეტის ყოფილი საცხოვრებელი ბინიდან ფეხით მსვლელობა მოეწყო „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ, რათა თბილისის მოსახლეობისათვის გაეხსენებინა ამ ქალაქში დაბადებული ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის- საიათნოვას ხსოვნა.

1მსვლელობის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი და ლევონ ზარგარიანი, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, მწერლები, პოეტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები, ყვავილებით შეამკეს მეიდნის საიათნოვას სიმბოლური ძეგლი და მონაწილეობა მიიღეს თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მწყემსის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მიერ აღვლენილ საკვირაო ღვთისმსახურებაში.

მწირველმა წმინდა მამამ თავის ქადაგებაში ხაზი გაუსვა დღის მნიშვნელობას, ისაუბრა ეღია წინასწარმეტყველის დღესასწაულზე, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორგ V ტიფლისელსა და ღირსეული თბილისელის-საიათნოვას ფასდაუდებელ სიდიადეზე, ხაზი გაუსვა ასევე ოვანეს თუმანიანის, გევორგ ბაშინჯაღიანის და იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული „ვარდატონის“ დღესასწაულის საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მუდამ დარჩება მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ ქალაქში მეგობრობის, სიყვარულისა და რწმენის სიმბოლოდ.

წმინდა რიტუალის დასასრულს, დამსწრეებმა ეკლესიის ეზოში მდებარე საიათნოვას საფლავთან გადაინაცვლეს, სადაც ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით პანაშვიდის წესი შესრულდა. საიათნოვას ხელოვნების უკვდავებასა და შეუდარებელი აშუღის წარუშლელ ხსოვნაზე გაამახვილა ყურადღება ყველა სიტყვით გამომსვლელმა.

ამის შემდეგ დამსწრეებმა სიყვარულის ამაღლებული გრძნობით ყვავილებით და ვარდებით შეამკეს უკვდავი საიათნოვას საფლავი. აი ასე აღინიშნა კიდევ ერთი შეცვლილი, თუმცა უწყვეტი „ვარდატონი“ ნიშნად აშუღ საიათნოვას მიმართ ხალხის სიყვარულის და მისი შემოქმედების უკვდავებისა.

1

თბილისში ამაღლების დღესასწაული აღინიშნა

2021 წლის 13 მაისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისათვის დღესასწაულს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგანაც ამაღლების დღესასწაულთან ერთად სომხური ეკლესია 1441 წელს სომეხთა საპატრიარქოს სის ქალაქიდან ვაღარშაპატში გადატანას იხსენებს. ამაღლების დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით წმ. ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ გამოცხადდა. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგიითა და სახალხო ზეიმით აღინიშნა.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქვემო ქართლის სოფ. წითელსოფლისა და დაბა შაუმიანის სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა აშშ-ს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის დასავლეთ ეპარქიის ღირსი მღდელი, ნარეკ მატარიანი.

186218011საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა წმინდა მამამ  ქადაგებაში ამაღლების დღესასწაულზე ისაუბრა- ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა. ამ დროის მანძილზე იესო ქადაგებდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა მოწაფეებს, ხოლო უკანასკნელ გამოცხადებაზე დალოცა და დამოძღვრა ისინი, რის შემდეგაც იესო ზეცად ამაღლდა.

მწირველმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საუკუნეების მანძილზე ნელ-ნელა სვლის შედეგად მთავარი საკათედრო მივიდა იქ სადაც ხალხია, და საბოლოოდ მე-15 საუკუნეში, 1441 წელს, ამაღლების დღესასწაულზე, ყოველთა სომეხთა საკათოლიკოსო გადავიდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და ეს გახდა საკათოლიკოსოს სისიდან წმ. ეჯმიაწინში გადატანის ისტორიული მოვლენა. 

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით და სულიერ მსახურთა მონაწილეობით შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. ცერემონიის მიმდინარეობისას სასულიერო დასმა და დამსწრე მორწმუნეებმა უფლისადმი ლოცვა აღავლინეს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის და ყოველთა სომეხთა საპატრიარქოს სიმტკიცის და გაბრწყინებისთვის.

იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს, რომელსაც სახალხო ზეიმი სახელწოდებით- „ჯანგიულუმი“ ახლავს თან კორონავირუსული პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო არ ჰქონდა ის ბრწყინვალება, რასაც ტრადიციულად თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გამართვისას ატარებს. ამაღლების დღესასწაულზე, სადღესასწაულო და სახალხო ტრადიციის ნიშნად, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გვირგვინებში გამოწყობილი აღსაზრდელების საღმრთო ლიტურგიაზე ყოფნამ, წლევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

ამაღლების ზეიმი, რომელიც სომეხი ხალხისათვის ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაულია ასევე გაზაფხულის სილამაზის გამოღვიძების მაუწყებელი გახდა.

185768030

თბილისელ სომეხ მორწმუნეს სახლში მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული წმინდა ცეცხლი მიაქვს

2021 წლის 2 მაისს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან, მაცხოვრის წმინდა საფლავზე გარდამოსული წმინდა ცეცხლი ენთო.

დილიდან მთელი დღის განმავლობაში, თბილისელ სომეხ მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლებში წაეღოთ წმინდა ცეცხლი.

სანთელს, რომელიც ინთება მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ძლიერი, სასწაულმოქმედი ძალა აქვს ნებისმიერი მორწმუნისათვის.

იესო ქრისტეს საფლავიდან ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც სინათლისა და იმედის სიმბოლოა, ქრისტესმოყვარე მორწმუნეების და მათი ოჯახებისთვის უფლისა და მაცხოვრის კურთხევა მოაქვს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են