- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-07-31
წმინდა ესაია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ოთხ დიდ წინასწარმეტყველთაგან პირველია. ესაია წინასწარმეტყველი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა იერუსალიმში, იწინასწარმეტყველა მე -8 საუკუნის შუა ხანებში. წინასწარმეტყველ ესაიას უდიდებულესობით და ავტორიტეტით დაწერილი მცნება აქვს - ღვთის, სამართლიანობის, ცოდვის, რელიგიის და სხვადასხვა საკითხების შესახებ. ჰქონდა მოქნილი გონება, იყო იერუსალიმის ოთხ მეფეთა წინამძღვარი. განუმეორებელი სტილითა და სულისკვეთებით დაწერილი მისი წიგნი ძველი და ახალი აღთქმების დამაკავშირებელი რგოლია. წმინდა ესაიას უწოდებენ ევანგელურ წინასწარმეტყველს, მესიის, ანუ ქრისტეს შესახებ ყველაზე მეტის წინასწარმეტყველების გამო. მან თავი წარადგინა როგორც მსახური, უფლისგან გამოგზავნილი, "ღარიბების ქადაგების, გულით ავადმყოფების განსაკურნად“. შემდგომში ამ მისიაში უნდა ეხილა იესო ქრისტეს ის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც მოევლინა იგი ამ სამყაროს (ლუკა 4:16-21) . გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც შუაზე გადახერხეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-07-27
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთია. უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
სომხური ეკლესია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს აღდგომიდან 98 დღის შემდეგ, 28 ივნისიდან 1 აგვისტომდე. სომხურ ეკლესიაში ამ დღესასწაულს უწოდებენ ასევე ვარდავარს. ოდითგანვე დაცულია ვარდავარის დღეს წუწაობის ტრადიცია. ფერისცვალების მომდევნო ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-07-20
იესო ქრისტეს ფერისცვალების - ვარდავარის, დღესასწაულამდე ერთკვირიანი მარხვაა. სომეხთა ეკლესიაში მას ეწოდება ვარდავარის მარხვა. მარხვის ბოლო - შაბათ დღეს ხსნილია, ანუ ამ დღეს ნებადართულია თევზისა და რძის ნაწარმის მიღება.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-07-19
იესო ქრისტეს რჩეული 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მოწმეები - პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, მათე, ბართლომე, ფილიპე და თომა, თადეოზი, იაკობი (ალფიანი), სიმონ (კანანელი) და იუდა მოციქულები. ბოლო მათგანი იყო იესოს მოღალატე. მოგვიანებით ის შეცვალა არჩეულმა მატათია მოციქულმა. მოციქულებმა იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს, "მონათლეს ისინი „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა", რითაც გახდნენ ქრისტეს ეკლესიის დამფუძნებლები.
ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელია წმინდა პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მე -13 მოციქულად. მოციქულთა საქმიანობას ეხება ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმენი“. პავლე მოციქულის ქადაგების, პიროვნებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტებია წმინდა პავლე მოციქულის 14 წერილი, დამტკიცებული საეკლესიო თემებისა და ინდივიდუალურ ქრისტიან პირთა მიერ. სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესია 12 მოციქულთა და მე -13 მოციქულად აღიარებული პავლეს ხსენებას აღნიშნავს ერთად, ფერისცვალებამდე, ერთი კვირით ადრე, ფერისცვალების ყველიერის წინა შაბათ დღეს. სომხური ეკლესიის კალენდარში არის ასევე მოციქულთა ხსენების ცალკე დღესასწაულები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-07-17
ელისე ნიშნავს „ღმერთი ხსნაა“. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქრისტეშობამდე IX საუკუნეში, იყო წინასწარმეტყველ ელიას მოწაფე და მოქმედებდა მისი სულისკვეთებით. მოსეს შემდეგ მას მიეწერება ყველაზე დიდი სასწაულმოქმედებები (სულ 13). მის წინასწარმეტყველებებზე მოგვითხრობს ძველი აღთქმის „სამეფოებიდან“ გ და დ წიგნები. ელისე წინასწარმეტყველი აგრძელებდა წინასწარმეტყველებას მისი სიკვდილის შემდეგაც კი. ძველი აღთქმა მოგვითხრობს, ერთი წლის გარდაცვალების შემდეგ, წინასწარმეტყველის ძვლების შეხების შედეგად, თუ როგორ აღსდგა მის საფლავში დაკრძალული ადამიანის ცხედარი.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2026-07-16
იმპერატორი კონსტანტინე (დაბადებული: იუგოსლავიის ქალაქ ნიშში), რომის იმპერიის ერთ-ერთი გამოჩენილი პირია. მან ეკლესია ოფიციალურად გაათავისუფლა 250-წლიანი დევნისაგან და 313 წელს მილანში გამოსცა ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა გამოაცხადა ნებადართულ რელიგიად. იმპერატორის ბრძანებით, 325 წელს ქ.ნიკეაში ჩატარდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებამ დაგმო არიოზის ერესი, რომელიც უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ძე შობილია და არა ქმნილი, დაადგინა რწმენის სიმბოლო, რომ ძე არის „ერთარსი მამისა“, ის ღმერთია. მან დიდი წვლილი შეიტანა უფლის წმინდა ადგილებში - იერუსალიმსა და ბეთლემში - დიდებული ტაძრების აშენებაში. კონსტანტინე იყო ასევე დიდი სარდალი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებდა ომებში. გადმოცემის თანახმად, რომის თვითგამოცხადებულ იმპერატორ მაქსენტისთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ წმინდა კონსტანტინე უფალს ევედრებოდა, რომ ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა. მართლაც, ცაზე გამოჩნდა ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. ამ ნიშნით კონსტანტინე გადის საბრძოლველად და იმარჯვებს. გარდაიცვალა 337 წელს. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. იმპერატორის თანამოაზრე იყო მისი დედა წმინდა ელენე. იმპერატორს სურვილი ჰქონდა მოეძებნა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე.
წმინდა ელენე დედოფალს მიეწერება 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენა. პიროვნება, სახელად იუდა, დედოფალს უთითებს იმ ადგილს, სადაც შეიძლება იყოს ქრისტესა და ორი ყაჩაღის ჯვრები. ღვთისმოსავ დედოფალს რიგ-რიგობით ჯვრებთან ახლოს მიაქვს ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის გვამი, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით ახალგაზრდა ცოცხლდება. ჯვრის აღმოჩენის შემდეგ კირილე პატრიარქმა ჯვარი აღმართა ქრისტიანთა სანახავად. ელენეს თხოვნით, იერუსალიმში და მის შემოგარენში ეკლესიებსა და მონასტრებს აგებენ, სადაც თვითონვე მსახურობს. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა და ქრისტიანთა გულებში კეთილი ხსოვნა დატოვა.