Материалы

იერუსალიმის პატრიარქი წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2020-03-14

დიდი მარხვის მესამე შაბათ დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს გამოჩენილი თეოლოგების - სასულიერო პირების წმინდა ჰოვანეს ოძნელი კათოლიკოსის, წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცის და წმინდა გრიგორ ტათევაცი ვარდაპეტის ხსენების დღეს. წმინდა ჰოვანეს ოძნეცი, რომელსაც ასევე „იმასტასერს“ უწოდებდნენ, სომეხთა ეკლესიის წმინდანად შერაცხილი ერთ-ერთი კათოლიკოსია. ისტორიკოსების ცნობების თანახმად, გარდა სულიერი და ინტელექტუალური სრულყოფისა, ის გამოირჩევა ასევე ელეგანტურობით. კათოლიკოსობის 11 წელი (717-728 წწ.) წმინდა ჰოვანეს ოძნეცი კათოლიკოსი უმკლავდებოდა არაბულ და ბიზანტიურ შევიწროებებს, იბრძოდა სექტანტობის წინააღმდეგ. წმინდა კათოლიკოსმა ჰოვანეს ოძნეციმ დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი „სომხურ კანონთა კრებული“ სომხურ სინამდვილეში პირველი დიდი იურიდიული კრებულია, სადაც თავმოყრილია საეკლესიო კანონები, იგი ასევე ცნობილია როგორც ავტორი მრავალი საეკლესიო თხზულებისა. წმინდა ჰოვანეს კათოლიკოსის მთავარ ინიციატივად ითვლება 726 წლის დვინის კრება შეკრებილი სომხური ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, ასევე იმავე წლის მანაზკერტის კრება, რომელიც შეიკრიბა სომხურ და სირიულ ეკლესიებს შორის კავშირის გასამტკიცებლად. კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნეცის საფლავი მდებარეობს თავის მშობლიურ ოძუნთან - სოფელ არდვის სრბანეს (სურბ ჰოვანეს) ეკლესიის ეზოში, რომელიც გახდა სანუკვარი მოსალოცი ადგილი მორწმუნე სომეხთათვის.

ერთმანეთთანაა დაკავშირებული წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცი (1315-1388) და წმინდა გრიგორ ტათევაცი (1346-1410) ვარდაპეტების სახელები. წმინდა გრიგორ ტათევაცი, სომეხთა ეკლესიის სწავლული და უდიდესი თეოლოგი, სწავლობდა წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისთან, შემდგომში განავითარა თავისი მასწავლებლის მიერ დაარსებული ცნობილი ტათევის სკოლა. იგი ავტორია უაღრესად ღირებული სასულიერო ნაშრომებისა და ქადაგებებისა, რომელთაგან გამოირჩევა „გირქ ჰარცმანც“ და ქადაგებების წიგნები. ტათევაცის ჩანაწერების წყალობით მოაღწია ჩვენამდე წმინდა ჰოვანეს ვოროტნეცის ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. ჰოვჰან კათოლიკოსი ცნობილი მქადაგებელი იყო.

  • Created on .
  • Last updated on .
  • Hits: 425

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.