ბეთლემელი ყრმების, აკაკი მოწამის, მოვკიმა მღვდლისა და კოტრიატიუს ჯარისკაცის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-03
ბეთლემელ ყრმათა დახოცვის ამბავს მოგვითხრობს მათეს სახარება (მათე: 2:16-18): "იუდეველთა მეფის" დაბადების შესახებ ბეთლემში ჩამოსული აღმოსავლელი მოგვების მიერ გავრცელებული ამბავი სასტიკად აშფოთებს იუდეის მეფეს ჰეროდეს და ხალხს. ეჭვიანობით აღსავსე მეფემ, რომ ვერ შეძლო ჩვილის პოვნა, ბრძანა ბეთლემსა და ქალაქის შემოგარენში მცხოვრები ორ წლამდე ბავშვების დახოცვა. ბეთლემის უდანაშაულო ბავშვების ხოცვა, ფაქტობრივად, გახდა ქრისტეს რწმენისათვის დაღვრილი პირველი სისხლი. ბეთლემის ჩვილ ბავშვებს სომეხთა ეკლესიამ მიუძღვნა უამრავი ლამაზი საგალობელი, მათი ხსენების დღე კი აღინიშნება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო ორშაბათ დღეს.
იმავე დღეს სომეხთა ეკლესია აღნიშნავს ქრისტეს რწმენისათვის წამებული სამი ქრისტიანი წმინდანის - აკაკი მოწამის, მოვკიმა მღვდლისა და კოტრიატიუს ჯარისკაცის ხსენების დღეს, მათგან პირველი წამებულ იქნა ლიკიანუს იმპერატორის დროს. მან გაუძლო არაადამიანურ ტანჯვას, ცოცხალი დარჩა მხეცებშიც კი. ნეტარ წმინდანს თავი მოჰკვეთეს 310 წელს. ბიზანტიაში დაბადებული მღვდელი მოვკიმა იყო მაღალჩინოსანი ქრისტიანი, სამხედრო მოსამსახურის შვილი. როგორც ქრისტიანობის თავდადებული მქადაგებელი, მრავალი ტანჯვა-წამება განიცადა მაკედონიის ქალაქ ამფიპოლის ნაცვალისაგან, შემდეგ გაგზავნეს ბიზანტიაში, სადაც თავი მოჰკვეთეს. წმინდანის კიდობანზე იმპერატორმა კონსტანტინემ ააგო დიდი ეკლესია. კერპთაყვანისმცემელი იმპერატორის დეკუსის წამების მსხვერპლი გახდა კოტრიატიუსი. ის თავს მიიჩნევდა "მსახურად ზეციური მეფისა", ქრისტიანული რწმენის ძალითა და ლოცვით მამაცმა წმინდანმა გაუძლო მრავალ წამებას, ამით მაგალითი უჩვენა წამებისაგან დასუსტებულ სხვა ქრისტიანებს. თავის რწმენაში ურყევ კოტრიატიუსს თავი მოჰკვეთეს.