Материалы

წინასწარმეტყველ დანიელისა და სამი ყმაწვილის - შადრაქის, მეშაქისა და აბედ-ნეგოს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-18

წმინდა დანიელი  ძველი აღთქმის ოთხ დიდ  წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია. დანიელის წიგნი შედგება 14 თავისგან და დაწერილი უნდა იყოს ქრისტეშობამდე VII-VI საუკუნეებში. წმინდა დანიელი  ებრაელი იოვაკიმის  მეფობის დროს (ძველი წელთაღრიცხვის 597 წ.) ტყვედ წაყვანილი ერთ-ერთი ბაბილონელი ჭაბუკია, რომელიც აღიზარდა   ნაბუქოდონოსორის სამეფო კარზე და   მოგვიანებით, თავისი გონებისა და ნიჭის წყალობით, სამეფო კარზე მიიღო მნიშვნელოვანი თანამდებობა. ორი მამაკაცის მიერ ერთი ქალის, სახელად შუშანის, უსაფუძვლოდ დადანაშაულებისაგან   გადარჩენისა და    მეფე ნაბუქოდონოსორის სიზმრის კომენტირების შემდეგ,   დანიელი   დიდ სახელს იხვეჭს  (თავი 10). დანიელის წარმატება შურით აღავსებთ სხვა თანამდებობის პირებს, ისინი  დანიელს ბრალს სდებენ     სხვა ღმერთების თაყვანისცემაში  და მეფისგან მოითხოვენ დანიელის ჩაგდებას  ლომების  ხაროში. მეორე დღეს, როდესაც მეფე პირადად მიდის ერთგული და გონიერი მოხელის   დაკარგვის საგლოვიაროდ,  გაკვირვებული რჩება.   მეფის გლოვის საპასუხოდ, დანიელი ეხმიანება მას და ამბობს: „ ჩემმა ღმერთმა  ანგელოზი  გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდად გაიხარა დარიოსმა და ბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ისინი, ვინც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინი.

ანანია, აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს და დაარქვეს -      შადრაქი,   მეშაქი,  აბედ-ნეგო. ახალგაზრდები აღიზარდნენ სამეფო კარზე წინასწარმეტყველ დანიელთან ერთად    და დანიელ  წინასწარმეტყველის მსგავსად შეინარჩუნეს  რწმენა.      ერთხელ ზეიმის დროს, როდესაც ყველა თაყვანს სცემდა მეფე ნაბუქოდონოსორის ოქროს კერპს,   შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო უარს აცხადებენ კერპის თაყვანისცემაზე.   მეფემ ისინი ჩაყარა   ღუმელში, მაგრამ ისინი კვლავ ადიდებდნენ უფალსა და უფლის  მფარველი ანგელოზის მეშვეობით გადარჩნენ. ამ  სასწაულის    მოწმე ნაბუქოდონოსორი   ათავისუფლებს ახალგაზრდებს,   ადიდებს   მათ, აკურთხებს   და თაყვანს სცემს ღმერთს.   წინასწარმეტყველ  დანიელისა და    მისი სამი მეგობრის ხსენების დღე აღინიშნება  სულთმოფენობის შემდეგ მეოთხე კვირა დღის მომდევნო   სამშაბათს.  

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են