Материалы

ოქტომბერი

ყველა წმინდანის - ძველის და ახლის, ცნობილისა და უცნობის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-04

სომხური ეკლესია ამ დღესასწაულით აღნიშნავს  ყველა იმ  წმინდანის ხსენების დღეს,    რომელთა სახელები არ არის შეტანილი  დღესასწაულთა ნუსხაში ან ეკლესიის კალენდარში,   მაგრამ მათი სახელები დაწერილია  ცის სასუფევლის უწმინდეს მატიანეში. 

ქრისტიანობის დევნისა და სარწმუნოებისათვის მრავალი ომის დროს ბევრი   ისეთი ადამიანი დაიღუპა,   რომელთა სახელები, სამწუხაროდ, არ იქნა დაცული და ჩვენამდე არ მოუღწევია.   შესაბამისად, ეკლესიამ დაამტკიცა ეს ბრწყინვალე დღესასწაული მათი ხსოვნის აღსანიშნავად,  ვინც თავისი ძვირფასი სისხლი დაღვარა   ქრისტეს რწმენისათვის, მისი    იდუმალი   სხეულისა და ეკლესიისათვის.   

წმინდა სევერიანე სებასტიელის, წმინდა ბაბელა მოხუცის და მისი ოთხმოცდაოთხი მოსწავლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-31

წმინდა სევერიანე  († 320) იყო ცნობილი მხედართმთავარი მცირე ჰაიქის სებასტიის სამეფო  არმიაში, ლუკიანე იმპერატორის დროს. როცა „სომხური   ლეგიონის" სახელწოდებით ლეგიონის  40 ქრისტიანი ჯარისკაცი  დააპატიმრეს, წმინდა სევერიანე ეწვია მათ და ზრუნვა  გამოიჩინა. მათი წამების   შემდეგაც კი იცავს იგი  ქრისტიანებს   და აკრიტიკებს თანამდებობის პირებს, რომლებიც დევნიდნენ უდანაშაულო ქრისტიანებს. იგი   სასამართლოში მიჰყავთ, აწამებენ. მან მოწამის გვირგვინი დაიდგა.     

წმინდა ბაბელა მოხუცი († 298) მასწავლებელი იყო  ნიკომიდიაში, მაქსიმინუს   იმპერატორის დროს, სადაც ქრისტიან ბავშვებს წმინდა წიგნს ასწავლიდა.   წარმართებმა შეატყობინეს იმპერატორს, რომ იგი ბავშვებს წმინდა წიგნსა და ქრისტიანულ ღვთისმოსაობას უქადაგებდა. როცა იმპერატორმა ჰკითხა, თუ რატომ ასწავლიდა ბავშვებს უცხო სარწმუნოებას და არა ჩვენსას, მან უპასუხა,  რომ  ქრისტიანობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება.   იმპერატორის  ბრძანებით მოხუცს საპყრობილეში სვამენ, აწამებენ, ცდილობენ ბავშვების    დარწმუნებას, რომ   თაყვანი სცენ კერპებს, მაგრამ ისინი პასუხობენ: "ჩვენ არასდროს ვცემთ  თაყვანს უსულო ქვის ქანდაკებებს." მას შემდეგ მასწავლებელსაც და  მოსწავლეებსაც თავს ჰკვეთენ. 

სამოსატში წამებული ჰიპირიქიანების ხსენების დღე -  წმინდა ჰიპირიქიანები -  შვიდი მოწამე   მცირე ჰაიქის ქალაქ სამოსატიდან, ცხოვრობდნენ მესამე-მეოთხე საუკუნეებში. ქალაქის კერპთა თაყვანსაცემად მოწყობილ დღესასწაულზე სახლში ლოცულობდნენ. ამ დროს მათ ეწვია ხუთი    წარმართი   მეგობარი, რომლებმაც ჰკითხეს, თუ რატომ არ იღებდნენ მონაწილეობას დღესასწაულში. პასუხად ისინი ქრისტიანულ  სარწმუნოებას ქადაგებდნენ, რის შემდეგ წარმართებიც კი აღიარებენ ქრისტიანობას. ისინი წაიყვანეს სასამართლოში, მაგრამ ყველა ურყევი დარჩა თავის რწმენაში და მიიღო მოწამებრივი გვირგვინი.

წმინდა ჯვრის აღმოჩენის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-29

ჯვრის აღმოჩენა  ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ  ოთხ  დღესასწაულთაგან ერთია.  წმინდა ელენე დედოფალს მიეწერება 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენა.   იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით იპოვა მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი სამი ჯვარი და პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა  სამენოვანი წარწერით. იმის გასაგებად, თუ რომელი იყო ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შესძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყო ჯვრის აღმართვა, ხალხი კი "უფალო, შეგვიწყალენ"-ის ვედრებით, კრძალვით თაყვანს სცემდა მას.  წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლობის დროს იუდას კვირიკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის კირილე ეპისკოპოსი გახდა.  ელენე იერუსალიმში და მის შემოგარენში ეკლესიებსა და მონასტრებს აგებინებს, სადაც თვითონვე მსახურობს.   დედოფალმა ააშენა წმინდა აღდგომის ტაძარი, სადაც შემდეგ დააბრძანეს  უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი.

წმინდა ჯვრის აღმოჩენით  გაიხარეს  მორწმუნეებმა, ურწმუნოებმა კი ძალზედ მოიწყინეს.       ებრაელები, რომლებიც ნებაყოფლობით დაშორდნენ ჭეშმარიტ სინათლეს, თავდახრილები იყვნენ. მათ შესახებ წმინდა ესაია ამბობს:    "ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მსახურები, ვინ არის  ყრუ, თუ არა   ის ხალხი, ვინც მათ ფლობს“   (ესაია   42:19)   ებრაელები რომ ხედავენ   ჯვრის სასწაულმოქმედ ძალას, შურისგან დამწვარნი იტაცებენ ჯვარს და იერუსალიმის ტაძრის კარებთან ათავსებენ, სადაც ყოველთვის  იჯდა დამბლადაცემული მოწყალების სათხოვნელად. ერთხელ იგი დიდხანს ჯდომის შემდეგ ადგა, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით   მოულოდნელად  გაიღვიძა სრულიად  განკურნებულმა და ადიდა უფალი.  მრავალი ასეთი სასწაული მოხდა.

 

ამრიგად, აღმოაჩინეს რა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც უფალს ეკუთვნოდა,  დედოფალმა ჯვარი ჩააბარა წმინდა იაკობს, სამაგიეროდ მოსთხოვა ერთი წმინდა ნაწილი, კმაყოფილებით აიღო იგი და რომში გაემართა. წმინდა იაკობმა ცხოველმყოფელი ჯვარი ეკლესიაში შეინახა და ბზობის დღესასწაულიდან 14 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს, დილით და საღამოთი, გამოჰქონდა. იმპერატორ კლავდიუსის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება გადადის ნერონის ხელში, იგი იწყებს ქრისტეს ეკლესიის დევნას. ებრაელებმა ისარგებლეს ამ გარემოებით, მოკლეს წმინდა იაკობი, ჯვარი დააბრძანეს გოლგოთაზე, ღრმა ორმოში და ეს ადგილი სანაგვედ აქციეს. ჯვარი აქ რჩება დაახლოებით 300 წელი, ღვთისმოსავ იმპერატორ კონსტანტინეს ზეობამდე, როდესაც ეკლესია იწყებს მშვიდ ცხოვრებას.

თორმეტი წმინდა ვარდაპეტის - რეასეს, დიონისეს, ათანასეს, კირილე იერუსალიმელის, ეფრემ ხური ასირიელის, ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ეპიფანე კვიპრელის, იოანე ოქროპირის და კირილე ალექსანდრიელის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-28

ეს მამები ან ვარდაპეტები  გამოირჩეოდნენ    სათნო ცხოვრებით.   ისინი ეკლესიამ   წმინდანად შერაცხა და ცნო საერთო ეკლესიის დიდ მამებად. მამები ცნობილნი არიან  ბიბლიის   ავტორიტეტული კომენტირებით,    მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენის ტრადიციების დაცვით.  თორმეტ ვარდაპეტთა  მოღვაწეობის შესახებ  ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთებულია მართლმადიდებლობის  შენარჩუნებასა და თაობებისთვის რწმენის გადაცემაზე. ეს დღესასწაული  ჩვენთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ჩვენი წინაპრებისაგან გადმოცემული მემკვიდრეობის შესაფასებლად,  ჩვენი ეკლესიისა და ქრისტეს ეკლესიის წმინდა მამების ნათელი რწმენისადმი ერთგულებით.  სომეხთა სამოციქულო ეკლესია თორმეტ წმინდა ვარდაპეტთა ხსენებას აღნიშნავს ჯვართამაღლების შემდეგ მეექვსე კვირის მომდევნო შაბათ დღეს.

წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-14

სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულია. მთარგმნელი ვარდაპეტების  ხსენებას სომეხთა სამოციქულო ეკლესია  წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.  პირველი   აღინიშნება სულთმოფენობის მეოთხე კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს, მეორე - მოძრავია, და აღინიშნება    3 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე.

 "მთარგმნელის"  სახელწოდებით   ცნობილნი არიან წმინდა მესროპ მაშტოცისა და სააკ პართევის დაახლოებით ასი მოწაფე. 

თავდაპირველად, იყვნენ სპეციალური თარჯიმნები, რომლებიც  ღვთისმსახურების დროს წმინდა წიგნიდან ადგილებს ზეპირად თარგმნიდნენ სომხურად, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ეს  საკითხი აწუხებდა წმინდა მესროპ მაშტოცს. სომეხი კაცი მოკლებული იყო ბიბლიის  კითხვის, ჭეშმარიტებისა და ხსნის მოპოვების შესაძლებლობას.   იგი მუდმივად ფიქრობდა ბიბლიის სომხური ვერსიის შექმნაზე, რის განსახორციელებლად მიმართა სომეხთა კათოლიკოსს წმინდა სააკ პართევს და დიდ  მოწონებაც დაიმსახურა. 

როგორც აღმოჩნდა, კათოლიკოსსაც აწუხებდა აღნიშნული საკითხი. მათ გეგმებს იწონებს ასევე მეფე ვრამშაპუჰ არშაკუნი. მესროპ მაშტოცი მოწაფეებთან ერთად მიემგზავრება ედესასა და ამიდში.  ედესაში მოხდა უდიდესი სასწაული.  უფალმა შეისმინა მესროპ მაშტოცის ლოცვები და მას უჩვენა ასო-ნიშნები არა მშვენიერი ხილვის სახით, არა სიზმარში, არამედ ფხიზლად, სინამდვილეში. მესროპ მაშტოცი ნახა, რომ მარჯვენა ხელით წერს კედელზე  და ასოს მოხაზულობა ისეთია, როგორ ფორმასაც მას აძლევდა ხელი კედელზე, ასო-ნიშნების განსხვავებები  და სახელწოდებები ყალიბდებოდა მესროპის გონებაში. (მ.ხორენაცი, „სომხეთის ისტორია“)   იგი ღვთაებრივი ძალით ქმნის სომხურ ასოებს და სამოსატში ერთ ბერძენთან სახელად ჰროფანოსთან ერთად საბოლოოდ აფორმებს მათ. ასოების გამოგონების შემდეგ წმინდანები სააკი და   მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც ეწოდება „ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“. ბიბლიიდან სომხურად ნათარგმნი  პირველი წინადადებაა  „არაკების“ წიგნის   პირველი წინანადადება:     «Ճանաչել զիմաստությիւն և զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ».  

მესროპი ბრუნდება სომხეთში. სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის ძალისხმევით სომხეთში იხსნება სკოლები, სადაც ისწავლება სომხური დამწერლობა.  (Կիսատ է թարգմանած)

წმინდა მღვდელმოწამე ფოკას და მოციქულთა მიმდევარ წმინდა ერანოსის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-09

წმინდა ფოკა იყო ეპისკოპოსი შავი ზღვის ქალაქ სინოპისა, ის ცხოვრობდა ქალაქ პაფლაგონიაში, დაკავებული იყო   მებაღეობით.   მისი სახლის კარი ყოველთვის  ღია იყო უცხო ტომის, უცნობთა, ღარიბთა და მონატრებულთა წინაშე.     ადრეული ასაკიდან მიიღო მან ღვთის მადლი და უამრავი სასწაული ჩაიდინა. წმინდანთა შესახებ ისტორიული წყაროების თანახმად, იგი დევნიდა ეშმაკებს, მკურნალობდა უსინათლოებს, თავის  ქონებას ღარიბებს უნაწილებდა. ეპისკოპოსთა შორის მას ადადანაშაულებდნენ   ქრისტიანობისათვის,  იმპერატორ ტრაიანეს ჯარისკაცებმა ბრძანება მიიღეს, სადაც კი შეხვდებოდნენ, იქვე მოეკვლათ იგი.

წმინდა ფოკამ მის სახლში ჯარისკაცები მიიღო, გაუმასპინძლდა, შემდეგ   განაცხადა, რომ თვითონ არის ის პირი, ვისაც ეძებენ.   მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები კმაყოფილები იყვნენ მისი  სტუმართმოყვარეობით,  არაერთხელ მოუწოდეს მას უარი ეთქვა  თავის  რწმენაზე, ფოკამ მაინც არ უღალატა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც   აწამეს 117 წელს.

წმინდა ერანოსი (ლიონის ირენოს ეპისკოპოსი)   დაიბადა ეგეოსის რაიონში, პოლიკარპე ზმიურნიელ კათოლიკოსის   მოწაფე იყო.   განათლება მიიღო  რომში, იგი ხელდასხმულ იქნა პრესვიტორად.  117 წელს   გახდა ლიონის ეპისკოპოსი. წმინდა ერანოსი  დასავლეთის პირველი დიდი თეოლოგია, ვისაც ეკლესიის მამები მიაჩნდა   მოციქულ  მამათა საქმეების გამგრძელებლად. სეპტიმოს სევეროსის დროს მან მსაჯულებთან გაბედა   ქრისტეს    აღიარება, რისთვისაც იგი   202 წელს აწამეს. 

იესოს 72 მოსწავლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-07

გარდა  12 მოციქულისა, იესოს ჰყავდა  72 მოწაფე. უფალმა ისინი გაგზავნა, რომ სასიხარულო ამბავი ექადაგათ მთელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, სახარებაში არ არის  ნახსენები მოწაფეთა სახელები. სახარებებში სიტყვა „მოწაფე“გამოიყენება ზოგადად   ქრისტეს ყველა მიმდევრის მიმართ. იესო ქრისტემ  თავისი მოციქულები და მოწაფეები   "ვითარცა   მგელთა შორის კრავები“ ორ-ორი გაგზავნა ღვთიური სამეფოს საქადაგებლად, და უთხრა: „ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“   (ლუკა: 10:16)  

მოციქულებსა და მოწაფეებს შორის განსხვავება არ არის, მათ იგივე ძალაუფლება და მისია აქვთ   (ლუკა 10:9, 9:1), მაგრამ ყველა მოწაფის სახელი, ბეთლემის წმინდა ყრმათა მსგავსად, მხოლოდ ღმერთისთვისაა ცნობილი.

სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტეს მოწაფეების ხსენების დღეს აღნიშნავს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის მომდევნო შაბათ დღეს.  

თავადების წმინდა სააკისა და ჰამაზასპ არწრუნის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-10-05

წმინდა  სააკი და ჰამაზასპი არწრუნიანთ თავადთა დინასტიის წარმომადგენლები არიან   და ვასპურაკანში მამასახლისობდნენ იმ დროს, როდესაც არაბთა სახალიფომ დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა.  785 წელს სომხეთში ახალი გამგებელი დაინიშნა, ვისაც თავადები ძმასთან - მერუჟანთან ერთად ეწვევიან.     გამგებელმა   აჯანყების ბრალდებით დააპატიმრა ისინი და   წამების მუქარით მოსთხოვა, რომ  უარი ეთქვათ  ბერძნებთან კავშირზე და ქრისტიანულ  აღმსარებლობაზე. წამებისაგან შეშინებულმა   მერუჟანმა  აღიარა ისლამი, მაგრამ  სახლში დაბრუნებისას, გზაზე, როგორც მოღალატეს, მას  თავი  მოჰკვეთა   დავით მამიკონიანმა. წმინდა ჰამაზასპი და წმინდა სააკი კი, ლოცვებით   და მორჩილად იტანდნენ წამებას, ქრისტეს სიყვარულით. ჯალათებმა 786 წელს თავი მოჰკვეთეს   უმცროს  ძმას - წმინდა სააკს, შემდეგ კი წმინდა ჰამაზასპს, მათი სხეულები კი დაწვეს. 

სომეხი წმინდა მოციქულების, ჰაკობოსის და შმოვონის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-08-31

წმ. ჰაკობოს მოციქულს, ზებედიან ჰაკობოსისგან განსასხვავებლად, „ალფიან და უმცროს ჰაკობოსს“ უწოდებენ. ალფიან მოციქულმა სახარება იქადაგა პალესტინის სამხრეთ ზღვისპირას და ეგვიპტეში, სადაც სიცოცხლეს შეეწირა.

წმ. შმავო ან სიმონ მოციქულმა, ყოფილი ჰაკობოსივით მხოლოდ հանվանե მოიხსენება სახარებაში. ცნობილია ასევე, სახელწოდებით კანანაცი, რომელიც შურისმაძიებელს ნიშნავს. ამ სახელწოდებით ერთი ჯგუფი არსებობდა ებრაელებში, რომელიც დისკრიმინაციის გარეშე, იბრძოდა უცხო, რომაული ბატონობის წინააღმდეგ და მოღალატე ებრაელების განადგურებისთვის. სიმონ კანანაცი ქადაგებდა და გარდაიცვალა სპარსეთში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են