წმინდა ეჯმიაწინის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის გამოცხადებისა
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-02
შოღაკათის დღესასწაული მთავარ საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჯმიაწინი დაარქვა, რაც ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”. წმიდანის ამ ხილვას ეწოდება „შოღაკათ“ (სინათლის წვეთი), ვინაიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეწვეთა ციდან სინათლის სხივი. მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი იკურთხა 303 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე. სომეხთა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების წინა შაბათს აღნიშნავს შოღაკათის დღესასწაულს. 1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ მოსალოცად ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის რწმენის აკვანი და წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.