Материалы

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-01

ყველა ქრისტიანული ეკლესია ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს  ჯვრისადმი მიძღვნილ   დღესასწაულებს.  სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით,  ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული წმინდა სომხურია  და აღინიშნება მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში. ის აღინიშნება ჯვართამაღლებიდან ორი კვირის შემდეგ, 25 სექტემბრიდან  1 ოქტომბრამდე. ისტორიკოსი აგათანგეღოსის თანახმად, ჰრიფსიმეს   ხილვა ჰქონდა,  მას მოევლინა  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყო  არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწული ვაღარშაპატში მიდის, გზაში ვარაგის მთასთან გავლისას, ჰრიფსიმემ  ცხოველმყოფელი ჯვრის ერთი ნაწილი,   რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა,  გადასცა განდეგილებს და სთხოვა ერთ-ერთ მღვიმეში შეენახათ.  ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში.   მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.   

 653 წელს, როცა განდეგილი თოდიკი, მის მოწაფესთან ერთად ლოცულობდა ვარაგის მთაზე და სთხოვდა  ღმერთს   წყალობას, რომ ეჩვენებინა წმინდა   ჯვრის ადგილი,  მოულოდნელად  მთის გარშემო  სინათლის 12 სვეტი გამოჩნდა,   მათ შორის კი ანათებდა ნათელი ჯვრის ნიშანი, რომელიც   სომხეთში ჩამოიტანეს  ღვთისმოყვარე ქალწულებმა.   12 დღე ეს ნათლის სვეტები ჩანდა შორეული ადგილებიდანაც. ეს სასიხარულო ამბავი  გავრცელდა ყველგან.  

კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა და თეოდორე მთავრის ვაჟმა - ვარ სპასპეტმა ამის შესახებ რომ შეიტყვეს, წავიდნენ ვარაგის მთაზე ამ სასწაულის სანახავად.  უწმინდესმა კათოლიკოსმა ხალხის მხარდაჭერით ააშენა   დიდებული ტაძარი, რომელიც არის მოწმობა სასწაულისა და უწოდა სურბ ნშან. ეს წმინდა ნაწილი 1021 წლამდე დარჩა ვარაგის მონასტერში, შემდეგ სენექერიმ არწრუნიმ წმინდა ნაწილი გადააბრძანა სებასტიაში.    მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნაწილები   ყოფილ ადგილზე გადაიტანეს, საიდანაც 1655 წელს გაიტაცეს ხოშაბში. 1655   წელს გაათავისუფლეს და დააბრძანეს ვანის „სურბ ტირამორის“ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ გადაერქვა „სურბ ნშან“, სადაც ინახებოდა    1915 წლამდე. 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են