- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-03
წმინდა ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლ ნაზიანზელი, დაიბადა 328 წელს კაბადოკიის ქალაქ ნაზიანზთან მდებარე სოფელ არიანზაში, გრიგოლ ეპისკოპოსის ოჯახში. მან განათლება მიიღო კესარიაში, შემდეგ ათენში, სადაც გაიცნო ქრისტიანობის ერთ-ერთი მომავალი უდიდესი ფიგურა - ბასილი კესარიელი. გარკვეული პერიოდი განდეგილი იყო, შემდეგ დაბრუნდა ნაზიანზში და მამის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაადგინეს კაპადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი კესარიელთან ერთად ებრძოდა არიოზის ცრუ-მოძღვრებას. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაში. გარდაიცვალა 389 წლის 25 იანვარს. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელმა დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც მეხუთე-მერვე საუკუნეებში ითარგმნა სომხურ ენაზე. სომხური თარგმანის ერთი ნაწილი, სავარაუდოდ, შესრულებულია მოვსეს ხორენაცის მიერ. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე, რომელიც იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, ამ ბრძოლით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სიწმინდეთა შენარჩუნებას და თავისი მდიდარი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-31
წმ. თოვმას მოციქული, რომელსაც ტყუპს უწოდებდნენ, ცნობილია სახარების იმ ეპიზოდიდან, როდესაც დანარჩენი მოციქულები ამბობდნენ, რომ დაინახეს მაცხოვარი, თოვმასი ამტკიცებდა, რომ დაიჯერებდა მხოლოდ იმ დროს, როდესაც თავისი თვალებით დაინახავდა და თავის ხელს იესოს დაზიანებულ ნეკანში ჩაარტყამდა. მოციქულს შემდეგ კვირას Վերնատան-ში იესო მოევლინება. თოვმასმა დაიჯერა სასწაული, მუხლი მოიდრეკა და აღიარა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“ (ჰოვ, 20:28). როდესაც დანარჩენი მოციქულები ყოყმანობენ ქრისტესთან ერთად გარდაცვლილ ღაზაროსის სანახავად წასვლაზე, რადგან ქვების სროლის მსხვერპლის გახდომის დიდი საშიშროება არსებობდა, თოვმასი თამამად ამბობს, „მოდით, ჩვენც წავიდეთ, რომ მასთან ერთად მოვკვდეთ!“ (ჰოვ.11:16). ტრადიციის მიხედვით, თოვმასმა იქადა ღვთის სიტყვა პართიაში და ინდოეთში გაავრცელა, ხოლო შემდეგ მშვილ-ისარს ემსხვერპლა და დაიმარხა ქალაქ მადრასში.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-31
წმ. ჰაკობოს მოციქულს, ზებედიან ჰაკობოსისგან განსასხვავებლად, „ალფიან და უმცროს ჰაკობოსს“ უწოდებენ. ალფიან მოციქულმა სახარება იქადაგა პალესტინის სამხრეთ ზღვისპირას და ეგვიპტეში, სადაც სიცოცხლეს შეეწირა.
წმ. შმავო ან სიმონ მოციქულმა, ყოფილი ჰაკობოსივით მხოლოდ հանվանե მოიხსენება სახარებაში. ცნობილია ასევე, სახელწოდებით კანანაცი, რომელიც შურისმაძიებელს ნიშნავს. ამ სახელწოდებით ერთი ჯგუფი არსებობდა ებრაელებში, რომელიც დისკრიმინაციის გარეშე, იბრძოდა უცხო, რომაული ბატონობის წინააღმდეგ და მოღალატე ებრაელების განადგურებისთვის. სიმონ კანანაცი ქადაგებდა და გარდაიცვალა სპარსეთში.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-29
ერემია წინასწარმატყველი ბიბლიის ოთხი დიდი წინასწარმეტყველებიდან ერთ-ერთია. მის შესახებ, შედარებით უფრო მეტი დოკუმენტური ინფორმაცია არსებობს. დაიბადა ძვ.წ. 650-იან წლებში, იერუსალიმთან ახლოს მდებარე ანათოვთ სოფელში. მამამისი, ქეღკია, მღვდელი იყო. ერემია ქადაგებდა და ცხოვრობდა იერუსალიმში. ახალგაზრდობიდან უფლის მიერ მოწოდებული იყო მთელი გულით ემსახურა თავისი წოდებისთვის და უარი ეთქვა ოჯახის შექმნაზე და ცხოვრების ყველა სიამოვნებაზე. კერპთაყვანისმცემლობას და სოციალური უთანასწორობაში მყოფი ხალხი ვერ აცნობიერებდა მის პატიოსან მისწრაფებებს, მაშინ, როდესაც იგი წინასწარმეტყველებდა იერუსალიმის და ტაძრის განადგურების შესახებ. იგი ყოველთვის ჭეშმარიტ ღვთისთაყვანისცემას ქადაგებდა, რომ ადამიანებს შეეცვალათ თავიანთი გზა, ერთად ეცხოვრათ სამართლიანად და პირდაპირ. სამართლიანი და უდანაშაულო სისხლი არ დაეღვარათ, უცხო ღმერთებისთვის არ მიენდოთ სული. (ერემ: 7:1-6 հմմտ. 5:25-29).
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-27
წმ. ჰოვაკიმის და ანნას სახელები პირდაპირ კავშირშია იესოსთან, რადგან ისინი ღვთისმშობლის მშობლები არიან. ტრადიციის თანახმად, ღვთისმოსავი და მდიდარი ჰოვაკიმი დავთის შთამომავალი იყო, სამეფო ოჯახიდან, ხოლო ანნა, მღვდლის ოჯახიდან. ერთ დღეს, ტაძარში საჩუქრების დარიგების დროს, მღვდელმა ჰოვაკიმს მოუწოდა ბოლოში დამდგარიყო, რადგან იგი უშვილო იყო. სევდიანი ჰოვაკიმი გამოდის და მთაზე ადის, ფიცს დებს, რომ არ ჩამოვა იქიდან მანამ, სანამ ღმერთი მას არ ეწვევა. ანნა სახლში ლოცულობდა და მონანიებას ითხოვდა და ერთ დღეს, როდესაც ანნა ბაღში ხედავს თავის ბარტყებთან მოთამაშე ფრინველებს, ტირის, რადგან მას არ გააჩნია დედად ქცევის მადლი. ამ დროს გამოჩნდება ღვთის ანგელოზი და აცხადებს, რომ მას შვილი ეყოლება, რომლითაც ბედნიერი იქნებიან ყველა ერები. იგივე ხილვა ელანდება ჰოვაიმს, რომელიც სიხარულისგან მოწყალებას იღებს. ანნა ორსულდება და ანგელოზისმაგვარ ბავშვს, მარიამს უწოდებენ, რომელიც ნიშნავს სინათლის მომტანს. Յուղաբեր ქალები იესოს წამების, დამარხვის და ჯვარცმის თვითმხილველები არიან. მათ პირველებმა მოიტანეს უფლის აღდგომის შესახებ ამბავი. Յուղաբեր ქალები ქრისტესთან იყვნენ მთელი მისი მისიის განხორციელების განმავლობაში. ეკლესიამ მათ <<Յուղաբեր>> უწოდა, რადგან კვირას, დილით სასაფლაოზე წავიდნენ, ქრისტეს სხეულის თავიანთი სურნელოვანი ზეთებით საკურთხევად. თავიანთი ერთგულებით, მათ პირველებმა ნახეს მაცხოვარი და ამის შესახებ მოციქულებს განუცხადეს. ისინი ჯგუფურად ესწრებოდნენ ვერნატანს, Հոգեգալստին და მოციქულებთან ერთად მიიღეს წმინდა სულის საჩუქრები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-18
სომხური სამოციქული ეკლესია, დიდი ზეიმით აღნიშნავს წმ. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. იგი სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან მეოთხეა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ყველაზე ძველი.
ბიბლიაში ღვთისმშობლის შესახებ ინფორმაცია არასრულად არის გადმოცემული, ხოლო მისი ცხოვრების სხვა დეტალები, აგრეთვე მიძინების ისტორია შენარჩუნდა და ჩვენამდე მოაღწია ეკლესიის უწმინდესი ტრადიციების საშუალებით.
ტრადიციის თანახმად, წმ. ქალწული ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, მას ჰოვანეს მახარობლი უვლიდა. 12 წლის განმავლობაში ღვთისმშობელი მარხვით ხშირად სტუმრობდა თავისი ვაჟის საფლავს და განუწყვეტივ ლოცულობდა. ვიზიტებიდან ერთ-ერთის დროს მას მოევლინა გაბრიელ მთავარანგელოზი და შეატყობინა მიწიერი სამყაროდან ზეციურ იერუსალიმში გადანაცვლების ამბავი. დღვთისმშოელმა ეს კეთილი ამბავი თავის ნათესავებს და დანარჩენ ყველა ქრისტიანს განუცხადა, გეთსემანიაში დაკრძალვის მოთხოვნით. წმ. ქალწულმა ჰოვანესს სთხოვა, რომ წმ. წირვა აღავლინოს, რომ ბოლოჯერ მიიღოს წმ. ზიარება. ზიარების შემდეგ ღვთისმშობელი Վերնատուն წავიდა. სანამ მოციქულები ტიროდნენ, ჰოვანესმა აიღო ერთი ფიცარი და მისცა ღვთისმშობელს და სთხოვა, რომ მან თავისი გამოსახულება აღბჭდოს მასზე. ღვთისმშობელმა აიღო ფიცარი, პირჯვარი გადაიწერა და სახეზი მიიდო, შემდეგ ცრემლებით დაასველა და ღმერთს შესთხოვა, რომ ამ ფიცრის საშუალებით ადამიანები განიკურნონ სხვადასხვა დაავადებებისგან. როდესაც მოციქულები ღღვთისმშბლის გარშემო დადგნენ, ერთი აუღწერელი სინათლე გამოჩნდა. ოთახის ზედა ნაწილში გამოჩნდა ქრისტე, ანგელოზებთან ერთად. ვაჟის დანახვისთანავე, ღღვთისმშობელი მიიცვალა.
წმ. ქალწულის მიწიერი ცხოვრების დასასრულს ეკლესია სიკვდილით კი არა გასაგები რომ იყოს, ზეცაში გადანაცვლებას უწოდებს. წმინდა ბართუზიმეოს მოციქული, რომელიც გასვენებას არ ესწრებოდა, იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ, მოისურვა ღვთისმშობლის ბოლოჯერ ნახვა. მოციქულებმა მისი თხოვნით გახსნეს საფლავი, თუმცა დღვთისმშობლის სხეული იქ აღარ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იესომ თავისი პირობის თანახმად, დედამისი ზეცაში წაიყვანა. მოციქულებმა ფიცარზე აღბეჟდილი გამოსახულება ბართუღუმეოსს გადასცეს, როგორც ნუგეში. წმ. მოვსეს ხორენაცის თანახმად, სომხეთის პირველ განმანათლებელს იგი სომხეთში, ანძევციაცის დარბნოცად წოდებულ ადგილზე მოაქვს, სადაც შემდგომში ღვთისმშობლის საპატივცემლოდ, ეკლესია და დედათა მონასტერი დაფუნძნდა. დღთისმშობლის მიცვალების დღეს, წმ. წირვის შემდეგ, ვაზის კურთხევა ხდება. იხურთხება ასევე წლის მთლიანი მოსავალი. სომხური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში დიდი პატივს სცემს ღვთისმშობელს და ღმერთის დედად ყოფნის გარემოებას. ხოლო სომეხი ქალისთვის წმინდა ქალწული სათნოების, ერთგული დედის, სიწმინდის შენარჩუნების განსახიერებაა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-17
შოღაკათის დღესასწაული მთავარი საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, სომხური სამყაროს მეორე განმანათლებლი, წმ. გრიგორს ევლინება ქრისტე, რომელიც ზეციდან მიწას მეხი სტყორცნის ოქროს ჩაქუჩით და ტაძრის ასაშენებელი ადგილს მიუთითებს. წმინდანის ამ ხილვას „შოღაკათს“ უწოდებენ, რადგან გრიგორ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეცა სინათლის სხივი ზეციდან. ისტორიული ინფორმაციების თანახმად, ეჩმიაწინის საკათედრო ტაძარი აკურთხეს 303 წელს, წმ. ქალწულის ფერისცვალების დღეს. არქიმანდრიტ მაღაქია ორმანიანის მიხედვით, საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლის სახელისადმი არის მიძღვნილი. სომხური ეკლესია მიცვალების დღესასწაულის წინა შაბათს შოღაკათის დღესასწაულს აღნიშნავს. 1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ სამლოცველოდ ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ემიაწინი სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის რწმენის აკვანი და წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-11
მარხვის დასაწყისია, რომლიც სომხური სამოციქულო ეკლესიის ძირითად დღესასწაულებს და წმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ერთ-ერთს, ანუ վերափոխմանը უსწრებს წინ. ეს მარხვა გრძელდება ორშაბათიდან შაბათამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-08-10
ეფესოსის კრება 431 წელს, თეოდორე უმცროს იმპერატორის დროს, 200 მეუფეს მონაწილეობით ჩატარდა, რომლებიც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის არასწორი სწავლების განსახილველად შეიკრიბნენ. ამ სწავლების თანახმად, იესო ქრისტეში არსებობდა ორი დამოუკიდებელი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ბუნება, ღვთიური და ადამიანური. ნესტორი ქადაგებდა, რომ ქრისტე დაიბადა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ხოლო ღვთიურობა მის პიროვნებაში ჩასახლდა, შესაბამისად, წმინდა მარიამმა ღმერთი კი არა ადამიანი შობა. ეფესოსის კრება უარყოფს ნესტორის არქიმანდრიტობას და აღიარებს კიურეხ ალექსანდრიელის სწავლებას, როგორც მართმადიდებელ რწმენას, რომლის მიხედვითაც ქრისტეს ღვთიური და ადამიანური ბუნება ცალ-ცალკე არ არსებობს, ისინი შერწყმულია: ერთი უფალი, ერთი იესო, ერთი სახე და შერწყმული ღვთიურ-ადამიანური ბუნება. წმინდა მარიამი არის ღვთისმშობელი, რადგან მან გააჩინა ღმერთის შვილი. გამოიცა კიურეხ ალექსანდრელის „Մի է բնութիւն բանին մարմնացելոյ» ფორმულა. სომხური ეკლესია არ იღებდა მონაწილეობას კოსმოსურ კრებაში, თუმცა წინა კოსმოსურ კრებებთან ერთად მიღებული აქვს მისი გადაწყეტილებები და კოსმოსური რეპუტაცია.