წმიდა თადეოზ მოციქულისა და წმინდა სანდუხტ ქალწულის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-07-13
წმინდა თადეოზ მოციქული და წმინდა სანდუხტ ქალწული სომეხთა ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი წმიდანთაგანნი არიან, ვინაიდან მათ სახელს უკავშირდება სომეხთა განათლების ამბავი. ნეტარმა თადეოზმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები. მრავალ სასწაულთან ერთად, მან განკურნა ავგაროზი, შემდეგ კი ედესაში დანიშნა თავისი შემცვლელი, და გაემართა მეფე სანატრუკის სამფლობელოებში. აქ ქრისტიანობაზე მოაქცია ადგილობრივები და დააფუძნა სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესია. არტაზის პროვინციაში რომ მივიდა, მოციქული შევიდა მეფის კარზე და მოაქცია მეფის ასული ქალწული სანდუხტი. ეს რომ მეფე სანატრუკმა შეიტყო, ციხეში ჩასვა თადეოზ მოციქულიც და ქალწული სანდუხტიც და სასტიკად აწამა ისინი. მოციქულმა თადეოზმა და ქალწულმა სანტუხტმა მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე სამეფო აგარაკზე - დაბა შავარშავანში. სომეხთა ეკლესია წმინდა თადეოზ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს ორჯერ: ერთხელ წმიდა ბართლომე მოციქულთან, ხოლო მეორედ წმინდა ქალწულ სანდუხტთან ერთად.