- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-05-30
წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილების სომხეთში გადმობრძანების ხსენების დღეა. ათინოგენი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მეუღლის - მარიამის, ძმა იყო, პიტაქტონის ეპისკოპოსი, რომელიც გმირულად ეწამა თავისი რწმენისთვის. წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, კესარიაში ხელდასხმის შემდეგ, სომხეთში ჩამოაბრძანა წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ეპისკოპოს ათინოგენის წმინდა ნაწილები, დაასვენა აშტიშატში, „ინნაკნია“ სახელწოდებით ადგილას და ბაგავანში, შემდეგ აქ სამლოცველოები ააშენა. ბაგავანში ტრდატ მეფისა და სამეფო კარის მსახურთა მონათვლის შემდეგ განმანათლებელი წმინდა წირვას აღავლინა და ყოველ წელს, ახალი წლის სტუმართმოყვარე ვანატურის დღესასწაულის ნაცვლად, იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის დღესასწაულის აღნიშვნა დაადგინა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-05-28
37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთია, რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტრის მონაზონი. დიოკლეტიანე იყო წარმართი და დევნიდა ქრისტიანებს. იმპერატორს სურდა ცოლად შეერთო ლამაზ ქალწული - ჰრიფსიმე, რომელიც არ დაეთანხმა, და სხვა ქალწულთან ერთად გაიქცა ალექსანდრიაში, შემდეგ - სომხეთში. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, რათა ჰრიფსიმეს მოუწოდონ, რომ არ შეეწინააღმდეგოს მეფეს. ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა მეფემ ბრძანა ქალწულების მოკვლა. გაიანე აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი ცხედარი წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა კიდობანში დაასვენა და დალუქა სამეფო კარის სამღვდლო-საკათოლიკოსო ბეჭდით. შემდგომში, ზუსტად ამ სამლოცველოების ადგილას ეჯმიაწინში აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს.
სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ - ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-05-27
არისტოკრატიული წარმოშობის ჰრიფსიმე 37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთი-ერთია, რომელიც მონაზონ გაიანესთან ერთად ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს (284-305 წლებში) რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში. მშვენიერმა ქალწულმა თავისი მშვენიერებით მოხიბლა იმპერატორი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოინდომა ქალწულზე ქორწინება. ღვთისმოსავი ქალწულები არ დაემორჩილნენ იმპერატორის სურვილს და მონაზვნის წინამძღოლობით ალექსანდრიაში გაიქცნენ. გადმოცემის თანახმად, მათ ხილვა ჰქონდათ, მოევლინათ ღვთისმშობელი და უთხრა, რომ წასულიყვნენ არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწულები ვაღარშაპატში მიდიან, გზაში ვარაგა მთასთან გავლისას, ჰრიფსიმე ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს, რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ასვენებს სომხურ მიწაში. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, მოუწოდებენ მას, რომ არ შეეწინააღმდეგოს მეფეს. მაგრამ ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა ბრძანა ქალწულთა მოკვლა. წამებულ ქალწულთა ნაწილებს პოულობს და მიწას აბარებს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი. ამ წმინდა ნაწილებზე სამლოცველოებს აგებს. შემდგომ აქ აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს. ქალწულთა წამებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სომეხი ხალხის ისტორიაში. მათი წამების შემდეგ, 13-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მოწოდებული იყო სომეხთა ქვეყანაში ქრისტეს ნათელის გასავრცელებლად.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ - ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-05-19
უფალი მისი აღდგომის მე-40 დღეს ზეცაში ამაღლების დროს თავის მოწაფეებს არიგებს, რომ დაელოდონ დაპირებულ ძალას, რათა მთელ მსოფლიოში გახდნენ ჩვენი უფლის მოციქულები და ყველას ახარონ კეთილი ამბავი.
ებრაული პენტეკოსტეს (სიტყვასიტყვით ნიშნავს 50 დღეს) დღესასწაულის დღეს იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა (საქმეები 2:1 -4).
ბიბლიის ამ ნაწილში ნახსენებია სხვადასხვა ქვეყნების სახელწოდებები. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულები გაკვირვებულები რჩებიან თავიანთი მშობლიური ენის მოსმენით. ხსენებულ ქვეყნებს შორის იყო შუამდინარეთი, იუდეა და გამირქი (საქმეები: 2:9). საეკლესიო წმინდა მამები ტერტულიანუსი და ავგუსტინი ამტკიცებდნენ, რომ უკეთესი იქნება, იუდეის შეცვლა სიტყვა სომხეთით, ვინაიდან უფრო ლოგიკურია, რომ უცხო ქვეყნებში აღინიშნოს სომხეთი. გარდა ამისა, გეოგრაფიულად შუამდინარეთსა და გამირქს შორის სომხეთი მდებარეობს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-05-09
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად. სომხური სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს ამ ფაქტს. ყველა ეკლესიაში აღევლინება წმინდა წირვა. ამაღლების დღესასწაული მოძრავია, 30 აპრილიდან 3 ივნისამდე პერიოდში აღინიშნება, ყოველთვის ხუთშაბათ დღეს. ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
"მე მომეცა მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ადამიანი, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთან ერთად ვარ ყოველთა დღეთა, სამყაროს დასასრულამდე“ (მათ. 28:18-20).
ქრისტეს ამაღლების შესახებ სახარებაში მოწმობენ მარკოზი და ლუკა, მსგავსი მოწმობები არის მოციქულთა საქმეებშიც: ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად შემოსილნი, რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 9-11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.
ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს ხალხური დღესასწაულები, რომლებსაც ზოგან „ჯანგიულუმს“ უწოდებენ. ძველად ამაღლების ზეიმობა იწყებოდა წინა ოთხშაბათიდან. ზოგან ამ დღესასწაულს „ბარბარეს კვირას“ უწოდებდნენ. ქალწული ბარბარე გაექცა კერპთაყვანისმცემელ მამას და თავი შეაფარა არაის მთის გამოქვაბულებს. მამა დაედევნა ქალიშვილს, აღმოაჩინა თავშესაფარში და მოკლა იგი. სიკვდილის წინ ბარბარემ სთხოვა ღმერთს, რომ ჩუტყვავილათი და წითელათი დაავადებული ბავშვები განიკურნონ მისი სახელით. ღმერთი ასრულებს მის თხოვნას და იმ მშობლების შვილები, ვინც ლოცულობს ბარბარეს სახელით, მალე განიკურნებიან ამ დაავადებებისაგან.
ეს გამოქვაბული სამლოცველოდ არის ქცეული. გამოქვაბულის კედლებიდან მუდმივად წყალი ჩამოედინება, რომელსაც, ხალხის თქმით, აქვს სამკურნალო თვისება. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს წყალი ბარბარე ქალწულის ცრემლებია.